VI თავი

არსებობს სხვადასხვა სახის სექსი – თუმცა ყველანაირი ტიპის სქესობრივი ქმედებისას საჭიროა კარგი კომუნიკაცია და თანხმობა ორივე მხრიდან. სექსმა შეიძლება გამოიწვიოს ორსულობა და/ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მაგრამ არსებობს თავდაცვის გზებიც.

6.1 რა არის სექსი?

ადამიანები ,,სექსს” სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ,,სექსი” მხოლოდ პენისით ვაგინის პენეტრაციაა, მაგრამ ეს არ არის სიმართლე.

სხვადასხვა ტიპის სექსი მოიცავს:

  • ვაგინალური სექსს (პენისით ვაგინის პენეტრაცია).
  • ორალური სექსს (პირით გენიტალიაზე კონტაქტი).
  • ანალურ სექსს (პენისით ანალური ხვრელის პენეტრაცია).
  • თითებით, ან ხელით პარტნიორის გენიტალიის სტიმულირებას.
  • ჩაცმულ, ან გახდილ მდგომარეობაში გენიტალიების ხახუნს.
  • მასტურბაციას (საკუთარი თავის სტიმულაცია).

რასაც არ უნდა ნიშნავდეს სექსი თქვენთვის, სხვა ადამიანთან სქესობრივი აქტი დიდი პასუხისმგებლობაა. სანამ სექსი გექნებათ, იფიქრეთ იმაზე, რისი კეთებაა თქვეთვის კომფორტული, კითხეთ პარტნიორს, რას მიიჩნევს ის კომფორტულად და ასევე რისკებზეც, როგორიცაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ან ორსულობა და როგორ უნდა დაიცვათ თავი მათგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია იფიქროთ  იმაზე, თუ რისი კეთებაა თქვენთვის არაკომფორტული და შემდგომ ამაზე ილაპარაკოთ პარტნიორთან. თუ სქესობრივი აქტისას იმას აკეთებთ, რაც გეგონათ, რომ გინდოდათ,  მაგრამ გადაიფიქრებთ, ესეც ნორმალურია. გაჩერება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუ ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსის ქონას აპირებთ, ესაუბრეთ თქვეს პარტნიორს თავდაცვაზე. თუ ვაგინალური სექსის კავდებით, მნიშვნელოვანია ორსულობისგან თავდაცვის გამოყენება.

6.2 რა არის ორალური სექსი?

ორალური სექსი არის პირის გამოყენება პარტნიორის გენიტალიის სტიმულაციისთვის. ზოგიერთ ადამიანს მოსწონს ორალური სექსი, ზოგს – არა. ზოგიერთ ადამიანს მოსწონს ორალური სექსის კეთება, მაგრამ არა მიღება, ზოგს პირიქით. ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალურია – თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გრძნობთ თავს კომფორტულად და ამ ყველაფერზე პარტნიორთან საუბარი. ორალური სექსით შეუძლებელია დაორსულება, მაგრამ შესაძლებელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ინფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ორალური სექსისას ინფიცირების რისკი ნაკლებია, ვიდრე ვაგინალური, ან ანალური სექსის დროს, თავდაცვა მაინც უკეთესია. გამოიყენეთ პრეზერვატივი პენისზე, ან დენტალური ბარიერი, (დენტალური ბარიერის არქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაჭრილი პრეზერვატივი, ან შესაფუთი პარკი), სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის დასაცავად.

6.3 რა არის ანალური სექსი?

ანალური სექსი ნიშნავს პენისით ანალური ხვრელის პენეტრაციას. ზოგიერთ ადამიანს მოსწონს, ზოგიერთს – არა. ორივე შემთხვევა ძალიან ნორმალურია. ანალური  სექსი  შესაძლოა  მტკივნეული  იყოს, თუ მოდუნებული არ ხართ და არ იყენებთ ლუბრიკანტს. ანუსი არ გამოყოფს ლუბრიკანტს ბუნებრივად (მაგ: როგორც ვაგინა), ამიტომაც ლუბრიკანტის გამოყენება ეხმარება პენისს (ან სექს-სათამაშოს) ადვილად შეღწევაში და იცავს პრეზერვატივს გახევისგან.

ლუბრიკანტად არ გამოიყენოთ ზეთის შემცველი ნივთიერებები,  როგორიცაა  ვაზელინი,  ლოსიონი ან ბავშვის ზეთი. ზეთის შემცველ ლუბრიკანტებს შეუძლიათ პრეზერვატივის შეთხელება და გახევის რისკის გაზრდა. პრეზერვატივის გარშემო შეგიძლიათ უსაფრთხო ლუბრიკანტების (წყლის ან სილიკონის ბაზის) გამოყენება, რომელიც იყიდება აფთიაქებსა და მაღაზიებში.

