Ქალთა მზერა ესაუბრა რამოდენიმე აქტივისტსა და მედია მუშაკს პოსტსაპჭოთა სივრცეში, ჩვენი მიზანია გავიგოთ თუ როგორ მოქმედებდა “აგენტების კანონით” რუსეთის სახელმწიფო, რა უძღოდა ამ პროცესს წინ და როგორ ცდილობს რუსეთი გავლენა იქონიოს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებაზე და პოლიტიკურ აქტივიზმზე მსგავსი კანონების მეშვეობით პოსტსაბჭოთა სივრცეში.

Მარგარიტა ფილიპოვა 39 წლის ჟურნალისტია, დაიბადა მოსკოვში. Მუშაობს ორგანიზაცია “მედიაზონაში” და “Open Russia”-ში. “მედიაზონა” 2014 წელს დაარსდა რუსეთში და აღიარებულია როგორც “უცხოელი აგენტი”, ხოლო “Open Russia” დაიხურა “არასასურველი ორგანიზაციის” სტატუსის გამო. Მარგარიტა უკვე 6 წელია ამერიკაში ცხოვრობს.

ამჟამინდელი მდგომარეობით ზუსტად როგორ მოქმედებს რუსეთში კანონი “უცხოელი აგენტების” შეახებ?

კანონი “უცხოელის აგენტების შესახებ” რუსეთში 2012 წელს იქნა მიღებული. კანონის მიხედვით ორგანიზაციები და ინდივიდები რომლებიც თანხას უცხოეთიდან იღებენ და რუსეთში პოლიტიკურად და სოციალურად ოპერირებენ სპეციალურ რეესტრში ხვდებიან რომლესაც “უცხოელი აგენტების რეესტრი” ეწოდება. Ბევრი ორგანიზაცია რომელიც ამ რეესტრში მოხვდა დღემდე დაობს მათი ამ სიაში ყოფნის მიზეზებზე, ორგანიზაციების უმეტესობა უარყოფს რომ მათი აქტივობები პოლიტიკურია, ნაწილი ამბობს რომ მათი დაფინანსება არ ხდება უცხო ქვეყნიდან. Მთავარი პოლიტიკური მოვლენა რამაც ეს სიტუაცია განაპირობა ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებაში მოსვლაა.

ამ მომენტისთვის რუსეთში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი თუ ბლოგერი (პრო-სახელისუფლებო პროპაგანდის გამვრცელებლების გარდა) რომელიც არ გამხდარა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. Მე ვარ ერთადერთი რომელმაც თავი აარიდა ამას, რუსეთიდან წასვლით.

Რომელ კონკრეტულ შემთხვევებს გაიხსენებ რომლებიც ბოლო ხანებში მოხდა?

Მაგალითად, 2023 წლის 1 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტრომ “Novaya Gazeta”-ს მთავარი რედაქტორი და ნობელის პრემიის მფლობელი დიმიტრი მურატოვი შეიყვანა “უცხოელ აგენტთა” სიაში. განახლებულ სიაში ასევე აღმოჩნდნენ პეტერბურგის აღმსრულებელი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მაქსიმ რეზნიკი, კომიკოსი რუსლან ბელი, ეკონომისტი კონსტანტინ სონინი, ჟურნალისტები დენის კატაევი და ქსენია ლარინა, ჩეჩენი ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი, ვორონეჟის ოპოზიციის ლიდერი ევგენი კარპოვი, მწერალი ოლერ რეძინკსი და ომის მოწინააღმდეგე მოძრაობა “New Tyva”.
იუსტიციის სამინისტრო განახლებულ “აგენტების სიას” ყოველ პარასკევ საღამოს აქვეყნებს.

Რა გავლენას ახდენს ეს კანონი როგორც ინდივიდუალურ აქტივისტებზე ისე ორგანიზაციებზე ?

Ჩემს მთლიან რედაქციას (მედიაზონას და “Open Russia-ს”) მოუწია რუსეთის დატოვება. ვფიქრობ ინდივიდუალური აქტივისტებისთვის ეს გარემო უფრო მძიმეა. “უცხოელ აგენტებად” აღიარებულ ადამიანებს უწევთ ონლაინ სივრცეში ნებისმიერი განცხადების, სტატუსის და პასუხის მონიშვნა როგორც “უცხოელი აგენტის” მიერ გაკეთებულის, გამარჯობის თქმის ან ვინმესთვის პასუხის დაწერის დროსაც კი. თუ ამ მონიშნვას არ გააკეთებ გაჯარიმებენ. პროტოკოლი მოიცავს “უცხოელი აგენტების” მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის საბანკო ანგარიშების და ამონაწერების მიწოდების ვალდებულას, რისი არშესრულების შემთხვევაშიც დგება ოქმი.

რა წარმოადგენს ყველაზე დიდ სირთულეს ამ კონტექსტში ?

თუ რუსეთში ცხოვრობ და ან იმ ტერიტორიაზე სადაც ეს კანონები მოქმედებს, უკეთესია თუ უცხოურ ანგარიშებსა და ბარათებს არ გამოიყენებ, მაგალითად, ჩემს მშობლებს მცირე ოდენობის თანხასაც კი ვერ ვურიცხავ ამერიკიდან რადგან საფრთხეში არ ჩავაგდო და ზეწოლის მსხვერპლნი არ გახდნენ.

