ავტორი: ემა დოულინგი, 13 თებერვალი, 2016
მთარგმნელი: ანა კამლაძე

 

ისინი ამას სიყვარულს უწოდებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ესაა აუნაზღაურებელი შრომა.

ისინი ამას ფრიგიდულობად მოიხსენიებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს აბსენტიზმია.

ყოველი მუცლის მოშლა არის სამუშაო ტრავმა.

ვკითხულობთ სილვია ფედერიჩის მიერ 1975 წელს დაწერილ პამფლეტში ,,ანაზღაურება საშინაო საქმისთვის.’’ ,,ყველა ჩვენგანი დიასახლისია, რადგანაც, არ აქვს მნიშვნელობა თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ, ისინი მუდამ ელიან, რომ ჩვენ მეტ შრომას გავწევთ, ჩვენ ვუფრთხით, წამოვაყენოთ საკუთარი მოთხოვნები, ნაკლებია მათთვის ფულის მოთხოვნის წნეხი, რადგანაც ჩვენი გონება სხვა მხარესაა მიმართული, იმისკენ, რომ კაცი ,,ჩვენზე იზრუნებს’’ ჩვენს აწმყოში ანდა მომავალში.’’

ზრუნვა იმისათვის, რომ იზრუნონ – ეს იყო ჰეტერონორმატიული სიყვარულის შეთანხმება. რომანტიული იდეალის ჩანაცვლება საშინაო კონტრაქტით, ჰეტეროსექსუალი წყვილის ორივე მხარეს შორის. ორივე პარტნიორი ურთიერთობას ამყარებდა გენდერული ბაზისის მიხედვით, ეს რეპროდუქციული შეთანხმებაა: ქალი მოამზადებდა საკვებს, ექნებოდა სექსი, გააჩენდა ბავშვებს და იზრუნებდა მათზე, კაცი კი გადაიხდიდა გადასახადებს და შეასრულებდა თავის, როგორც მზრუნველის როლს – შედეგად კი ექნებოდა მოლოდინი, რომ მასზე უნდა ეზრუნათ. სექსუალური რევოლუციისა და 1960-იანი წლების სოციალური ცვლილებების ჯაჭვის შემდგომ, ფემინისტურმა და ქვიარ ბრძოლებმა გამოიწვია ამ მოწყობის უთანასწორობა და ამავდროულად, სასურველობა – ქალის საშინაო საქმე დანახულ იქნა როგორც ,,სასიყვარულო შრომა’’, რომელიც არ იმსახურებდა დაჯილდოებას, ხოლო კაცის შრომა სახლის გარეთ, მას უქმნიდა სოციალურ აგენტობასა და ძალაუფლებას სახლში, ხელფასის ქონიდან გამომდინარე.

სახელმწიფოსა და ეკონომიკის ნეოლიბერალურმა მოწყობამ, მომსახურების ინდუსტრიის აყვავებასთან ერთად, რომელშიც ქალთა დიდი რიცხვი საქმდება (ხშირად, დაბალანაზღაურებად) სამუშაოზე, შეასუსტა რეპროდუქციული შეთანხმება. თუკი რაღაც კუთხით, ბირთვული ოჯახის შეთანხმება დაიმსხვრა, ის მთლად არ გამქრალა, მისი შემადგენელი ნაწილები იქცა ფრაგმენტულად და გაჩნდა ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი მშრომელები. მიგრანტი დამლაგებლები, ძიძები და წყვილები, სექს-მუშაკები და ფსიქოთერაპევტები ანგრევენ საშუალო კლასის მითს, თვითკმარი წყვილების შესახებ. და დღესაც, კვლავაც ქალები არიან ამ ტიპის სამუშაოზე დასაქმებულნი. როგორც ერლი ჰოჰშილდმა დაწერა 1984 წელს გამოშვებულ წიგნში ,,მორჯულებული გული’’, ქალებმა ისწავლეს საკუთარ გრძნობებს ინსტრუმენტულად მიუდგნენ. ეს უნარებია იმის განმაპირობებელი, რომ ისინი საქმეს მარტივად აკეთებენ, ყველაზე მეტად ეს მათ ადგებათ სიახლოვის პოლიტეკონომიაში.

