უფასო გინეკოლოგიური მომსახურება

 

პროექტის შესახებ

 

“ქალთა მზერა”  ფონდ “Grand Challenges Canada-ს” მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “იზრუნე შენზე”.

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ  მიზანს თავიდანვე წარმოადგენდა ახალგაზრდა ქალების სექსუალურ და რეპროდუქციულ საკითხებზე მუშაობა.ნათელია, რომ დღესდღეობით საქართველოს ჯანდაცვის პირობებში არსებული საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი არ ფარავს საჭირო გინეკოლოგიურ მომსახურებებს. არსებული მომსახურება ძვირია ან ხშირია ექიმების მხრიდან არაეთიკური დამოკიდებულება.

ჩვენი პროექტის ფარგლებში, ასობით ქალს მიეცემა საშუალება უფასოდ გაიაროს კონსულტაცია ექიმთან და ჩაიტაროს საჭირო გინეკოლოგიური გამოკვლევები .

პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვალიდური და ხელმისაწვდომი ცოდნის წარმოება ქართულ ენაზე.

მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ 16-25 წლამდე ქალებს. პრიორიტეტი მინეიჭება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონეებს.

ინდივიდისთვის გაწეული კონსულტაცია და ჩატარებული გამოკვლევები ერთჯერადი სახისაა. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებლებელი იქნება ქალთა მზერის Facebook გვერდზე და საიტზე ყოველი თვის პირველ რიცხვში.

 

პროექტში ჩასართავად შეავსეთ ფორმა

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

email: womensgaze@gmail.com

Tel:+995 599 809 778