ავტორი: მარია მაისი
მთარგმნელი: გვანცა ხონელიძე
მთლიანობაში შრომის დაყოფის ისტორიული განვითარება და განსაკუთრებით შრომის სქესობრივი დაყოფა არ იყო/არ არის ევოლუციური და მშვიდობიანი პროცესი, რომელიც დაფუძნებულია პროდუქტიული ძალების მუდმივად პროგრესულ განვითარებაზე (განსაკუთრებით ტექნოლოგიების) . ეს იყო ძალადობრივი პროცესი, თავიდან წარმართული კაცთა გარკვეული კატეგორიის მიერ, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ ძალის და საომარი მოქმედებების საშუალებით დაემყარებინათ ექსპლოატატორული ურთიერთობა თავიანთ თავს და ქალებს შორის, ასევე სხვა ადამიანებს და კლასებს შორის.წარმოების ასეთი მტაცებლური მეთოდის ფარგლებში, რომელიც შინაგანად პატრიარქალურია, საბრძოლო მოქმედებები და დაპყრობები გახდა პროდუქციის წარმოების ყველაზე „პროდუქტიული“ სახეობა. მატერიალური სიდიდრის სწრაფი დაგროვება, რომელიც არ არის დაფუძნებული რეგულარული სამუშაოს არსებობაზე მოსახლეობაში, არამედ ყაჩაღობასა და ქურდობაზე, ხელს უწყობს ტექნოლოგიის უფრო სწრაფ განვითარებას იმ საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია ომსა და დაპყრობებზე. ეს ტექნოლოგიური განვითარება არ არის მიმართული მთლიანი მოსახლეობის სააარსებო საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ, არამედ უფრო მეტი ომისკენ, დაპყრობისკენ და დაგროვებისკენ. შეიარაღების და ტრანსპორტის ტექნოლოგიების განვითარება მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის ყველა პატრიარქალურ საზოგადოებაში, განსაკუთრებით თანამედროვე კაპიტალისტური ევროპული საზოგადოებისთვის, რომელმაც დაიპყრო და დამიორჩილა მთლიანი მსოფლიო მე-15 საუკუნიდან. „პროგრესის“ კონცეპტი რომელიც წარმოიქმნა ამ პატრიარქალურ ცივილიზაციაში, არის ისტორიულად წარმოუდგენელი ომის და დაპყრობებისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარების გარეშე. ყველა არსებობისთვის საჭირო ტექნოლოგია ( კვების წარმოების და შენახვისთვის, სამოსისთვის და სახლისთვის და ა.შ) უკან დგას იმ ტექნოლოგიურ მიღწევებთან შედარებით, რომელიც ომების და დაპყრობებისთვისაა საჭირო (ნავიგაცია, კომპასი, დენთი და ა.შ).
ძალის მტაცებლური პატრიარქალური დაყოფა დაფუძნებულია დასაწყისიდანვე ადამიანების სტრუქტურულ დაყოფასა და სუბორდინაციაზე: კაცები იყოფიან ქალებისგან, რომლებსაც ისინი იმორჩილებენ, „საკუთარი“ ხალხი გაყოფილია „უცხოელებისგან“ და „წარმართებისგან“. თუ ძველ პატრიარქატში ეს დაყოფა არასდროს არ ყოფილა ტოტალური, თანამედროვე დასავლურ პატრიარქატში ეს დაყოფა განივრცო კაცს და ბუნებას შორის დაყოფად. ძველ პატრიარქატში (ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთი), კაცები თავიანთ თავს ვერ ჩათვლიდნენ დედამიწისგან სრულიად დამოუკიდებლად. თავად დაპყრობილი და დამონებული ხალხიც კი ცხადად იყო წარმოდგენილი და არა „ოიკოს“ (ოჯახი, ოჯახის საკუთრება და სახლი. ბერძნ) და „ეკონომიკის“(იერარქიულად სტრუქტურიზებული სოციალური სამყარო, რომელიც ცოცხალ ორგანიზმად მოიაზრებოდა) მიღმა. ქალებს კი, მიუხედავად იმისა, რომ ექსპლოატირებული და დამორჩილებულები იყვნენ, უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდათ,როგორც დედებს, მსგავსად ყველა პატრიარქალურ საზოგადოებაში. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ სწორია, როდესაც B. Ehrenreich და D. English ამ პრემოდერნულ პატრიარქატს გინოცენტრულს უწოდებს. დედის და დედამიწის გარეშე პატრიარქატი ვერ ირსებებდა ( Ehrenreich/ English, 1978; 7-8). კაპიტალიზმის, როგორც მსოფლიო სისტემის, აღზევებასთან ერთად, რომელიც დაფუძნებული იყო უდიდეს დაპყრობებზე და კოლონიალურ ძარცვებზე, მსოფლიო ბაზრის გაჩენაზე (Wallerstein, 1974), შესაძლებელი ხდება იმათი ექსტერნალიზაცია და ექსტერიტორიზაცია ვისი ექსპლუატირებაც ახალ პატრიარქებს უნდოდათ . კოლონიები აღარ მოიაზრებოდა როგორც ეკონომიკის და საზოგადოების ნაწილი, ისინი „ცივილიზებული საზოგადოების“ გარეთ მოექცნენ. მაშინ როცა ევროპელებმა დაიპყრეს „ქალწული მიწები“, აბორიგენები მიჩნეულები იქნენ როგორც ველურები, რომლებიც „ელოდნენ“ ცივილიზებული კაცების მიერ დაპყრობას.
