მთარგმნელი: თინა ყიფშიძე

III. დემოკრატიული კონფედერალიზმი

მმართველობის თუ ადმინისტრირების ამგვარი წესი იგივეა რაც დემოკრატია სახელმწიფოს გარეშე, მეორეგვარად არა-სახელწიფო პოლიტიკური ადმინისტრირება. გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული პროცესი არ უნდა გაიგივდეს საჯარო ადმინისტრირების პროცესთან. სახელმწიფოები განკარგავენ, მაშინ როდესაც დემოკრატიები მართავენ, სახელმწიფოები ძალაუფლებაზეა დაფუძნებული, დემოკრატიები კი კოლექტიურ კონსენსუსზე. სამთავრობო ოფისი განსაზღვრულია ბრძანებულებით, მაშინაც კი, როდესაც მას ლეგიტიმაციას არჩევნები აძლევს, დემოკრატიები კი პირდაპირ მოქმედებას იყენებენ, სახელმწიფოსათვის ძალადობა ლეგიტიმური მექანიზმია, ხოლო დემოკრატიები ნებაყოფლობით მონაწილეობაზეა დაფუძნებული.

დემოკრატიული კონფედერალიზმი ღიაა სხვა პოლიტიკური ჯგუფებისათვის. ის მოქნილი, მრავალ-კულტურული, ანტი-მონოპოლიური და კონსესუსზე ორიენტირებულია, სადაც ეკოლოგია და ფემინიზმი ცენტრალური საკითხებია. ამგვარ თვით-ადმინისტრირებაში ეკონომიკის ალტერნატიული მოწყობის შესაძლებლობა ჩნდება, ეკონომიკის, რომელიც ზრდის საზოგადოების რესურსებს მათი ექსპორტირების ნაცვლად, შესაბამისად სამართლიანია/მართლზომიერია საზოგადოების მრავალგვარი საჭიროებების მიმართ.

მონაწილეობა და პოლიტიკური ლანდშაფტის მრავალფეროვნება
საზოგადოების ურთიერთსაწინააღმდეგო კომპოზიცია საჭიროებს როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალური მმართველობის პოლიტიკურ ჯგუფებს. ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ჯგუფები ამ გზითაა დაბალანსებული. მხოლოდ მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ საკუთარ სპეციფიკურ სიტუაციებსა და სოციალური პრობლემებისათვის სათანადო გადაჭრის გზები განავითარონ. კულტურული, ეთნიკური ან ნაციონალური იდენტობის გამოხატვა ბუნებითი უფლებაა, თუმცა ამ უფლებას ეთიკური და პოლიტიკური საზოგადოება სჭირდება. დემოკრატიული კონფედერალიზმი ღიაა სახელწიფო თუ მმართველობის სხვა ტრადიციებთან კომპრომისზე წასვლისთვის, იქნება ეს ერი-სახელწიფო, რესპუბლიკა თუ დემოკრატია – ის შესაძლებელს ხდის მათ თანაბარ თანაარსებობას.
საზოგადოების მემკვიდრეობა და ისტორიული ცოდნის დაგროვება

დემოკრატიული კონფედერალიზმი დაფუძნებულია ისტორიულ გამოცდილებასა და საზოგადოების კოლექტიურ მემკვიდრეობაზე. ის არ არის თვითნებური/შემთხვევითი პოლიტიკური სისტემა, ის აგროვებს ისტორიასა და გამოცდილებას და საზოგადოების ცხოვრების გაგრძელებაა/ნაყოფია. ძალაუფლების მონოპოლისტების ინტერესების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო მუდმივად მიისწრაფვის ცენტრალიზმისკენ. კონფედერალიზმი ამის საპირისპიროა, სადაც პოლიტიკური ფოკუსის ცენტრის არა მონოპოლიები არამედ თავად საზოგადოებაა. საზოგადოების მრავალფეროვანი სტრუქტურა ყოველგვარ ცენტრალიზმთან წინააღმდეგობაშია.