უსმინეთ თქვენს სხეულს. თუ ანალური სექსი (ან ნებისმიერი სახის სექსი) მტკივნეულია, შეწყვიტეთ აქტი. სექსი, რომელიც მტკივნეული ან არაკომფორტულია, არ უნდა გაგრძელდეს და თქვენმა პარტნიორმა ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს.

ანალური სექსით დაორსულება  შეუძლებელია. თუმცა, იზრდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირების რისკი, აივ-ინფექციის ჩათვლით (დაუცველი ანალური სექსისას). ამიტომაც, მნიშვნელოვანია პრეზერვატივების და ლუბრიკანტის გამოყენება ამის თავიდან ასაცილებლად.

6.4 რა არის ვაგინალური სექსი?

ვაგინალური სექსი არის პენისის მიერ ვაგინის პენეტრაცია. ზოგიერთ ადამიანს მოსწონს ვაგინალური სექსი, ზოგიერთს – არა. ზოგიერთი ქალი ორგაზმს განიცდის მხოლოდ ვულვა/კლიტორთან შეხებით, ზოგიერთი – არა. ყველა სხვა ტიპის სექსის მსგავსად, ყველას ინდივიდუალური გემოვნება აქვს, თავად განსაზღვრავენ რა მოსწონთ და რა არა – ეს სრულიად ნორმალურია. გააგებინეთ თქვენს პარტნიორს, რა არის თქვენთვის სასიამოვნო და რა არა.

დაუცველი ვაგინალური სექსით შესაძლებელია დაორსულება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ინფიცირება. თუმცა, არსებობს სხვადასხვა თავდაცვის საშუალება, რომელიც იცავს დაორსულებისგან. ანალური და ორალური სექსისას პრეზერვატივს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან დაცვა შეუძლია.

6.5 რა არის ორგაზმი?

ორგაზმი არის დაძაბულობის მოხსნა, რომელიც სექსის ან მასტურბაციისას ხდება. ის ხშირად ინტენსიურია და ძალიან სასიამოვნო. ორგაზმის ქონას ხანდახან ,,გათავებას” უწოდებენ.

ორგაზმამდე, ან ორგაზმის დროს, შეიძლება ორგანიზმში შეამჩნიოთ ისეთი  ცვლილებები, როგორიცაა:

  • თქვენი სახე და მკერდი თბილი და წითელი ხდება
  • გული უფრო სწრაფად ცემს
  • კუნთოვანი სპაზმები გენიტალიის არეში
  • სასიამოვნო შეგრძნება გენიტალიების არეში ან მთელ სხეულზე.

ორგაზმის  დროს,  პენისი გამოყოფს მცირე რაოდენობის თეთრ სითხეს – სპერმას (კაცის შემთხვევაში). ამას ეაკულაცია ეწოდება. შესაძლებელია ორგაზმის ქონა ეაკულაციის გარეშე, ან ეაკულაცია ორგაზმის გარეშე, მაგრამ ხშირად ორივე ერთად ხდება. ასევე შესაძლებელია,  სითხე  გამოიყოს ქალის ვულვიდან ორგაზმამდე, ან ორგაზმის შემდგომ – ამას ხანდახან ქალის ეაკულაცია ეწოდება. სითხე შარდი არაა. ქალების ეაკულაცია ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე კაცების, მაგრამ სავსებით ნორმალური. ყველა სხეული განსხვავებულია და არ არსებობს კონკრეტული გზა ორგაზმის ქონისთვის. შეიძლება ვიღაცისთვის ორგაზმის მიღწევა მარტივი  და სწრაფი იყოს, ან ვიღაცას უფრო მეტი დრო და სტიმულაციის სპეციფიური გზა ჭირდებოდეს. შესაძლოა, მასტურბაციით აღწევდეთ ორგაზმს, მაგრამ პარტნიორთან სექსით – ვერა. ყველა ეს განსხვავება ნორმალურია.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ ორგაზმის ქონა სექსის საბოლოო მიზანია, სიამოვნების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა სქესობრივი ქმედებებით, მიუხედავად იმისა, გექნება თუ არა ორგაზმი. მეტიც, ორგაზმის ქონის დავალდებულებამ, შესაძლოა თქვენი პარტნიორი გაანერვიულოს, რაც სექსს უფრო სტრესულს და ნაკლებ სასიამოვნოს გახდის. დაწყნარდით და დაიმახსოვრეთ, რომ მთავარი სიამოვნებაა და არა ორგაზმი.

© Planned Parenthood Federation of America Inc. 

კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.