ცხოვრებისა და ურთიერთობების არჩევანის მთელი ცხოვრებისეული ციკლი არის უნარის მქონე, დაგვეხმაროს. მოლაპარაკება ვაწარმოოთ ჩვენი ინტიმური ურთიერთობების დროს გაწეული ემოციური შრომისას. ,,სიყვარული’’ მათთვის, ვისაც გადახდის უნარი არ შესწევს, დღევანდელ ნეოლიბერალურ საზოგადოებაში რეპროდუქციული შეთანხმებისგან განცალკევებულია. თუმცა რომანტიკის შეტყობინება ვალენტინობის დღის მიღმა დღემდე ეფუძნება იმედს, რომ არსებობს ვიღაც განსაკუთრებული, რომელიც ჩვენთვის გაჩნდა და სრულგვყოფს. ბევრისათვის, რომანტიული სიყვარულის იდეა რჩება წინამძღვარად ზრუნვისა, რომელიც გრძელდება ცხოვრების განმავლობაში, მოხუცი წლების ჩათვლით და ერთად აწყდებით მატერიალური საჭიროებების რეალობას. ეკონომიკური დაცულობის დაპირება რეპროდუქციული გარიგების მეშვეობით გადადის აფექტურ გამოხატულებებზე იმისა, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს და მათაც უყვარდე: ესაა ხსნა, დანებება.

 

***

დღეს გვეუბნებიან, რომ საკუთარ თავზე თავად ვიზრუნოთ. თუმცა, დიდი ხნის მანძილზე, ქალებისგან მოელოდნენ, რომ სხვაზე ეზრუნათ და სიყვარული გაეცათ, სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად. ასე რომ, საკუთარ თავზე კონცენტრირება, რა გვინდა, რა გვანიჭებს სიამოვნებას, არის უფრო დიდი აგენტობისა და გათავისუფლებისკენ მიმავალი ბილიკის ნაწილი. ორმაგი შებოჭილობა არის ის, რომ ეს ბილიკი გარდატყდება ნეოლიბერალური ინდივიდუალიზმის პრიზმაში და აკუმულაციის იმპერატივში.

ფინანსიალიზაციის ეპოქაში, ყველა ჩვენგანს (არა მხოლოდ ქალებს) უწევს საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადება. ხსნის დაპირება ინვესტიციაში დევს: როგორც ფინანსური კაპიტალი აფართოებს სიმდიდრის მოპოვების მექანიზმებს საზოგადოების გარშემო, ჩვენც, ასევე უნდა გავაკეთოთ ხსნისათვის – და ჩვენი გამორჩენა უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ისაა, რაც შიგნით ჩავდეთ. სადაც პირადი ზრდა და კეთილდღეობა კაპიტალის დაგროვების ლოგიკასთანაა შერწყმული, თვითრეალიზება ნიშნავს ჩვენი უნარის მაქსიმუმამდე გაზრდას ვიყოთ პროდუქტიულები, გავზარდოთ სოციალური, კულტურული და სქესობრივი კაპიტალი. უფრო მეტიც,  სიმკაცრისა და ცუდი სამსახურის ფონზე, ამის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავებზე, იმიტომ რომ ამას სხვა რავინ გააკეთებს. ჩვენ ჩვენივე თავისთვის ვართ ყველაზე მნიშვნელოვანი ქონება.

თუმცა, რაც უფრო მეტად შედის კაპიტალი სოციალურ ცხოვრებაში, მეტად ვაწყდებით ამ ინსტრუმენტალიზაციას: საქონლის ფორმის, გაცვლითი ურთიერთობების, კლიენტის მომსახურებისა და ჩვენი ცხოვრების მოწყობისადმი გაუცხოებას. ჩვენ ვგრძნობთ ამ გაუცხოებას და ვესწრაფვით ავთენტურობას, ნამდვილ, მნიშვნელობის მქონე გამოცდილებებსა და სხვებთან კონტაქტებს. რამხელა იმედგაცრუება და დამღლელია შემდგომ ის, რომ ჩვენი შეხვედრები პარტნიორთან უფრო მეტადაა ტრანზაქციები, რომელშიც ერთმანეთს ვავალებთ საქმეს, დააკმაყოფილოს ის სურვილები, რისი დაკმაყოფილებაც, ჩვენი აზრით, გვჭირდება. ჩვენ გარედან ვიზიდავთ ფრაგმენტულ კმაყოფილებას სხვადასხვა ადამიანისგან, რომლებიც ხდებიან არახელშესახები გამოცდილებების ურთიერთშემცვლელი, ანდა დამაკავშირებელი კვანძები, ინსტრუმენტიზებული და პრეკარიატული ტრანზაქციები მომენტალური აღიარების, ვნების, შერწყმის დევნაში. სხვა ადამიანები ხდებიან მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვზრდით საკუთარ შესაძლებლობებს, ვიმოქმედოთ.