არსებულ მეხსიერებაში ხალხი ყოველთვის ქმნიდა კლანურ ჯგუფებს, ტომებსა და ფედერალური თვისებების ჯგუფებს, ამ გზით ინარჩუნებდნენ შინაგან ავტონომიას. იმპერიების მთავრობებიც კი თვით-ადმინისტრირების მრავალფეროვან ხერხებს იყენებდნენ, რელიგიური ავტორიტეტები, ტომური საბჭოები, სამეფოები და რესპუბლიკები თვით-ადმინისტრირების სხვადასხვა ფორმაა. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ცენტრალიზმი კონფედერაციული ორგანიზაციული სტრუქტურის მოჩვენებითი მიმდევარია, ცენტრალისტური მოდელი არაა საზოგადოებრივი მოდელი და მისი შენარჩუნების წყარო ძალაუფლების მონოპოლიებია.

ეთიკა და პოლიტიკური ცნობიერება

კონკრეტული ნიმუშებისა და კატეგორიების მიხედვით საზოგადოების განსაზღვრა კაპიტალისტური მონოპოლიებისგან ხელოვნურადაა შექმნილი, რომლის მიხედვითაც ითვლება ის რადაც ჩანხარ და არა ის რაც ხარ. საკუთარი არსიდან საზოგადოების პურიტანული გაუცხოება გამორიცხავს აქტიურ მონაწილეობას და შედეგად იწვევს პოლიტიკისგან იმედგაცრუებას, მიუხედავად იმისა რომ საზოგადოება არსობრივად პოლიტიკური და ღირებულებაზე ორიენტირებულია. ეკონომიკური, პოლიტიკური, იდეოლოგიური და მილიტარისტული მონოპოლიები საზოგადოების ბუნებასთან წინააღმდეგობაშია იმდენად, რამდენადაც მხოლოდ ღირებულების აკუმულაციისკენ მიისწრაფვის. ისინი არ ქმნიან ღირებულებას და არც რევოლუციას შეუძლია ახალი საზოგადოების შექმნა, მას მხოლოდ საზოგადოების ეთიკურ და პოლიტიკურ ქსოვილზე გავლენის მოხდენა შეუძლია. სხვა ყველა დანარჩენი ეთიკაზე დაფუძნებული პოლიტიკური საზოგადოებიდან გადახრაა.

როგორც უკვე აღვნიშნე კაპიტალისტური მოდერნულობა სახელწიფოს ცენტრალიზებას აძლიერებს. ერმა-სახელმწიფოებმა, როგორც მონარქიის მოდერნულმა ჩამმანაცვლებლებმა დაუცველი და დასუსტებული საზოგადოება შექმნეს, რომელშიც საკანონდებლო წესრიგი და საზოგადოებრივი მშვიდობა ბურჟუაზიული მმართველობის განხორციელებაა. ძალაუფლება როგორც სახელმწიფოს ცენტრი, მოდერნულობის ფუნდამენტური ადმინისტრაციული პარადიგმაა.

დემოკრატიული მოდერნულობის“ ჩვენი პროექტი ჩვენთვის ცნობილი მოდერნულობის ალტერნატიული ვარიანტია. მისი ფუნდამენტური პოლიტიკური პარადიგმა დემოკრატიულ კონფედერალიზმზეა აგებული. დემოკრატიული მოდერნულობა ეთიკაზე დაფუძნებული პოლიტიკური საზოგადოების თავშესაფარია. საზოგადოების, როგორც ჰომოგენურისა და მონოპოლისტურის არასწორი რწმენა რთულს ხდის კონფედერალიზმის გაგებას. თანამედროვეობის ისტორია საუკუნების განმავლობაში წარმოსახვითი ერთიანი საზოგადოების სახელით კულტურული და ფიზიკური გენოციდის ისტორიაა. დემოკრატიული კონფედერალიზმი როგორც სოციოლოგიური კატეგორია ამ ისტორიის მეორე მხარეა, ის დაფუნებულია ბრძოლის სურვილსა და ეთნიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ მრავალფეროვნებაზე. ფინანსური სისტემების კრიზისი კაპიტალისტური ერი-სახელმწიფოების ლოგიკური შედეგია და ნეოლიბერალების მცდელობები ერი-სახელწიფოების რეფორმირებაში წარუმატებელია.