უშუალოდ Რომელი სახელმწიფო სტრუქტურები ახორციელებენ ამ კანონების იმპლემენტაციას და რა ინსტრუმენტებით ?

Სახელმწიფო არის მთავარი მოქმედი სუბიექტი, იუსტიციის სამინისტრო და “როსკომნადზორი” კი ორი სახელმწიფო ინსტიტუცია რომელიც სახელმწიფოს ნებას აღასრულებს, ავლენს “უცხოელ აგენტებს” და ახორციელებს მათზე ზეწოლას.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რას ფიქრობ ?

ვფიქრობ რომ რუსეთს ძალიან უნდა საქართველოში ამ კანონის შემოტანა, ეს ძალიან კარგ იდეად მიაჩნია რუსულ პოლიტიკურ ელიტას, ამიტომ მგონია რომ ამ კანონის შემოტანას ისევ ეცდებიან.

ჩეჩნეთზე რა გავლენას ახდენს ეს კანონები ?

Ჩეჩნეთის სიტუაციას რაც შეეხება, ეს კანონი იქ განსაკუთრებით მძაფრად მოქმედებს. ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანები იქ ისედაც საფრთხის და ზეწოლის ქვეშ არიან. Რესპუბლიკის ლიდერები არ აძლევენ ორგანიზაციებს ფინანსების მოპოვების საშუალებას, მათი ერთადერთი არსებობიბს წყარო კი უცხორი დონაციებია. ლგბტ საზოგადოების მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში კატასტროფულია, წამება, მკვლელობა, “გამოსასწორებელი” ბანაკები. იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მსხვერპლები ახერხებენ ევროპაში ან ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოძებნას, კადიროვის ხალხი მათ მაინც პოულობს და უსწორდება. ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ როგორც ლგბტ თემის წარმომადგენლები ისე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანები რომლებსაც ხშირად თვითონ ოჯახები გადასცემენ პოლიციას.

თუ შეგიძლია რომ ზუსტად განმარტო კანონის მოქმედების მექანიზმი

Მთავარი მიზანი ამ კანონის შემოღებისა იყო ყველა შესაძლებელი მეთოდით იმ ორგანიზაციების, ჟურნალისტების და აქტივისტების გაჩუმება რომელბიც ადამიანის უფლებებზე მუშაობდნენ. Რთულია ამ კანონის ლეგალური ჩარჩოს განმარტვა რადგან, იუსტიციის სამინისტროს გვერდზე განთავსებულ ამ კანონს იუსტიციის სამინისტრო ისე ცვლის და იმპლემენტირებს როგორც თვითონ უნდა.

რა გზას მიმართავენ ოპრესირებულები თავის დასაცავად ?

ერთადერთი გზა რომელიც რჩება რუსეთიდან წასვლაა, ეს ერთადერთი გზაა თავის დასაცავად, ან მუდმივი სასამართლოები, რომლის შედეგაც ბოლოს მაინც ციხეში დაასრულებ. Მთავარი ორგანიზაცია რომელიც ამ თემაზე მუშაობს და დაზარალებულებს ეხმარება არის “Agora”.

ეს რეპრესიები ოდესმე მედიის საშუალებით შუქდება ?

Მედიაში ინფორმაცია რეპრესიების შესახებ არ არის, ისინი ვინც სიმართლეს ამბობენ ჯარიმდებიან, “უცხოელი აგენტების” სიაში შეყავთ და თავად ხდებიან ოპრესიების მსხვერპლნი.

საბოლოო ჯამში როგორ იმოქმედა ამ კანონმა და რეპრესიებმა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებაზე ?

ორგანიზაციების დიდი ნაწილი ევროპიდან ან პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ოპერირებს, ეს საკმაოდ სახიფათოა რუსეთში დარჩენილი უფლებადამცველებისთვის თუმცა საფრთხის შემთხვევაში მათი ევაკუაცია უფრო ადვილი ხდება.
Ჩემი აზრით ამ კანონის მიღებამდეც ძალიან უჭირდათ უფლედამცველებს რუსეთში მუშაობა რადგან რუსეთში ადამიანის უფლებები არც ამ კანონამდე არსებობდა.

დარჩნენ რუსეთში ადამიანები რომლებიც კვლავაც ებრძვიან სისტემას ?

დარჩნენ ადამიანები და ისინი აგრძელებენ ინდივიდუალრ დემონსტრაციებზე სიარულს, მასობრივი პროტესტები აკრძალულია, დემონსტრაციების შესახებ წერა აკრძალულია, ყველა ჯარიმდება და რამოდენიმე საათის იზოლატორში გატარება უწევთ. ამის საპასუხოდ “მედიაზონა” და სხვა მედია ორგანიზაციები თანხებს ამობილიზებენ ოპრესირებულების დასახმარებლად.

სამომავლოდ როგორ ხედავ რუსეთში ორგანიზაციების მუშაობის პერსპექტივას ?

Სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება.

Პროექტს ყველაფერი “უცხოელი აგენტების” შესახებ ქალთა მზერა ახორციელებს ფონდ “MamaCash”ის მხარდაჭერით.