იგივურად, ურთიერთობა ადამიანებს და გარე ბუნებას, მიწას შორის რადიკალურად შეიცვალა. როგორც Carolyn Merchant-მა დამაჯერებლად აჩვენა, თანამედროვე მეცნიერების და ტექნოლოგიის აღზევება დაფუძნებული იყო მიწაზე ძალადობრივ შეტევებზე, რომელიც იქამდე ცოცხალ ორგანიზმად მიიჩნეოდა. , ფრენსის ბეკონი, თანამედროვე მეცნიერების მამა, იყო ის, ვინც მხარს უჭერდა მსგავს ძალადობრივ ქმედებებს-გაექურდათ დედა ბუნება საიდუმლობებისგან-წამება და ინკვიზიცია- იგივე ქმედებები რომლებსაც ეკლესია და სახელმწიფო იყენებდა ჯადოქრების საიდუმლოებების გასაგებად. ტაბუ სამთო საქმიანობაზე, დედამიწის წიაღში ხვრელების თხრაზე, გაუქმებული იქნა ძალით, რადგან ახალ პატრიარქებს უნდოდათ მიეღოთ ის ძვირფასი მეტალები და ნედლი წიაღისეული, რომელიც დედამიწის „საშვილოსნოში“ იმალებოდა. თანამედროვე მეცნიერების აღზევება, მექანიკური და ფიზიკური მსოფლმხედველობა დაფუძნებული იყო ბუნების, როგორც ცოცხალი ორგანიზმის მოკვლასა და მისგან ბუნებრივი რესურსების და საჭიროებების უდიდეს რეზერვუარად ტრანსფორმაციაზე, რომელიც, შესაძლებელი იქნებოდა, გამოკვლეული და სინთეზირებული ყოფილიყო კაცის მიერ ახალი მანქანებით, რომლითაც ის დედა ბუნებისგან დამოუკიდებლად იქცეოდა. მხოლოდ ახლა, დუალიზმმა, ან უფრო პოლარიზაციამ პატრიარქებსა და ბუნებას შორის, ქალსა და კაცს შორის, შეიძლება განივითაროს მთლიანი და პერმანენტული დესტრუქციული პოტენციალი. მეცნიერება და ტექნოლოგია გახდა მთავარი პროდუქტიული ძალა, რომლითაც კაცები გამოეყოფოდნენ როგორც ბუნებას, ასევე ქალებს.
მერჩანტი არ ავრცობს თავის ანალიზს „ახალ ადამიანებსა“ და მათ კოლონიებს შორის ურთიერთობის შესახებ. თუმცა ამ ურთიერთობის გაგება აბსოლუტურად საჭიროა, რადგან ვერ გავიაზრებთ თანამედროვე განვითარებას, ჩვენი ახლანდელი პრობლემების ჩათვლით, თუ არ მოვიცავთ მათ, ვინც „განსაზღვრულია ბუნებაში“ თანამედროვე კაპიტალისტი პატრიარქების მიერ: დედა მიწა, ქალები და კოლონიები.
თანამედროვე ევროპელი პატრიარქები გახდნენ დამოუკიდებლები თავიანთი ევროპული მიწისგან ჯერ ამერიკის დაპყრობით, შემდგომ აზიის და აფრიკის , ბოლივიიდან, მექსიკიდან, პერუდან ოქროს და ვერცხლის საბადოებით, სხვადასხვა ნედლეულის და ძვირფასი მეტალების ამოღებით დაპყრობილი მიწებიდან. ერთი მხრივ მათ „გაითავისუფლეს“ თავი ევროპელი ქალებზე დამოკიდებულებისგან მუშების პროდუქციისთვის ჯადოქრების განადგურებით, ასევე კონტრაცეფციის და შობადობის კონტროლის ცოდნისგან. მეორე მხრივ ზრდასრული აფრიკელი კაცების და ქალების დამონებით მოიპოვეს საჭირო სამუშაო ძალა ამერიკასა და კარიბის კუნძულებში პლანტაციებისთვის.