დემოკრატიული კონფედერალიზმი როგორც დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა

ადმინისტრაციის ცენტრალისტური და ბიუროკრატიული გაგების საპირისპიროდ კონფედერალიზმი ქმის პოლიტიკური ადმინისტრირების იმგვარ წერს, სადაც საზოგადოების ყველა ჯგუფსა და კულტურულ ერთობას შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა. დემოკრატიის ეს გაგება საზოგადოების ყველა სტრატასთვის აღებს პოლიტიკურ სივრცეს და მრავალფეროვანი პოლიტიკური ჯგუფების შემქნის შესაძლებლობას ქმნის. პოლიტიკა ხდება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და საზოგადოების პოლიტიკური ინტეგრირება ახალ საფეხურზე გადადის. პოლიტიკის გარეშე სახელწიფოს კრიზისის გადაწყვეტა შეუძლებელია, რამდენადაც კრიზისს პოლიტიკური საზოგადოების რეპრეზენტაციის სიმწირე აძლიერებს. ლიბერალურ დემოკრატიებში გაგებული ფედერალიზმისა და თვით-ადმინისტრირების ტერმინები ახლებურ განმარტებას საჭიროებს, ისინი უნდა გაიგონ არა როგორც ადმინისტრირების იერარქიული მოდელი, არამედ სოციალური გამოხატვისა და მონაწილების ცენტრალური იარაღები, რაც თავის მხრივ საზოგადოების პოლიტიზებას აძლიერებს. ჩვენ არ გვჭირდება დიდი თეორიები, რაც ჩვენ გვჭირდება არის სოციალური აქტორების ავტონომიის გაძლიერებითა და მთლიანი საზოგადოების ორგანიზებით სოციალური საჭიროებების გამოხატვისთვის ხელშეწყობა. იმგვარი გარემოს სადაც ყველა სახის პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ და ინტელექტუალურ ჯგუფებს გადაწყვეტილების მიღების ადგილობრივ პროცესში გამოხატვის თანაბარი საშუალება აქვთ მონაწილეობითი დემოკრატიაც შეიძლება ეწოდოს. რაც უფრო ძლიერია მონაწილეობა, მით უფრო ძლიერია დემოკრატიაც. მაშინ როდესაც ერი-სახელმწიფო დემოკრატიის საპირისპიროა და უარყოფს კიდეც მას, დემოკრატიული კონფედერალიზმი მუდმივ დემოკრატიულ პროცესს ქმნის.

სოციალური აქტორები, რომელიც თავისთავად ფედერაციული ერთობაა მონაწილეობითი დემოკრატიის ჩანასახია. მათ შეუძლიათ გააერთიანონ ჯგუფები და კონფედერაციები სიტუაციიდან გამომდინარე. მონაწილეობით დემოკრატიაში ჩართული პოლიტიკური ერთობები თავადაა არსობრივად დემოკრატიულები და ის რასაც ჩვენ დემოკრატიას ვუწოდებთ არის ნებისმიერ დონეზე გადაწყვეტილების მიღების განუწყვეტლივი დემოკრატიული პროცესი. როგორც უკვე აღვნიშნე, ადგილობრივი დონე არის ის დონე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას გლობალური საკითხების გათვალისწინებაც საჭიროა. თვით სოფლებიცა და ურბანული სამეზობლოებიც საჭიროებენ კონფედერაციულ სტრუქტურას. აუცილებელია საზოგადოების ყველა ნაწილს მიეცეს თვით-ადმინისტრირების შესაძლებლობა და მონაწილეობის თავისუფლება.

