ნაწყვეტი თარგმნა გვანცა ხონელიძემ

ტერმინი კვლავწარმოება გულისხმობს ისეთი შრომის გაწევას, რომელსაც ჩვენ ფორმაში მოვყავართ, რათა შეგვეძლოს ფუნქციონირება. ეს შრომაა საჭმელზე ზრუნვა, ჩასაცმელზე ზრუნვა, განტვირთვა, სამედიცინო ზრუნვა, ემოციური სერვისები, დისციპლინა, განათლება, გართობა,დასუფთავება და სხვა. ყველაფერს რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით არის კაპიტალისტური ექსპლუატაციით გამოყენებული მაკვლავწარმოებელი შრომა.”

თეორიულ დონეზე იტალიელმა ავტონომისტმა ფემინისტებმა ძალზედ გააფართოვეს ტრონტის ნამუშევარი, რომელიც ქარხნის მიღმა მომუშავე მუშებს შეეხებოდა. ისინი ფოკუსირდნენ იმ გამოცანად ქცეულ ხელფასზე, რომელიც იყო აუნაზღაურებელი, სამუშაო დღის განმავლობაში და ასევე აუნაზღაურებლად რჩებოდა ქარხნის მიღმაც. მათ დაინახეს ის იერარქია თუ როგორ დაგეგმა კაპიტალისტმა მაკვლავწარმოებელი შრომა. მათ ნათელჰყვეს რომ ხელფასი იყოფა კლასობრივ იერარქიად, ანაზღაურებადი (ქარხანაში) და აუნაზღაურებელი (საშინაო შრომა, გლეხი, მზრუნველობითი შრომა).

ფემინისტების გამოწვევა იყო ანალიტიკური და პოლიტიკური. ისინი ამტკიცებდნენ რომ მაკვლავწარმოებელი შრომა, როგორიცაა საშინაო შრომა ან პროსტიტუცია მხოლოდ მაშინ ჩნდება, რომ იყოს ღირებულების წარმოქმნის მიღმა. პირველი მიჩნეულია როგორც ბუნებრივ ქმედებად, ქალის ორგანულ ვალდებულებად, რომელიც ქმედებათა ჯაჭვის სქემატურობით გამოირჩევა, მეორე კი მიიჩნევა ჩვეულებრივ ტრანზაქციად მუშა კაცსა და ქალ სექს მუშაკს შორის. საბოლოოდ ორივე მიიჩნევა როგორც ბუნებრივი, თავდაუღწევადი რამ, რომელიც არ იწერს საკუთარ თავში წინააღმდეგობის აუცილებლობას. ფორტუნატი წერს: როცა კი ანაზღაურებადი შრომა ჩნდება ჩნდება იმიტომ რომ შეიქმნას ღირებულება, მეორე, მაკვლავწარმოებელი შრომა ჩნდება რომ შექმნას non value. საქონლის წარმოება არის კაპიტალისტური წარმოების წესის ფუნდამენტური მდგომარეობა, და კანონი რომელიც მას არეგულირებს არის კანონი, რომელიც არის კაპიტალიზმის დამახასიათებელი. მაკვლავწარმოებელი შრომა მიჩნეულია როგორც ბუნებრივი წარმოებითი საქმიანობა. მაგრამ მაკვლავწარმოებელი შრომა აწარმოებს ცენტრალურ კაპიტალისტურ საქონელს – სამუშაო ძალას, ამას აწარმოებს ჯანმრთელი და ფუნქციული მუშის ჩამოყალიბებით.

დალაკოსტა ამბობს რომ რადგან ქალი აწარმოებს კაპიტალისტისთვის საჭირო ფუნდამენტურ საქონელს მას ხელთ უბყრია ფუნდამენტური სოციალური ძალა : მას უარი შეუძლია თქვას წარმოებაზე. სწორედ ესაა წინააღმდეგობა რაც უნდა ვიპოვოთ, რაც აიდენტიფიცირებს ქალის ემოციურ და ფიზიკურ შრომას შრომად. ფორტუნატი ამბობს რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალი და დიასახლისი კაპიტალთან გაშუალებულია მამაკაცით. რაცარუნდა ობიექტური ინტერესი არსებობდეს ქალებისა და მამაკაცების რომ ერთად ებრძოლონ კაპიტალს, მათ შორის მაინც იქნება სუბორდინაცია რაც საბოლოო ჯამში წარმოუდგენელს ხდის პროლეტარიატის ტოტალურ ბრძოლას. ფორტუნატი ამტკიცებს რომ მხოლოდ არაჰეტერონორმატიულ კავშირებს აქვთ რადიკალური პოტენციალი არ იყვნენ კომფორმულები ოჯახის მოდელის მიმართ და არ დაუკავშირდნენ ერთმანეთს იმ წარმოება/კვლავწარმოების ფორმით რასაც კაპიტალისტი სთავაზობს. რადგან კაპიტალისტი დირექტიულად ვერ დაარეგულირებს საშინაო შრომას, ამისი ნორმალიზების როლი სახელმწიფოს აქვს აღებული. ფორტუნატი წერს რომ თუ კაპიტალისტსა და მუშას შორის კონტროლი პირდაპირია დიასახლისსა და კაპიტალისტს შორის არაპირდაპირია, ამ დროს ერევა სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ეწევა ნორმალიზებასა და ორგანიზებას ისეთი სოცილური წესრიგის სადაც ქალი როგორც მაკვლავწარმოებელი დიასახლისი გვევლინება. რა მეთოდებია რასაც სახელმწიფო იყენებს? ქალის ბუნებრივი წარმოების იარაღის – მისი საშოს კონტროლი კანონმდებლობით. მისი სექსუალობის კონტროლი კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობის რეგულირების საშუალებით.