ჩვენი სწრაფვა ავთენტურობისკენ განაგრძობს რომანტიული სიყვარულის ძიების წახალისებას. ჩვენ ახლა თავისუფლება გაგვაჩნია მას მივდიოთ, თუმცა ჩვენ ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს სხვების მუდმივ დევნაში, ბევრი სხვა ვინმეს დევნაში, ვერ ვიკმაყოფილებთ საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებს. არასდროს შეჩერდეთ ერთ ადამიანზე, გეშინოდეთ, რომ იგი საკმარისი არ იქნება. გეშინოდეთ, რომ თქვენ არ იქნებით საკმარისი. ამ საოცარ ახალ სამყაროში რომელიც სავსეა ალგორითმული აპლიკაციებით და ონლაინ ხელსაწყოებით ურთიერთობების დასამყარებლად, ყოველთვის არსებობს მეტი, სხვა, უკეთესი ვარიანტი, რომელსაც აირჩევ. ჩვენ არასოდეს ვართ საკმარისად კარგები სხვისთვის და ასეა ნებისმიერი სხვა ჩვენთვის. თანამედროვე სასიყვარულო ინდუსტრიის არჩევანის ეკონომიაში, ყოველთვის არსებობს ადგილი უკეთესობებისთვის, რაიმე ახალი და განსაკუთრებულისთვის. არაადექვატურობის ონტოლოგია ყველგან თან გვდევს და არ გვაძლევს საშუალებას, ცხოვრებით დავტკბეთ. არსებობს ღელვა, პანიკა, რომელიც გვითრევს.

 

***

დღის ექვსის 15 წუთია, სულ ცოტაც და ლონდონის ცენტრალურ ხაზზე პიკის საათი დაიწყება. ვთავსდები ახალგაზრდა ქალის გვერდით, რომელიც ჟურნალს კითხულობს. მარჯვენა ზედა კუთხეში ვარდისფრად გამუქებული ხაზი გვირჩევს ,,ვჭამოთ როგორც’’ რომელიმე ცნობილმა სახემ. იმ ადგილიდან, სადაც ვზივარ, შემიძლია დავლანდო ფერად ტანზე მოტმასნილ კაბაში გამოწყობილი ქალის ფიგურა, რომელიც გაზეთის ამ კუთხეს ჩაჰკირკიტებს. ჩემი უეცარი ფიქრი ეხება იმას, როგორაა საკვები, რომელიც საზრდოს, სიამოვნებასა და საკუთარ თავზე ზრუნვას გულისმხობს, ქცეული კონტროლის ინსტრუმენტად. საკვები და მისი შემადგენლობა აღელვებისა და შიშების წყარო ხდება, არა მხოლოდ ჩვენი ფიგურისა და კომპლექსების, არამედ ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც. რა თქმა უნდა, ეს წუხილები გადაჯაჭვულია სასურველობის კულტურასთან, სადაც სელებრითების უდიდესი რაოდენობის ჩანაცვლება სხვა რიგში მყოფებით მარტივადაა შესაძლებელი. ჭამე ამ ან იმ ცნობილი ადამიანივით და კარგ ფორმაში იქნები, თავს კარგად და სასურველად იგრძნობ! და რა თქმა უნდა, იყიდე ჟურნალი, რომელიც მიგითითებს, თუ როგორ გახდე წარმატებული.

თუმცა, არც ერთი ეს სარეკლამო რიტუალი არაა რაიმე ახალი და მთელი ინდუსტრია ილტვის დაპირების შესრულებისკენ, შიშის ფონზე – სასიყვარულო შრომის დაკარგვის შიშის. ამ დისკურსებში ახალია ის, რომ ენამოსწრებულობით მიგვანიშნებენ ,,სისუფთავეზე’’. სავაჭრო ცენტრის კოსმეტიკის განყოფილებაში ნანახი ერთ-ერთი ბრენდული სახის საცხს აწერია, რომ ესაა ბაზარზე ,,ყველაზე სუფთა’’ პროდუქტი, ანუ მას არ აქვს ქიმიური დანამატები. მოგვიანებით, მეგობარმა ჩემთან ახსენა, რომ ის ,,სუფთად’’ იკვებებოდა, რაშიც გულისხმობდა თავის მცდელობებს, ეჭამა ჯანსაღად, განსაკუთრებით კი ეყიდა საკვები, რომელიც შეიცავდა რაიმე ტიპის დანამატებს.

