რა ხდება პირველი სექსუალური აქტის დროს?
VIII თავი
ყველას ,,პირველი” განსხვავებულია. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, არის კონტრაცეპტივების და პრეზერვატივების ქონა ორსულობის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან თავის ასაცილებლად.
8.1 მტკივნეულია თუ არა ქალიშვილობის დაკარგვა?
ვაგინალური სექსი პირველ ჯერზე შესაძლოა მტკივნეული იყოს, ან სასიამოვნო, ან ორივე ერთად. შესაძლოა მოყვეს სისხლდენაც პენისის ან თითების პენეტრაციისას ვაგინაში, თუმცა ეს ყველასთვის ასე არაა. ზოგიერთ ქალს ბუნებრივად გააჩნია უფრო მეტი აპკის ქსოვილი ვიდრე სხვებს – ტკივილი და სისხლდენა შესაძლოა მოხდეს ასეთი აპკის გაწელვისას.
თუ ტკივილი და სისხლდენა არ მოიკლებს პირველი ვაგინალური აქტის შემდგომ, შეგიძლია ნელ-ნელა გაწელო შენი აპკის ქსოვილი თითებით, რათა შემდგომში პენეტრაცია ნაკლებად მტკივნეული იყოს. იშვიათ შემთხვევებში, ქალებს სჭირდებათ ექიმთან მისვლა და აპკის გასახსნელად მცირე სამედიცინო ჩარევა. თუ აპკზე ნერვიულობთ ან სექსის დროს ტკივილი არ გაგივლით, მიმართეთ ექიმს.
ტკივილი და გაღიზიანება ვაგინალური სექსის დროს შესაძლოა ვაგინის არასათანადო ლუბრიკაციამ გამოიწვიოს. სავსებით ნორმალურია, რომ არ გქონდეს ბევრი სისველე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე გჭირს შენ ან შენს პარტნიორს. ლუბრიკანტის გამოყენებას შეუძლია სექსი უფრო კომფორტული გახადოს. ასევე შესაძლოა პრელუდიის გახანგრძლივებაც ვაგინალურ პენეტრაციამდე. მამაკაცებისთვის ვაგინის პენეტრაცია, ჩვეულებრივ, მტკივნეული არაა. ხანდახან ხახუნმა სექსის დროს შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება პენისზე, მაგრამ ლუბრიკანტის გამოყენება დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში. თუ სექსის დროს პენისის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ანალური სექსი შესაძლოა მტკივნეული იყოს პირველ ჯერზე (ან ყოველ ჯერზე) ლუბრიკანტის გამოყენების კარეშე. კანი ანუსსა და სწორ ნაწლავზე ფაქიზია, და არ გამოიყოფა ბუნებრივი ლუბრიკანტი, როგორც ეს ვაგინის შემთხვევაშია. ამიტომაც, ლუბრიკანტის გამოყენება ამცირებს ხახუნს, რაც თავიდან აგაცილებთ ტკივილს და გაღიზიანებას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აქტის დროს რელაქსაცია.
ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონს ანალური სექსი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იცავდნენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ წესს – ეს ძალიან ნორმალურია.
არავის არ უნდა ჰქონდეს ისეთი სექსი, რომელიც არაკომფორტული ან მტკივნეულია. თუ რაიმე გტკივათ, გაჩერდით. ნებისმიერი ტიპის სექსის დროს თუ ტკივილი რეგულარულია, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს.
8.2 შეიძლება თუ არა დაორსულდე ქალიშვილობის დაკარგვისას?
დიახ! როგორც კი სპერმა ან სითხე, რომელიც გამოიყოფა ეაკულაციამდე, შეაღწევს ვაგინაში, შესაძლოა დაორსულდე – არ აქვს მნიშვნელობა პირველი ჯერია, თუ მეასე. დაორსულება შესაძლებელია, თუ სპერმა მოხვდება თქვენს ვულვაზე, ან ვულვასთან (გარე გენიტალია), ან თითებზე არსებული სპერმით, თუ თითები ეხება თქვენს ვულვას ან ვაგინას. დაიმახსოვრეთ: მცირე ოდენობის სპერმას შეუძლია ორსულობის გამოწვევა.
ამიტომაც ადამიანები იყენებენ კონტრაცეპტივებსა და პრეზერვატივებს სექსუალური აქტის დროს. კონტრაცეპტივის გამოყენება ყველაზე კარგი გზაა ორსულობისგან თავის დასაცავად. პრეზერვატივის დამატება განიჭებთ დამატებით დაცვას და ასევე გიცავთ სექსუალურად გადამდები დაავადებებისგან.
8.3 შეიძლება თუ არა, რომ პენისი არ შეეტიოს ვაგინაში?
შესაძლოა, თუმცა იშვიათია. ვაგინა ძალიან წელვადია. ვაგინების უმეტესობა 8-დან 18 სმ სიგრძისაა. სექსის, ან მშობიარობის დროს კი შესაძლოა უფრო მეტად გაიწელოს. თუმცა იშვიათად, ზოგიერთი პენისი კომფორტულად ვერ ეტევა ზოგ ვაგინაში.
თუ პენისი ღრმადაა ვაგინაში და საშვილოსნოს ყელს ან სხვა არეას ხვდება, შესაძლოა ეს არაკომფორტული, ან მტკივნეული იყოს. ამის აცილება შესაძლებელია პოზიციების ცვლით, დინჯი ქმედებებით, ან პარტნიორთან შეთანხმებით, არ შევიდეს ღრმად.
© Planned Parenthood Federation of America Inc.
კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.