ეშმაკეულობის რწმენები და ცვლილებები წარმოების წესში – სილვია ფედერიჩი
აუცილებელია აღინიშნოს, რომ დღემდე ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები არ არსებობს. ამ გზაზე დაბრკოლებად გვესახება ის ფაქტი, რომ ალქაჯების წინააღმდეგ მიმართული ბრადლებები იმდენად გროტესკული და წარმოუდგენელია, ნებისმიერი დანაშაულისთვის არაზომიერი ჩანს. ასე განსაჯეთ – ორი საუკუნის განმავლობაში, რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში ქალებს ასამართლებდნენ, აწამებდნენ, ცოცხლად წვავდნენ ან ახრჩობდნენ. ბრალად სდებდნენ სხეულისა და სულის ეშმაკისთვის მიყიდვას, ჩვილების დახოცვას, მათი სისხლის დალევასა და ხორცისგან წამლების დამზადებას. მეზობლების სიკვდილის გამოწვევას, ნარგავების განადგურებას, შტორმების გამოწვევას და უამრავი სხვა უბედურების მოტანას. (სხვათაშორის, დღესაც, ზოგიერთი ისტორიკოსი მოგვიწოდებს დავიჯეროთ, რომ ალქაჯებზე ნადირობა გონივრული საქციელი იყო, იმდღევანდელი რწმენის კონტექსტიდან გამომდინარე) პრობლემას ისიც ემატება, რომ მსხვერპლების თვალით დანახვა არ შეგვიძლია. მათგან მხოლოდ ინკვიზიციის ძალით მოპოვებული აღიარებები შემოგვრჩა. რაოდენ კარგადაც არ უნდა ჩავეძიოთ, როგორც ეს კარლო გინზბერგმა გააკეთა, ამ აღსარებების ავთენტურობის დადგენის გზა არ არსებობს. ამასთან, შეუძლებელია ალქაჯთა განადგურება, უბრალოდ, მომხვეჭელობას მივაწეროთ, რადგან ამისთვის დიდი ჯილდო არ არსებობდა, ამოღებული ქონება კი სათვალავში არაა ჩასაგდები, რადგან დასჯილი ქალები ძალიან ღარიბები იყვნენ.
ამ მიზეზების გამო, ზოგიერთი ისტორიკოსი, მაგალითად ბრაიან ლევაკი თავს იკავებს ალქაჯებზე ნადირობასთან დაკავშირებული განმარტებითი თეორიების შემოთავაზებისგან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ლეგალური პროცედურების კერძოდან საჯარო ბრალმდებენ სისტემაში გადასვლა, რაც გვიან შუა საუკუნეებს ახასიათებს, სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალიზება, რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის გავლენა სოციალურ ცხოვრებაზე.
ასეთი აგნოსტიციზმი აუცილებელი არ არის. არც ის გვჭირდება, გადავწყვიტოთ ნამდვილად სწამდათ თუ არა ალქაჯებზე მონადირეებს ზემოთხსენებული ბრალდებებისა, თუ ეს სოციალურ რეპრესიას ემსახურებოდა. თუ ისტორიულ კონტექსტს, ბრალდებულთა სქესსა და კლასს, დასჯის ეფექტებს გავითვალისწინებთ, მაშინ დავასკვნით, რომ ალქაჯებზე ნადირობა იყო დარტყმა ქალების წინააღმდეგობაზე კაპიტალისტური ურთიერთობის გავრცელების მიმართ. ასევე, ქალების ძალაუფლებაზე, რეპროდუქციის კონტროლსა და განკურნების შესაძლებლობაზე.
ალქაჯებზე ნადირობა მნიშვნელოვანი იყო ახალი პატრიარქალური წესრიგისთვისაც, რომელშიც ქალის სხეული, შრომა, სექსუალური და რეპროდუქციული უნარები სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცა და ეკონომიკურ რესურსად იქცა.
ეს ნიშნავს, რომ მონადირეებს ნაკლებად აინტერესებდათ კონკრეტული ინდივიდების დასჯა და მეტად იყვნენ ორიენტირებულნი საზოგადო ქცევების აღმოფხვრაზე. იმ ქცევებზე, რომლებსაც აღარ ეგუებოდნენ და რომლებიც მოსახლეობის თვალში დანაშაულად იქცა.
