ფემინისტური ორგანიზაცია ,,ქალთა მზერა’’ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ,,სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტთან’’ თანამშრომლობით აგრძელებს კითხვის წრეებს მხოლოდ ქალებისათვის. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, რომელშიც დრო დაეთმობა არსებული პრაქტიკების, კონტექსტის და ისტორიული გამოცდილებების ანალიზს. ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ქალებს, შეიმუშავონ სტრატეგიები და გამოკვეთონ მოკავშირეები, რომლებთან ერთადაც შესაძლებელი იქნება ქართულ კონტექსტში არსებული ქალთა საჭიროებების აქტუალიზება.


პირველი შეხვედრა დაეთმობა როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ქალთა გაერთიანებების პრაქტიკების ზოგად მიმოხილვას. საქართველოში, ქალთა საკითხებზე მუშაობის დღემდე არსებული გამოცდილება ძირითადად, ამერიკულ და ევროპულ ფემინისტურ ტრადიციებს ან სკოლებს ეყრდნობა და პროგრესის მისაღწევად კონტექსტის ამ ფორმატზე მორგებაა დასახული. ჩვენი მიზანია, დღის წესრიგში შემოვიტანოთ ისეთ ფემინისტურ გამოცილებებზე საუბარი, როგორიცაა ქურთ ქალთა პარტია, მუსულმანურ და ზოგადად, აღმოსავლურ ქვეყნებში არსებული ქალთა გამოცდილებები. ასევე, მნიშვნელოვანია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობების გათვალისწინება.


გელოდებით 24 სექტემბერს, 5 საათზე, ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის S კორპუსში, „სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის“ ოფისში, ოთახი 508 . პირველი შეხვედრა დაეთმობა ქალთა გაერთიანებების ისტორიულ ანალიზს. მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

მისამართი: გიორგი წერეთლის ქუჩა #3; თბილისი