გაწევრიანდი

გაწევრიანება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ქალს, რომელიც ეთანხმება ჩვენეულ ხედვას ქალთა საკითხების შესახებ:

  •  საჭიროა ქალთა ავტონომიური მობილიზება, რაც გულისხმობს სხვადასხვა სივრცეში მხოლოდ ქალთა შეკრებასა და სხვადასხვა აქტივობას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ავტონომიურ გაძლიერებას და საწინდარია იმისა, რომ სამომავლოდ, ქალებმა ორგანიზებულად შევძლოთ ჩვენი ყოფიდან ამოზრდილი მოთხოვნების დღის წესრიგში დაყენება.
  • სოციალური და ეკონომიკური ფონი არის უპირველესი რამ, რომელიც უნდა გარდაიქმნას, ქალთა გაერთიანებამ უნდა მოითხოვოს სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის წარმოება და გახადოს სახელმწიფო სოციალურად ორიენტირებული.
  • ქალთა მოძრაობის გაძლიერებისა და პროგრესისათვის, საჭიროა სხვა რევოლუციური ხასიათის მოძრაობებთან კომუნიკაცია და კოლაბორაცია. ფემინისტი აქტივისტი უნდა ხედავდეს ქალთა ჩაგვრას და ამ ჩაგვრას უნდა ხედავდეს არა მარტო სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრიზმაში.
  • ქართულმა ფემინიზმმა უნდა იკვლიოს საქართველოში არსებული კონტექსტი, დისტანცირდეს დასავლური გამოცდილებების ბრმად გადმოღებისა თუ გაზიარებისგან და გამოავლინოს ქართველი ქალებისა და გოგონების საჭიროებები, მატერიალური და ეთიკური გამოწვევები.

ვისაც კოლექტივში გაწევრიანება სურს და ამ ხედვას, ჩამოყალიბებულ პრინციპებს იზიარებს, მოგვწერეთ მითითებულ მეილზე ან ფეისბუქ-გვერდზე.

თქვენი სახელი (სავალდებულოა)

თქვენი ელ-ფოსტა (სავალდებულოა)

სათაური

შეტყობინება