ბრალდებები ხშირად იმ მოვლენებს ეხებოდა, რომლებიც ათწლეულებით ადრე მოხდა, ჯადოქრობა Crimen Exceptum-ს წარმოადგენდა, რაც დანაშაულის დამტკიცების გარეშე დასჯას ნიშნავს. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ნადირობის მიზანი არა აღიარებული დანაშაულები იყო, არამედ იქამდე მიღებული ჯგუფები და საქმიანობა, რომელიც ახლაა საზოგადოებიდან უნდა ამოშლილიყო, ტერორისა და კრიმინალიზების საშუალებით. ამ თვალსაზრისით, ჯადოსნობის ბრალდება იმავე ფუნქციას ასრულებდა, რასაც სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის ბრალი ჩვენს დროში. ბრალდების განუსაზღვრელობა – ის ფაქტი, რომ მისის დამტკიცება შეუძლებელი იყო – ნიშნავს, რომ ის შეიძლება მიმართული ყოფილიყო ნებისმიერი, თუნდაც ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობის მიმართაც კი.
ალქაჯებზე ნადირობის ევროპული მნიშვნელობის პირველი შეფასება, მაიკლ თოსიგთან უნდა ვეძებოთ. ის ამბობს, რომ ეშმაკეულობის იდეა წინა პლანზე იმ დროს გამოდის, როცა წარმოების ერთი გზის მეორეთი ჩანაცვლება ხდება. ამ დროს არა მარტო ცხოვრების მატერიალური პირობები იცვლება, არამედ სოციალური წესრიგის მეტაფიკიზური საძირკველიც.
ეს თეორია, თოსიგმა კოლუმბიელი მიწათმოქმედი მუშებისა და ბოლივიელი თუნუქის მომპოვებლების შესწავლის შემდეგ შეიმუშავა. ამ ორივე ქვეყანაში ფეხს იკიდებდა სავალუტო პოლიტიკა, რომელიც ხალხის თვალში სასიკვდილო და ეშმაკეული ჩანდა ძველ და ჯერ კიდევ შემორჩენილ წარმოების წესთან შედარებით. თოსიგის შესწავლილ შემთხვევებში, ეშმაკებთან თაყვანისცემის ბრალდება ღარიბებს მიემართებოდათ. მისი ასოციაცია ეშმაკსა და კომოდიფიკაციის ფორმებს შორის შეგვახსენებს, რომ ალქაჯებზე ნადირობის ფონზე სასოფლო კაპიტალიზმი ვრცელდებოდა, რომელიც ჩვეულებაზე დაფუძნებული უფლებებისა და პირველი ევროპული ინფლაციის გადნგურებას ემსახურებდა. ამან არა მხოლოდ სიღარიბის, შიმშილისა და სოციალური ცვლილებების ზრდა გამოიწვია, არამედ ძალაუფლება ახალი ,,განმაახლებლების” ხელში გადაიტანა, ვინც შიშით შეჰყურებდა პრე-კაპიტალისტურ ევროპაში გავრცელებულ ცხოვრების კომუნურ ფორმებს. ამ პროტო-კაპიტალისტური კლასის ინიციატივით, ალქაჯებზე ნადირობა ორი მიმართულებით განვითარდა – როგორც ,,პლატფორმა, რომელზეც ბევრი რწმენა და პრაქტიკა იდევნებოდა“ და როგორც იარაღი, რომელიც სოციალური და ეკონომიკური რეკონსტრუქციის მოწინააღმდეგეებს დაამარცხებდა.
ნიშანდობლივია, რომ ინგლისში, ყველაზე მეტი ალაჯის სასამართლო დაფიქსირდა ესექსში, სადაც მეთექვსმეტე საუკუნეში მიწების შემოსაზღვრა მიმდინარეობდა. იმ ბრიტანულ რეგიონებში კი, სადაც პრივატიზაცია არ იგეგმებოდა, ნადირობის შესახებ ჩანაწერები არ გვხვდება. ამის საუკეთესო მაგალითებია ირლანდია და შოტლანდიის დასავლეთ მთიანეთი, სადაც დევნის კვალი არ არის, ალბათ ამიტომაც კოლექტიური მიწის ფლობის სისტემა ჯერაც ორივეგან არსებობს. ამასობაში კი ანგლიკანიზებულ და პრივატიზებულ შოტლანდიის დაბლობებში, სადაც სამომხმარებლო მეურნეობა პრესვიტერიანული რეფორმაციის გავლენით ქრებოდა, ალქჯებზე ნადირობას 4000-მდე მსხვერპლი ჰყავდა, ქალების მთელი რაოდენობის ერთი პროცენტი. მთიანეთსა და ირლანდიაში ქალები დაცულები იყვნენ.