დემოკრატიული კონფედერალიზმი და თავდაცვა
არსებითად, ერი-სახელწიფოები მილიტარულად სტრუქტურირებული ერთეულია, საბოლოო ანგარიშით, ერი-სახელწიფო ყველა სახის შიდა და გარე ომთა პროდუქტია, თუმცა ომი არაა მხოლოდ სახელწიფოს საფუძვლის ჩაყრის პროცესი, ის ქმნის და აგრძელებს მილიტარისტული საზოგადოების მშენებლობას, სადაც სახელწიფოს სამოქალაქო ლიდერები მილიტარისტული აპარატის დანამატია. ლიბერალური დემოკრატიები საკუთარ მილიტარისტულ სტრუქტურებს დემოკრატიულ და ლიბერალურ ფერებში ღებავენ, თუმცა ეს ხელს არ უშლით სისტემის ლოგიკური კრიზისების გადაწყვეტის გზები ავტორიტარულ მეთოდებში ეძებონ. ფაშიზმი არის წმინდა ფორმის ერი-სახელწიფო. საზოგადოებები რომლებსაც თავდაცვის არანაირი მექანიზმი არ გააჩნიათ, მსგავს მილიტარიზებულ სტრუქტურებში კარგავენ საკუთარ იდენტობას, გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულ ტრადიციასა და საკუთარ პოლიტიკურ ბუნებას. თავდაცვა მხოლოდ სამხედრო განზომილებაში არ უნდა გავიგოთ, ის უზრუნველყოფს იდენტობის, პოლიტიკური ცნობიერებისა და დემოკრატიის პროცესის შენარჩუნებას. დემოკრატიულ კონფედერალიზმს სხვაგვარად შეიძლება საზოგადოების თავდაცვის სისტემა ვუწოდოთ, მხოლოდ კონფედერაციული სისტემა შეიძლება იყოს ერი-სახელწიფოების გლობალური დომინაციის საწინააღმდეგო ალტერნატივა. კონფედერალიზმის სოციალური პარადიგმა არ გულისხმობს შეიარაღებული ძალების მილიტარულ მონოპოლიას, არამედ ისინი დემოკრატიული ინსტიტუტების პირდაპირი კონტროლის ქვეშ არიან. საზოგადოებას უნდა შეეძლოს მათთვის მოვალეობების განსაზღვრა, და ერთ-ერთი სწორედ საზოგადოების თავისუფალი ნების შიდა და გარე ინტერვენციისგან დაცვაა. სამხედრო ხელმძღვანელობის შემადგენლობა როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების ასევე კონფედერაციული დაჯგუფებების მიერ უნდა განისაზღვროს.

დემოკრატიული კონფედერალიზმი ჰეგემონიის წინააღმდეგ

დემოკრატიულ კონფედერალიზმში რაიმე სახის ჰეგემონიის ადგილი არაა, განსაკუთრებით, იდეოლოგიურ განზომილებაში. დემოკრატიული ცივილიზაცია გამორიცხავს ჰეგემონურ ძალაუფლებასა და იდეოლოგიებს. ნებისმიერ შემთხვევაშ, გამოხატვა რომელიც დემოკრატიული თვით-ადმინისტრირების საზღვრებს კვეთს, თავისუფლებასა და თვით-ადმინისტრირებას აბსურდამდე მიიყვანს. საზოგადოებრივი საკითხების კოლექტიური განხილვა ურთიერთგაგებას, განსხვავებული აზრის პატივისცემასა და გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულ პროცესს მოითხოვს, ეს საპირისპიროა კაპიტალისტურ თანამედროვეობაში გაგებული ხელმძღვანელობის წესიდან, სადაც თვითნებული ბიუროკრატიული გადაწვეტილებები ეთიკურ საფუძვლებზე დამყარებული დემოკრატიულ-კონფედერაციული მმართველობის გაგებისაგან დიამეტრიულად განსხვავებულია. დემოკრატიულ კონფედერალიზმში წამყვანი ინსტიტუტებს იდეოლოგიური ლეგიტიმაცია არ სჭირდებათ, შესაბამისად ჰეგემონიისათვის ბრძოლაც აზრს კარგავს.

დემოკრატიული კონფედერაციის მოწყობა გლობალურ რუკაზე

მიუხედავად იმისა რომ დემოკრატიული კონფედერალიზმის ადგილობრივ დონეზე ფოკუსირდება, ეს კონფედერაციის გლობალურ დონეზე მოწყობას არ გამორიცხავს. პირიქით, ჩვენ გვჭირდება კონფედერაციული ასამბლეას ფორმატში ნაციონალური სამოქალაქო საზოგადოებების პლატორმის შექმნა სუპერძალაუფლებებს დაქვემდებარებული გაერთიანებული ერების, როგორც ერი-სახელწიფოების ასოციაციის წინააღმდეგ. ამ გზით შესაძლებელია მშვიდობის, ეკოლოგიის, სამართლიანობისა და პროდუქტრიულობის შესახებ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება.

