გარდატეხის ასაკი
I თავი
გარდატეხის ასაკი- მდგომარეობა, როდესაც თქვენი სხეული ბავშვობიდან მოზარდობაში გადადის. თქვენი სხეული განიცდის უამრავ ცვლილებას, რომელიც ნელ-ნელა ხდება. გარდატეხის ასაკი ზრდის ნორმალური და ჯანსაღი ნაწილია.
1.1 რა არის გარდატეხის ასაკი?
გარდატეხის ასაკი არის დრო, როდესაც თქვენ ფიზიკურად ხდებით მოზარდი. რადგანაც ამ დროს ორგანიზმში უამრავი ცვლილება ხდება, შესაძლოა, თქვენი ემოციები გაძლიერდეს და უფრო ინტენსიური გახდეს. გარდატეხის ასაკი ხშირად 8-დან 14 წლამდე მიმდინარეობს. ქალებს ხშირად უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე კაცებს.
გარდატეხის ასაკი ერთიანად არ ხდება – მას გააჩნია საფეხურები და მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება. გარდატეხის ასაკის რაღაც ნიშნები შესაძლოა ადრეული ასაკიდან დაგეწყოთ, ხოლო სხვა ცვლილებები უფრო მოგვიანებით. ყველა სხეული უნიკალურია, ამიტომაც გარდატეხის ასაკი სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვანაირია. მას ყველა ინდივიდუალურად გამოსცდის.
გარდატეხის ასაკი სიცოცხლის ნორმალური ნაწილია, თუმცა, ასევე ნორმალურია მასზე ღელვა და დაბნეულ მდგომარეობაში ყოფნა. იმის ცოდნა, თუ რას უნდა ელოდე, გარდატეხის ასაკს ნაკლებად სტრესულს და უცნაურს ხდის. დაგეხმარებათ თქვენს მშობლებთან, ან სანდო უფროსებთან ლაპარაკი. ეს ფაზა მათაც გამოუვლიათ, ასე რომ, ისინი დიდი ალბათობით, გაიგებენ, თუ როგორ გრძნობთ თავს და კარგ რჩევებსაც მოგცემენ.
1.2 რა ხდება სხეულში გარდატეხის ასაკის დროს?
თქვენი სხეული გარდატეხის ასაკში აუცილებლად შეიცვლება. ესაა ის ცვლილებები რასაც უნდა ელოდეთ:
- შესაძლოა, გაგიჩნდეთ აკნე (გამონაყარი) სახესა და სხეულზე. თუ გამონაყარი გსტრესავთ, ან გიჩენთ პრობლემებს ცხოვრებაში, დაელაპარაკეთ ექიმს
- შესაძლოა დაგეწყოთ ჭარბოფლიანობა და გაგიჩნდეთ სპეციფიური სუნი (ოფლის სუნი). მიიღეთ შხაპი უფრო ხშირად და გამოიყენეთ დეზედორანტი
- იღლიაში თმები იწყებს ამოსვლას
- თმები იწყებს ამოსვლას გენიტალიების გარშემოც
- შესაძლოა გაგეზარდოთ მეტი თმები ხელებსა და ფეხებზე და თმა უფრო გამუქდეს
- შესაძლოა გრძნობდეთ ტკივილს ხელებსა და ფეხებში ზრდისას.
უფრო კონკრეტულად, ბიჭების შემთხვევაში:
- თქვენი ხმა დაბოხდება. შესაძლოა, ხანდახან ხმა გაგებზაროთ, ესეც ნორმალურია და მალე გადაივლის. თქვენი ხორხი შესაძლოა გაიზარდოს და უფრო თვალშისაცემი გახდეს
- პენისი და საკვერცხე ჯირკვლები იზრდება
- თმა იზრდება თქვენს სახეზე, გულმკერდზე და ზურგზე
- თქვენი გულმკერდი და მხრები ფართოვდება
- შესაძლოა, დაგისივდეთ ძუძუსთავები, თუმცა გადაივლის. ეს დაახლოებით კაცების ნახევარს ემართება და შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან რამდენიმე წელს გაგრძელდეს.
უფრო კონკრეტულად, გოგონების შემთხვევაში:
- თქვენი მკერდი დიდდება
- თქვენი თეძოები უფრო ფართოვდება და სხეული მომრგვალებული ხდება
- იწყება მენსტრუაცია
- ვაგინის ბაგეებმა შესაძლოა შეიცვალოს ფერი და გადიდდეს.
1.3 გარდატეხის ასაკი და თქვენი გრძნობები
გარდატეხის ასაკი კონტროლდება ჰორმონების მიერ და ამ ჰორმონებმა, შესაძლოა, სხეულთან ერთად, გავლენა მოახდინოს თქვენს გრძნობებზე. გარდატეხის ასაკის განმავლობაში, თქვენი ემოციები, შესაძლოა, უფრო ინტენსიური გახდეს. ნორმალურია ემოციების ხშირი ცვლა.
გარდატეხის ასაკში, დიდი ალბათობით, გაგიჩნდებათ მეტი სექსუალური აზრები და სურვილები. შესაძლოა, მიგიზიდოთ კაცებმა, ქალებმა – აღიგზნოთ სექსუალურად. ასაკის მატებასთან ერთად, ეს შეგრძნებები ასეთი ძლიერი აღარ იქნება. ზოგიერთი ადამიანი სექსუალური დაძაბულობის მოსახსნელად მასტურბირებს და ამ გზით იკვლევს თავის სექსუალობას. ზოგიერთი უბრალოდ უცდის ამ შეგრძნებების დასრულებას. ორივე გზა სრულიად ნორმალურია.
გარდატეხის ასაკი შესაძლოა ძალიან დამაბნეველი დრო იყოს თქვენს ცხოვრებაში. ემოციები შეიძლება უკონტროლოდ გეჩვენებოდეთ – ერთ წუთში თავს ძალიან კარგად გრძნობდეთ, ხოლო მეორე წუთში – ცუდად. ეს ეტაპი, შესაძლოა, რთული იყოს, მაგრამ შეგიძლიათ, მარტო არ იყოთ. თქვენს მშობლებთან, ან უფროსებთან ლაპარაკი დაგეხმარებათ ამ გრძნობებში გარკვევაში. მშობლები, ბებია-ბაბუა, დეიდები, ბიძები, ბიძაშვილები, ძმები, დები, მასწავლებელები შესაძლოა კარგი დამხმარეები აღმოჩდნენ.
ისეთი აქტივობების პოვნა, რომლებიც გასართობი და ჯანსაღია, დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში და ენერგიის დახარჯვაში. ფიზიკური აქტივობა, წერა, მუსიკა, ხელოვნება ან მეგობრებთან ლაპარაკი კარგი საშუალებებია თქვენი ემოციების გამოსახატად.
მთარგმნელი: ანო გულიშვილი
© Planned Parenthood Federation of America Inc.
კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.