იმათთვის, რომლებიც სოციალურ მედიაში ჰეშთეგებს იყენებენ, #cleaneating და სხვა მსგავსი ტრენდები ნაცნობი იქნება. საიდან მოვიდა ეს და რისი თქმა შეუძლია ჩვენთვის იმის შესახებ, თუ როგორ ვზრუნავთ საკუთარ თავებზე? სისუფთავის ენა მიუთითებს წუხილზე, რომელიც მხოლოდ გარეგნულად მიმზიდველ ფორმაში ყოფნას ერთვის, ჩვენი გარეგნობით ვადგენთ ღირებულებას, თუ როგორ წარმოვადგენთ საკუთარ თავებს სხვებთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არ ეხება იმას, როგორები ვართ ,,გარედან’’, არამედ იმას, თუ როგორები ვართ ,,შიგნიდან.’’ უფრო მეტიც, იყო ჯანმრთელი არ ანაცვლებს მიმზიდველ გარეგნობას, ზრდის მიმზიდველობას ჩვენს შიგნით.

არსებობს რაღაც შემზარავი იმაში, თუ როგორ შემოგვეპარა სისუფთავის ტერმინი ჩვენს ბოლოდროინდელ დისკურსებში. მას თავისებური სავალდებულოობის ექო აქვს, შეხსენება ნევრული ანდა პარანოიდული საჭიროებისა, რომ მოიშორო ჭუჭყი ანდა ნებისმიერი სახის არეულობა, რაც გარს გარტყია. ხშირად ნევროზის ეს ფორმა შეცვლილ აქტივობაში გამოიყატება: მცდელობა, შეინარჩუნო ანდა ხელახლა შეიძინო კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. მარკეტინგის მიღმა, ეს მიმდინარე პრობლემა სისუფთავესთან დაკავშირებით აჩენს გენერალიზებულ ღელვას, რომელიც გამოწვეულია კონტროლის დაკარგვის შიშისგან.

 

***

იქნებ სწორედ ეს იგულისხმა ჟილ დელოზმა, მის წინასწარმეტყველურ დაკვირვებაში რომ დისციპლინარული საზოგადოება კონტროლის საზოგადოებად გარდაიქმნება? 1992 წელს გამოსული „კონტროლის საზოგადოებების’’ მცირე დანართში, დელოზი განიხილავს გადასვლას საზოგადოებიდან, რომელიც დისციპლინირებული ძალით ხასიათდება (რომლის ანალიზიც შემოვთავაზა ფუკომ „დისციპლინა და სასჯელში’’). ეს ძალა ოპერირებს ისეთი ინსტიტუტების დახმარებით, როგორიცაა სკოლა, ეკლესია, ქარხნები და ციხე. დელოზის თანახმად, ასეთი ძალაუფლება მოგვიანებით გადმოვიდა ამ ჩარჩოებიდან და მეტად გავრცელდა. დღეს, ეს ძალაუფლება ნებაზეა მიშვებული და ჩვენზე უამრავი სხვადსხვა გზით ვრცელდება.

დელოზი აღნიშნავს, რომ ჩვენ მოდულირებულები ვართ რათა დავემორჩილოთ და ვაწარმოოთ ეკონომიკური ღირებულება. ტერმინი „მოდულაცია’’ მიანიშნებს ქცევისა და აზროვნების უფრო შეუმჩნეველ კონტროლზე, რომელიც ცნობიერების ველს არღვევს ოპერირებს ზედა დონეებზე, სადაც ჩვენი აღქმა და აზროვნება ფუნქციონირებს. მოდულაციის მიზანია ადამიანის, ქმედებებისა თუ ურთიერთობების ოპტიმიზების მიზნით სხვადასხვა ფაქტორების დარეგულირება. საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც ისე ვიქცევით, რომ მოგება ვნახოთ. თუ ამ სიტყვის ეტიმოლოგიას ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ, რომ მოდულირება კნინობითი ფორმაა ლათინური სიტყვისა „modus”, რომელიც გაზომვას ნიშნავს.

ერთ-ერთ ესეში, დელოზი ახსენებს არა მარტო რიცხვითი მონაცემებისა და კომპიუტერების, არამედ თავისუფალი გაცვლითი კურსის სამყაროსაც. ჩვენ ვითვლით ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, რას ვაღწევთ მუდმივ რეიტინგებში და გაზომვად შედეგებში, რაც შეიძლება შემდგომ შემოტრიალდეს ფინანსური ბაზრების მეშვეობით დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით.