ის ფაქტი, რმ კაპიტალიზმის გავრცელება, მის თანდმევ ფაქტორებთან ერთად ( მიწის ექსპროპრიაცია, სოციალური განსახვავების გაღრმავება, კოლექტიური ურთიერთობების ჩამოშლა) ალქაჯებზე ნადირობაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა, იმითაც მტკიცდება, რომ მსხვერპლთა უმეტესობა ღარიბი გლეხი ქალი იყო, ხოლო ბრალმდებლები კი შეძლებულები ადამიანები და საზოგადოების პრესტიჟული წევრები, ხშირად ამ ქალების დამქირავებლები, ის ხალხი, ვინც ადგილობრივ მმართველობაში იყო ჩართული და კავშირები ჰქონდა ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც. მას შემდეგ, რაც პროცესი განვითარდა და ალქაჯების შიში (ასევე, ალქაჯობაში დადანაშაულების შიში) მოსახლეობაში გავრცელდა, უკვე მეზობლებმაც დაიწყეს ერთმანეთის დასმენა. ინგლისში, ალქაჯები ან სახელმწიფო შემწეობაზე მყოფი მოხუცი ქალები იყვნენ, ან ისინი, ვინც საკვების სათხოვნელად ქუჩაში დაეხეტებოდა. თუ გათხოვილები ივყნენ, მათი ქმრები დღიური მუშები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, ბრალდებები ძირითაად მარტო მცხოვრებ ქვრივებს ეხებოდათ. მათი სიღარიბე აღიარებებში ჩანს. ეშმაკი გაჭირვების დროს ევლინებოდათ და არწმუნებდა, რომ მომავალში გაჭირვება აღარ ექნებოდათ, თუმცა მისი მიცემული ფული ფერფლად იქცეოდა ხოლმე, რაც ალბათ მაშინდელ ჰიპერინფლაციასთან უნდა იყოს კავშირში. რაც შეეხება ალქაჯთა ეშმაკეულ დანაშაულებს, ისინი კლასობრივი ჩაგვრის მაგალითებად წარმოგვიდგება: ,,ავი თვალი”, წყევლა მათხოვრისა. იგივე კვალი შეგვიძლია დავინახოთ ქლემსფორდში, უინძორსა და ოსითში, სასამართლოს წინაშე ,,წარდგენილი” ქალების საქმეებშიც. დედა უოთერჰაუსი, რომელიც ქლემსფორდში 1566 წელს ჩამოახრჩვეს, ძალიან ღარიბი ქალი იყო. ცნობილია, რომ ის საკვებს მეზობლებს სთხოვდა. ელიზაბეთ სთაილი, დედა დეველი, დედა მარგარეთი და დედა დათონი, რომლებიც უინძორში,1579 წელს გაასამართლეს, ღარიბი ქვრივები ივყნენ. დედა მარგარეტი თავშესაფარში ცხოვრობდა და სხვებთან ერთად დადიოდა სამათხოვროდ, უარის თქმის შემთხვევაში კი შურს იძიებდა ხოლმე. ელიზაბეთ ფრენსისმა, ერთ-ერთმა ქლემსფორდელმა ალქაჯმა, შურისძიების მიზნით დაწყევლა მეზობელი და მას თავის ტკივილი მიუგზავნა. დედა სტონტონი საეჭვო ჩურჩულებდა მას შემდეგ, რაც მეზობელმა საფუარის მიცემაზე უარი უთხრა, რის გამოც მეზობლის ბავში ძალზედ ავად შეიქნა. ოსითში, 1582 წელს ჩამოხრჩობილმა ურსულა კემპმა, დაასახიჩრა ვინმე გრეისი, რადგანაც მან ყველი არ მისცა. ურსულამვე დამართა შებერილობოა აგნეს ლეთერდეილის შვილს, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა სახეხი ქვიშა არ უწილადა. ელის ნიუმენმა სასიკვდილო ჭირი დაატეხა თავს ჯონსონს, რადგან კაცმა უარი თქვა მისთვის 12 პენსის წყალობაზე. მან ასევე დასაჯა ვინმე ბათლერი, რომელმაც ხორცის ნაჭერი დაუკავა. მსგავს ისტორიებს ვხვდებით შოტლანდიაშიც, სადაც დასჯილები ღარიბი მოჯამაგირეები ივყნენ, რომლებსაც მფლობელობაში მცირე მიწა ჰქონდათ, მაგრამ თავის გატანას ძლივს ახერხებდნენ და ხშირად იწვნევდნენ მეზობლების გაღიზიანებას, რადგან ნახნავებს მათ მიწამდე სწევდნენ ან ქირის გადახდას ვერ ახერხებდნენ.
ტექსტი ნაწილია სილვია ფედერიჩის წიგნისა – “კალიბანი და გრძნეული”
მთარგმნელი: ანა კამლაძე
ქალთა მზერის ფინანსური მხარდმაჭერია – “ახალგაზრდა ფემინისტთა ფონდი ფრიდა”
ფოტოს დიზაინისთვის მადლობას ვუხდით მარიტა ყაველაშვილს