ფალოცენტრიზმი მედიცინაში და არამარტო – თამარ ფონიავა
ენდომეტრიოზი იმ ღამეულ მონსტრს ჰგავს, რომელიც არავინ იცის საიდან ან როდის გამოჩნდება ქალის ცხოვრებაში. მის შესახებ არ საუბრობენ, როგორც ლორდ ვოლდემორტზე; მოულოდნელად, არსაიდან გამოჩნდება, მტკივნეულ კლანჭებს ჩაგავლებს და მშვიდობით ნორმალურო ცხოვრებავ, სამუდამოდ. სახელიც როგორი შემზარავი აქვს-ენდომეტრიოზი. რაც უფრო ხშირად ვიმეორებ მით უფრო მეზიზღება. უძველესი წყევლასავითაა. მაგრამ ამ შემთხვევაში ლამაზი პრინცის კოცნა ვერ გადაგარჩენთ, პრინციპში ვერაფერი გადაგარჩენთ, რადგან წამალი არ არსებობს.
სტატისტიკის თანახმად ყოველი მეათე ქალი ენდომეტრიოზით ავადდება, ენდომეტრიოზი გინეკოლოგიური დაავადებაა: საშვილოსნოში ჩნება წამონაზარდები (კისტები), გამოიხატება მტკივნეული მენსტრუაციითა და ტკივილით სექსის დროს. აქვს რამოდენიმე ეტაპი და უმეტეს შემთხვევაში ქალები ბოლო ეტაპზე იგებენ, რომ თურმე ენდომეტრიოზი ჰქონიათ („სიურპრიზიი!“). არ არსებობს წამალი ენდომეტრიოზისთვის (ქორნიკული დაავადებაა), მხოლოდ ძალიან ძვირიანი ჰორმონალური ტაბლეტები.
ჰოდა ასე, ქალები, რომლებიც ენდომეტრიოზმა დაატყვევა დროთაგანმავლობაში იდენტობასაც იცვლიან: მემარცხენე ქალების ნაცვლად ენდომეტრიოზიანი მემარცხენე ქალები, ვეგეტარიანელი ქალების ნაცვლად ენდომეტრიოზიანი ვეგეტარიანელი ქალები, რადიკალი ფემინისტები ქალების ნაცვლად ენდომეტრიოზიანი რადიკალი ფემინისტი ქალები ხდებიან. ეს დაავადება იმდენად ცვლის ქალის ცხოვრებას, რომ შეშინებული ქმრები, პარტნიორები, მეგობარი გოგონები ენდომეტრიოზიანი ქალების ცხოვრებიდან სინათლის სიჩქარით ორთქლდებიან და ტოვებენ ტკივლს მარტოობის, ქრონიკულ მენსტრუალურ ტკივილებს, უშვილობას, ქირურგიულ ოპერაციებს, ტკივილგამაყუჩებლებს, არასრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას…
დაავადებები, რომლებიც ეხება ვაგინას არასდროს გამოკვლეულა ნორმალურად. მენსტრუაციული ტკვილები ბუნებრივ მოვლენად აღიქმება, ქალები რომლებიც მტკივნეულ მესტრუაციაზე ხმას აღიმაღლებენ-დრამა ქუინებად, ისტერიკა ქალებად. კაცების სამყაროში ვაგინით მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან, როცა ის სიამოვნების ობიექტია; სხვაგვარად როგორ გავიგოთ, როდესაც საუკუნეა ენდომეტრიოზი აღმოაჩინეს და დღესაც კი არ გვაქვს წამლები?! არ გვაქვს კვლევები! მაშინ როდესაც მილიონობით ქალი იტანჯება ამ დაავადებისგან, არც ერთი სამედიცინო კომპანია არ იწყებს კვლევას. არის თუ არა ეს იგნორი? სიმსივნე განკურნებადია, ებოლას ვირუსის ვაქცინა გამოგონებულია… და რა გახდა ენდომეტრიოზი? სამედიცინო სამყარო თვალს ხუჭავს ქალურ დაავადებებზე. ენდომეტრიოზის საკვლევად ხუთ მილიონ ევროს ითხოვენ, მაგრამ პასუხად ვიღებთ სიჩუმეს, თავის ოდნავ გადაქნევასა და „ნწ ნწ“-ს. ამ თვალისარიდებისა და იგნორის ფონზე კი ტარდება კვლევა თუ რა გავლენას ახდენს ენდომეტრიოზიან ქალთან ცხოვრება კაცზე. (სერიოზულად, რა ჯანდაბა სჭირს ამ ხალხს?!!), გამოდის რომ თუ პენისი არ ურევია საქმეში ან კაცის გენეტალიები ან კაცის ტკივილები მეცნიერები არაფრისდიდებით არ დაიწყებენ კვლევებს.
