VII თავი

ქალიშვილი ეწოდება ვინმეს, ვისაც არასდროს ჰქონია სექსი. თუმცა ადამიანები ,,სექსს” და ,,ქალიშვილობის დაკარგვას” სხვადასხვა გზებით განმარტავენ.

7.1 რას ნიშნავს იყო ქალიშვილი?

როგორც ავღნიშნეთ, ქალიშვილი ეწოდება ადამიანს, ვისაც არასდროს ჰქონია სექსი. თუმცა ყველაფერი ისე მარტივი არაა, როგორც ჩანს. ეს იმიტომ, რომ ,,სექსი” სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს, ამიტომაც ქალიშვილობაც შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს გაგებული.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პენისით ვაგინის პენეტრაცია  არის ქალიშვილობის დაკარგვის ერთადერთი        გზა. თუმცა ეს  განმარტება უამრავ ადამიანს და სხვადასხვა ტიპის სექსს უგულებელყოფს. ზოგიერთ ადამიანს არ აქვს სექსი ამგვარად, თუმცა აქვთ სხვა ტიპის (ორალური, ანალური) და შესაძლოა, ისინი თავიანთ თავს ქალიშვილებად არ აღიქვამდნენ. ასევე არსებობენ ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები ან პანსექსუალები, ვისაც  არასდროს  ჰქონიათ ვაგინალური პენეტრაცია. ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ გაუპატიურება და სექსუალური თავდასხმა სექსი არაა – აქტი ,,სექსად” შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ორივე პარტნიორის თანხმობის შემდგომ. ამიტომაც, თუ ვინმეს პირველ ჯერზე დააძალეს ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსი, შესაძლოა ეს არ იყოს ,,ქალიშვილობის დაკარგვა”.

შეჯამებისთვის: ,,ქალიშვილობის დაკარგვის” განმარტება რთულია, ამიტომაც რეალურად შენზეა დამოკიდებული, თუ რას დაუჯერებ. ზოგიერთი ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს რას ნიშნავს ,,ქალიშვილობა”. ნერვიულობა იმაზე, ქალიშვილი ხარ თუ არა, ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას ფიქრობ შენს სექსუალურ გამოცდილებებზე. კითხე შენს თავს, ხარ თუ არა ბედნიერი შენი სექსუალური გამოცდილებით?

7.2 რა არის აპკი?

აპკი არის თხელი, მემბრანული წარმონაქმნი, რომელიც შენი ვაგინის შესასვლელში მდებარეობს. აპკის თაობაზე საზოგადოებაში დიდი დაბნეულობა არსებობს. უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ აპკი სრულად ფარავს ვაგინის შესასვლელს, თუმცა, ჩვეულებრივ, ეს ასე არაა. ძირითადად, აპკს ბუნებრივად გააჩნია საკმარისად დიდი ნახვრეტი მენსტრუაციული სისხლის გამოსაშვებად და ტამპონების კომფორტულად ხმარებისთვის. ზოგიერთი ადამიანი ისეთი პატარა აპკის ქსოვილით იბადება, რომ ჩანს, თითქოს აპკი საერთოდ არ ჰქონდეთ. იშვიათ შემთხვევებში, აპკი მთლიანად ფარავს ვაგინის შესასვლელს, ან ნახვრეტი აპკში ძალიან პატარაა – მათ შესაძლოა დასჭირდეთ ექიმის კონსულტაცია ან მცირე პროცედურა ზედმეტი ქსოვილის მოსაშორებლად. ჩვენი სხეულის სხვა ნაწილების მსგავსად, აპკებიც ინდივიდუალურია.

შენი აპკი იწელება პირველი ვაგინალური სექსის დროს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ან სისხლის ღვრა. მაგრამ ეს არ ხდება ყველასთვის. ასევე, არსებობს სხვადასხვა გზები აპკის გაწელვისთვის: ველოსიპედის ტარება, სპორტი, ან ვაგინაში რაიმეს შედება (მაგ: ტამპონი, თითები ან სექს სათამაშო).

7.3 ნიშნავს თუ არა აპკის ქონა ქალიშვილობას?

ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ქალიშვილობას კარგავ მაშინ, რდოესაც შენი აპკი გაწელილია. მაგრამ აპკის ქონა და ქალიშვილობა ერთი და იგივე რამ არაა. ზოგიერთი ქალი იბადება აპკით, რომელიც ბუნებრივად ღიაა. ასევე, სექსის გარდა,  უამრავ  სხვა აქტივობას შეუძლია აპკის გაწელვა. ამიტომაც, შეუძლებელია ითქვას, ვინმეს ჰქონდა თუ არა სექსი აპკის შესახედაობით და შეგრძნებით.

7.4 რა არის ქალიშვილობის დაკარგვის საშუალო ასაკი?

დასავლეთში ადამიანებისთვის პირველად სექსის ქონის საშუალო ასაკი 17 წელია. ხანდახან, შესაძლოა ჩანდეს, რომ სკოლაში ყველა ,,შვება ამას”, მაგრამ ეს მართალი არაა. დამამთავრებელი სკოლის მიახლოებით ნახევარს       აქვს  ვაგინალური სექსი.  თინეიჯერების უმრავლესობას კი ვისაც ჰქონია, ამას ხშირად არ იმეორებს. პირველად სექსის ქონა დიდი და ძალიან პირადული გადაწყვეტილებაა. ხალხი სხვადასხვა რამეზე ფიქრობს: რელიგიაზე, მორალურ ღირებულებებზე, ოჯახზე, სურვილზე, სიყვარულსა და ურთიერთობებზე. რაც არ უნდა იყოს შენი მიზეზი, მნიშვნელოვანია დაიცადო, სანამ არ იქნები დარწმუნებული, რომ მზად ხარ.

იმ თინეიჯერების უმრავლესობა, ვისაც სექსი ჰქონია, ამბობენ, რომ სჯობდა დაეცადათ. თუ უკვე დაიწყე აქტიური სექსუალური ცხოვრება და გინდა გაჩერება, ეს ნორმალურია – ის, რომ სექსი გქონდა, არ ნიშნავს რომ ეს აუცილებლად რეგულარულად უნდა გააკეთო.

ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეიკავონ თავი სექსისგან, ზოგიერთი კი ირჩევს, რომ არასდროს არ ჰქონდეს სექსი – ესეც ნორმალურია. სცადე არ ინერვიულო იმაზე, თუ რას აკეთებენ სხვები. ქალიშვილობის დაკარგვა არ არის დიდად მნიშვნელოვანი, თუ დარწმუნებული ხარ, რომ  შენ და შენი პარტნიორი მზად ხართ ამისთვის. თუ სექსი მხოლოდ იმიტომ გაქვს, რომ მოერგო გარკვეული ადამიანების წრეს, სავარაუდოდ ეს არ იქნება კარგი გამოცდილება. უკეთესია რომ მოიცადო, სანამ ბოლომდე მზად არ იქნები და მოემზადო შესაძლო შედეგებისთვის (ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები).

© Planned Parenthood Federation of America Inc. 

კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.