დასკვნა

დემოკრატიული კონფედერალიზმი შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც თვით-ადმინისტრირების სახეობა, რომელიც საწინააღმდეგოა ადმინისტრირების იმგვარი წესისა, რომელსაც ერი-სახელწიფო ახორციელებს. მიუხედავას ამისა, გარკვეულ პირობებში მათი თანაასებობა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ მანამდე სანამ ერი-სახელიწფო თვით-ადმინისტრირებაში არ ერევა. ყველა ასეთი ინტერვენციისას სამოქალაქო საზოგადოება საკუთარი არსებობის დაცვისთვის უნდა მობილიზდეს. დემოკრატიული კონფედერალიზმი არ ნიშნავს ომს რომელიმე ერ-სახელწიფოსთან, თუმცა ასიმილაციის მცდელობებს უნდა დაუპირისპირდეს. რევოლუციური გადატრიალება და ახალი სახელწიფოს შექმნა არაა მყარი ცვლილებების მომტანი, გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობა და სამართლიანობა მხოლოდ დემოკრატიული კონფედერალიზმის დინამიკური პროცესის თანამდევია. სახელწიფოს სრული უარყოფა ან სრული აღიარება სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ძალისხმევისთვის სასარგებლო არაა, ერი-სახელწიფოს გადალახვა გრძელვადიანი პროცესია.

სახელმწიფოს გადალახვა შესაძლებელი გახდება როდესაც დემოკრატიული კონფედერალიზმი სოციალური საკითხების საკუთარი ხედვით პრობლემების მოგვარების უნარის ქონას დაამტკიცებს. ეს არ ნიშნავს რომ ერი-სახელწიფოების მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში თავის დაცვისთვის მზად არ უნდა იყოს, დემოკრატიული კონფედერალიზმი არ უნდა დავიდეს მხოლოდ ლოკალურ ტერიტორიაზე, ის გადალახავს საზღვარს როდესაც საზოგადოებები მოისურვებენ ასე.

IV. დემოკრატიული კონფედერალიზმის პრინციპები

ხალხთა თვითგამორკვევის უფლება სახელმწიფოს ქონის უფლებასაც გულისხმობს, თუმცა სახელმწიფოს შექმნა ხალხის თავისუფლებას არ ზრდის. ერი-სახელმწიფოებზე დაფუძნებულმა გაერთიანებული ერების სისტემამ საკუთარი არაეფექტურობა დაამტკიცა, ხოლო ერი-სახელწიფოები ნებისმიერი სოციალური განვითარებისათვის წინაღობად ჩამოყალიბდა. დემოკრატიული კონფედერალიზმი არის ჩაგრული ხალხის ალტერნატიული პარადიგმა.

დემოკრატიული პარადიგმა არასახელმწიფო სოციალური პარადიგმაა, ის არ იმართება სახელმწიფოს მიერ. დემოკრატიული კონფედერალიზმი არის დემოკრატიული ერის კულტურული ორგანიზების პროგრამა.

დემოკრატიული კონფედერალიზმი ქვემოდან წამოსულ მონაწილეობაზეა დაფუძნებული. გადაწყვეტილებები საზოგადოებაში ქვედა დონეზე მიიღება, ზედა დონე მხოლოდ მის განხორციელებასა და აღსრულებას უზრუნველყოფს. მთავარი ძალაუფლება გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივ ინსტიტუტებშია.

შუა აღმოსავლეთში დემოკრატია შეუძლებელია კაპიტალისტური სისტემის მიერ იყო თავსმოხვეული, მისი იმპერიალისტური ძალაუფლება მხოლოდ აზიანებს დემოკრატიას. ქვემოდან წამოსული დემოკრატია არის ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია მრავალფეროვანი ეთნიკური, რელიგიური და კლასობრივი ჯგუფების განსხვავებას გაუმკლავდეს. მსგავსი მიდგომა საზოგადოების ტრადიციულ კონფედერაციულ სტრუქტურასთან შესაბამისობაშიცაა.

ქურთისტანში დემოკრატიული კონფედერალიზმი ანტი-ნაციონალისტური მოძრაობაა. მისი მიზანი არაა ქურთისტანის ერი-სახელმწიფოს შექმნა, მოძრაობა ირანში, თურქეთში, სირიასა და ერაყში ფედერალური სტრუქტურის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც ღია იქნება ყველა ქურთისთვის და ქურთისტანის ოთხივე მხარეში კონფედერაციულ ქოლგას შექმნის.

– See more at: http://a-library.org/demokratiuli-konfederalizmi/#sthash.EKBtpPOq.vFGvxEfx.dpuf

სრული ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული