ნუ შეეცდები სოროდან ამოძრომას. თავს ვერ დააღწევ.
ავტორი: მაგდა ლვისკი
მთარგმნელი: ანა კამლაძე
1.
არსებობენ ქალები, რომლებმაც უნდა გაიღვიძონ ადრე,
რათა საჭმელი მოუმზადონ და სარეცხი დაურეცხონ ქმრებსა და შვილებს.
შემდეგ, ისინი მიდიან თავიანთი სამი სამსახურიდან ერთ-ერთში.
თუკი ვინმე შეძლებს დროის გადალახვას, ეს ქალები იქნებიან.
2.
მეჩვიდმეტე ინტერნაციონალი ახლა უკვე ოფიციალურადაა ცნობილი,
როგორც დობილების, დედამოტყნულებო!
ფემინისტური ბრძოლის აუცილებელი კატეგორიებია:
პოლიციის მანქანების ექსპროპრიაცია,
სასახლეების ფორტიფიკაცია,
ღეროვანი უჯრედების კვლევა,
შუადღის ჩაის სმა.
კრიტიკოსები მას მაოისტების თანამოაზრედ რაცხავენ. ნუთუ ასეა?
,,მე მაოისტების თანამოაზრე ვარ,’’ აცხადებს ქალი.
3.
როდესაც გვგონია, რომ პასუხი არის:
ყავა, ღვინის სმა, კარგი ტყნაური, ფოთლოვანი მწვანილეული, გაჭიმვები, სიმშვიდე,
ცოტა ნაღდი ფული, ძილი, ფსიქიატრი, წვეულება, კბილის ჩოთქი, ტირილი
სინამდვილეში, ჩვენ გვინდა ბოთლის ბოლომდე ავსება და ალის გაჩაღება
მართებული ადგილი მიუჩინეთ თქვენს ჰერმანევტიკას, დებო.
4.
კომუნიზმის სააშკარაოზე გამოტანის პროცესი წააგავს
მხილებას მკვლელი ქალისა,
რომელიც დანაშაულს ეროტიულად და გულგრილად სჩადის.
სექსუალობა, სინელე, კანკალი
მუხლებზე ებღაუჭება თითქმის ყველა პროლეტარს.
5.
,,პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ემოციურად ზედმეტად დაშორებულნი ვართ,’’ თქვა კაცმა.
,,ჩვენ გვჭირდება ოდნავ უფრო მეტად ემოციურები გავხდეთ. ჩვენ კედელი გვაქვს აღმართული. ჩვენ ერთმანეთს უფრო უნდა შევუკავშირდეთ.’’
6.
,,ნეგრიევის ანგელოზების შემქმნელები’’ იყო ქალების ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობდნენ უნგრეთის სოფელში და რომლებმაც 1914-1929 წლებში სასიკვდილოდ მოწამლეს დაახლოებით 300 ქმარი, შვილები და ოჯახის წევრები. ირონიით აღნიშნულ იქნა, რომ ამ ქალების მომხრეებიც კი ვერ იაზრებდნენ მათი არგუმენტების სიმძიმეს.
7.
შურით სავსე მოსწავლე გოგონას სიმკვირცხლე
დაზვერვითი გამოხედვა, გაზომვითი მზერა
ყელზე მიბჯენილი დანები თუ ყელზე კოცნები?
მგლები დაძრწიან, რათა სხვა მგლები დაკბინონ.
როდესაც ომი კახპასა და მამიკოს გოგოს შორის
ხელს უშლის ომს კაცების წინააღმდეგ
ეს დობილობის ლიმიტია.
8.
კოლექტიური თვითრეფლექსიის დოზის შემოთავაზების, შეცდომების ანალიზის ნაცვლად არსებობს თვითკრიტიკა,
რომელიც ფუნქციონირებს, როგორც სსრკ-ს ლიდერებს შორის არსებული შიდაპარტიული ბრძოლის მექანიზმი.
ცნობიერების ამაღლების ჯგუფები მაოისტური თვითკრიტიკულობის განგრძობითად ქცევის გზას ადგანან
,,შენ მასთან იწექი იმიტომ, რომ მან თავი ძლიერად გაგრძნობინა. აღიარე!’’
,,დიახ, ეს მართალია. მე არ მწამს საკუთარი იდეების, თუკი ის მათ არ ეთანხმება. შემიბრალეთ.’’
,,დავინახე, რომ ის მოკლე, ვარდისფერი ქვედაბოლო გეცვა. განა ჩვენ არ ავკრძალეთ ვარდისფერი და კანჭების გამოჩენა?’’
,,მე მისი ყურადღების მიპყრობას ვცდილობდი. მოვინანიებ.’’
9.
როდესაც დავბერდები, ვიქნები კუდიანი,
რომელიც ბავშვებს კუწავს და მათ პიკანტური ღვეზელის შიგთავსად იყენებს.
მზარეულობით ტკბობა,
გეი სექსით ტკბობა
მარქსისტული ფემინიზმით ტკბობაა.
10.
მე ვარ ქალი და მე მარტო ვარ.