ქალის ტკივილების სერიოზულად არ ღქმა სათავეა ამ პრობლემის. არსებობს მოსაზრება, რომ ქალები წიკვინა და დრამატული არსებები არიან, შესაბამისად ქალები ტკივილს აზვიადებენ, სცენებს აწყობენ, რათა ყურადღება მიიქციონ. ამიტომაც არის მენსტრუაციის ტკივლის დათმენას რომ გვასწავლიან. გვეუბნებიან მოვითმინოთ, როცა პლასტმასის უხეში ნივთი ვაგინაში გვაქვს შეთხრილი გინეკოლოგიური კვლევის დროს, ან როცა მშობიარობ და რკინის უცხოპლანეტური ხელსაწყოებით არაადამიანურ ქმედებებს ჩადიან შენს ვაგინაში, ან როცა გამოუცდელი ან ეგოისტი მამაკაცი პარტნიორი გეუბნება რომ ტკივილი ნორმალურია, რომ უნდა მოითმინო… (მენსფლეინინგი ლოგინში). მოთმენა და ტკვილი ქალური ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევა. ამიტომაც აღიზიანებთ ალბათ ფამინისტები, ჩვენ ხომ არც ვითმენთ და ვერც იმას ვეგუებით, როდესაც გვასწავლიან რა უნდა გვეტკინოს და რა არა.
პრობლემა ასევე კაპიტალიზმი და კომპანიებია, რომლებიც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად აწარმოებენ კვლევებს და ყიდიან წამლებს. წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ქართულ ბაზარზე მხოლოდ Bayer ის მიერ წარმოებული წამალი „ვიზანა“ იყიდება. 177 ლარი ღირს. ღარიბი ქალები განწირულნი არიან ტანჯვისა და ოპერაციებისთვის. საუკუნის განმავლობაში ერთადერთი რაც მედიცინამ მოგვცა უბადრუკი ვიზანას აბებია და ისიც კი ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი არ არის (აქ კი ირონიული ჩაცინება). ღარიბი კლასის ქალებო დაე იტანჯეთ იმის გამო რომ გშიათ, იმის გამო რომ დღედაღამ მუშაობთ და იმის გამო რომ ვაგინები გაგაჩნიათ!
აბა საქმე ეხებოდეს პროსტატას?! საქმე ეხებოდეს იმპოტენციას??! რამდენი კვლევა არსებობს პენისებზე და მის დაავადებებზე? რამდენნაირი კომპანია ყიდის აურაცხელი რაოდენობის წამლებს?
ერთი წამით შეეცადეთ რომ წარმოიდგინოთ. ოცდამეერთე საუკუნე. მარსის კოლონიზება. ტექნოლოგიების ერა. მოლაპარაკე რობოტები. ამ დროს რაღაც ძალით, ქალის საშვილოსნოში გამოუსადეგარი უჯრედები იზრდებიან არავინ იცის რატომ და რისთვის. არავინ იცის როგორ ამოძირკვონ ისინი საშვილოსნოდან სამუდამოდ. ამ დროს გზააბნეული შარლატანი, რომ მოვიდეს და გითხრას „ სავსე მთვარის დროს, აქლების ქუსლი, ყვავის ფრთა და ზღვის მონსტრის გული ერთად შეწვი, შეჭამე და განიკურნები“, ამასაც დაიჯერებ. მედიცინა კი ალბათ კიდევ დიდხანს გააგძლებს თავის საქმიანობას ცალთვალგახელით და თავისმოკატუნებით, თითქოს არც ვარსებობდეთ. სამაგიეროდ ვაგინებით ფულს იშოვიან პორნოგრფიის მამები, დედები მესამე შვილს გაუჩენენ საგვარეოლოს, ქალები სიამოვნებას მიანიჭებენ კაცებს, და არავინ გაიხსენებს იმ ქალებს, რომელთა ვაგინები ტკივილის წყაროა, რომელებსაც არაფერი დაუშავებიათ გარდა იმისა, რომ ამ პატრიარქალურ გაურკვევლობაში მოხვდნენ, სადაც ვაგინებს არასერიოზულად აღიქვამენ, იმდენად არასერიოზულად, რომ სამედიცინო გამოკვლევების დაწყებაც კი არ აფიქრდებათ.
P.S კლიტორის შესახებაც ახლახანს არ გავიგეთ სიმართლე?