ამგვარად, ევროპელი „დიდი კაცის“ პროგრესი დაფუძნებულია თავიანთი ქალების სუბორდინაციასა და ექსპლოატაციაზე, ბუნების განადგურებასა და ექსპლოატაციაზე, სხვა ხალხების და სხვების მიების ექსპლოატაციასა და სუბორდინაციაზე. მაშასადამე, ამ პროგრესის კანონი ყოველთვის კონტრადიქტორულია და არ არის ევოლუციური : პროგრესი სხვა მხარისთვის რეგრესია; „ ევოლუცია“ ვიღაცისთვის „დევოლუციას“ ნიშნავს; „ჰუმანიზაცია“ სხვებისთვის „დეჰუმანიზაციაა“; პროდუქტიული ძალების განვითარება ერთისთვის, ნიშნავს დაბალგანვითარებას და რეგრესს მეორესთვის. სიმდიდრე ვინმესთვის-სიღარიბე სხვისთვის. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება არსებობდეს ერთიანი პროგრესი არის ის ფაქტი, რომ, როგორც აქამდე ითქვა, პროდუქციის მტაცებლური პატრიარქალური სახე აწესებს არათანაზიარ, ექპლოატირებულ ურთიერთობას. ასეთი სახის ურთიერთობაში შეუძლებელია არსებობდეს პროგრესი და განვითარება ყველასთვის. ენგელსმა ეს ანტაგონისტური ურთიერთობა პროგრესსა და რეგრესს შორის დაახასიათა კერძო საკუთრების გაჩენასა და ერთი კლასის მიერ მეორის ექსპლოატაციასთან მიმართებაში, 1884 წელს მან დაწერა:„იქიდან გამომდინარე რომ ერთი კლასის მიერ მეორის ექსპლოატაცია ცივილიზაციის ბაზისია, მისი მთელი განვითარება მიმდინარეობს უწყვეტ კონტრადიქციაში. ყველა წარმატება პროდუქციაში იმავდროულად არის რეგრესი ექპლოატირებული კლასის მდგომარეობისთვის, რომელიც უმრავლესობას შეადგენს. რაც არის კეთილდღეობა ერთისთვის, ის ყოველთვის ნიშნავს სხვა კლასის ახლებურ ჩაგვრას (ენგელსი, 1976: 333). ენგელსი ლაპარაკობს მხოლოდ მჩაგვრელი და ჩაგრული კლასების ურთიერთობაზე. ის არ მოიცავს ქალს და კაცს შორის ურთიერთობას, ქმედებებს, რომელსაც დამპყრობელი კოლონებში ახორციელებს, ან ზოგადად „ცივილიზებული კაცი“ ბუნებას. ფაქტობრივად, ამ ურთიერთობებმა ჩამოაყალიბა ცივილიზებული საზოგადოების ფარული საფუძვლები. ის იმედოვნებს, რომ ეს აუცილებლად პოლარიზებული ურთიერთობა შეიცვლება მმართველი კლასის კეთილდღეობის ყველა კლასზე განვრცობით: „ რაც არის კეთილდღეობა მმართველი კლასისთვის უნდა იყოს კეთილდღეობა მთლიანი საზოგადოებისთვის, სადაც მმართველი კლასიც მოიაზრებს თავის თავს“(ენგელსი, 1976:333).მაგრამ ეს არის ზუსტად ლოგიკური სვლა ამ სტრატეგიაში: კონტრადიქტორულ და ექპლოატირებულ ურთიერთობაში ექსპლოატატორთა პროვილეგიები ვერასდროს გახდება ყველას პრივილეგიები. თუ მეტროპოლების სიმდიდრე დაფუძნებულია კოლონიების ექსპლოატაციაზე, მაშინ კოლონიები ვერ მიაღწევენ კეთილდღეობას, სანამ მათაც არ ექნებათ კოლონიები. თუ კაცის ემანსიპაცია დაფუძნებულია ქალების სუბროდინაციაზე, მაშინ ქალები ვერ მიაღწევენ კაცებთან თანასწორ უფლებებს, რომელიც აუცილებლად მოიცავს სხვების ექსპლოატაციის უფლებას. ამგვარად, ფემინისტური სტრატეგია გათავისუფლებისთვის უნდა ფოკუსირდეს რეტროგრესიული პროგრესის ურთიერთობების სრულიად მოსპობისკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალებმა მიზანში უნდა ამოიღონ ყველა სახის ექსპლოატაცია კაცების მიერ ქალებისადმი, ბუნებისადმი, კოლონიზატორების მიერ კოლონებისადმი, ერთი კლასის მიერ მეორისადმი. სანამ ამ რომელიმედან რაიმე სახის ექსლოატაცია გააგრძელებს არსებობას, როგორც გარკვეული ადამიანების წარმატების წინაპირობა, ფემინისტები ვერ ილაპარაკებენ თავისუფლებაზე ან სოციალიზმზე.