გაზომვადობის სანქცირება არ ეყრდნობა მხოლოდ იმას, თუ რა იყო უკვე წარმოებული. მნიშვნელოვანია, რომ საზომების ზრდა ფართოდაა დაკავშირებული მძიმე ზეწოლასთან იყო უფრო ეფექტური, უფრო პროდუქტიული, არა მხოლოდ შეეგებო, არამედ წარმოშვა სამომავლო სამიზნეები – იფიქრო მხოლოდ საკვანძო ინდიკატორებზე. რაოდენობის წნეხი ჩვენზე გვაიძულებს ვილტვოდეთ იმისკენ, რასაც გვისახავენ დამსაქმებლები, ინვესტორები. ასე მონაცვლეობს ჩვენი წუხილები ზედაპირიდან სიღრმეში. საზომი კვლავ განხორციელებადობაა, მაგრამ ჩვენ თავად არ ვახდენთ საკუთარი ქმედების რეპრეზენტაციას. ნაცვლად ამისა, ჩვენი ქმედების რიცხოვნობა ჩვენს ნაცვლად ამბობს სიმართლეს. და უფრო მეტად რაოდენობრივი ინფორმაცია ჩვენი სხეულებისა და შედეგების შესახებ, ჩვენი შეგრძნება კონტროლისა საკუთარ ცხოვრებაზე ძლიერდება, მაგრამ ამავდროულად, ჩნდება შეგრძნება, რომ ის უფრო მეტად აბსტრაქტული ხდება, რადგანაც ჩვენ უფრო მეტად ვეფლობით სამყაროში, რომელიც გვთავაზობს დაგვეხმაროს კონტროლის აღდგენაში.

ამ ფსიქიკურ შემოტევებს, სამუშაო ადგილებზე ცხადად ვგრძნობთ.  კაპიტალის მიმდინარე კრიზისი  მხრებზე აწვება ყოველდღიურ სამუშაო ადგილებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს. გიბრძანებენ რომ იყო მეტად პროდუქტიული ნაკლებ დროში, ნაკლებად დაცულ სამუშაოზე, ნაკლებად მზრუნველ სახელმწიფოში, რომელიც დაგვიცავს თუ ავად გავხდებით ან სხვანაირად გაგვიჭირდება. ასე ჩვენ მეტად სახიფათონი ვართ. როცა ეს მოხდება უფრო მეტს ვინერვიულებთ იმაზე თუ რა დაგვემართება, როცა პროდუქტიულები არ ვიქნებით.

 

***

როცა საქმე სიყვარულზე მიდგება, შრომის იდეოლოგია გვიბიძგებს არა მარტო გვიყვარდეს, არამედ გვიყვარდეს უკეთ. არეულობა მიმზიდველი არ არის;  ჩვენ გვინდა ისეთი ინტიმური ურთიერთობები, სადაც სხვა ადამიანებთან არ ვახსენებთ ჩვენს „არეულობებს’’, მოუშუშებელ ტრავმებს და დრამებს. ვცდილობთ ჩვენი „არეულობა’’ ისე დავამუშავოთ, რომ განვსაზღვროთ საჭიროებები, სურვილები, შევადგინოთ და დავსახოთ საზღვრები და ავირჩიოთ ვისთან და როგორი ურთიერთობა გვქონდეს. ერთი შეხედვით ეს ინდივიდიზაციაა – იცოდე როგორ დაამყარო ჯანსაღი კავშირები. მაგრამ ინდივიდიზაციის გარდამქმნელი ძალა ხშირად იცვლება ხოლმე, როცა საქმე ინდივიდუალისტურ საზოგადოებასთან გვაქვს.

ვისაც შესაძლებლობა აქვს გაუმკლავდეს რეპროდუქციული შრომის ქაოტურობას, მან უკვე გადააბარა გარკვეული ვალდებულებები ტექნოლოგიას და სხვებს, ვისი ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი დახმარება კვლავწარმოების შრომაში მათ აძლევს საშუალებას, მისდიონ რომანტიული სიყვარულის იდეას. იკვრება ,,სუფთად’’ კვების, ცხოვრებისა და სიყვარულის მთლიანი პაკეტი, ინდივიდუალიზმის იდეოლოგიაში: ჩვენი ავტონომიური პიროვნებები, თვითკმარი ატომები, სამყაროში დაცურავს, ერთმანეთში არ იხლართება. სუფთა, მოწესრიგებული სელფები ერთმანეთთან ურთიერთობს და გვეხმარება შევიგრძნოთ, ვიმოქმედოთ, გამოვცადოთ, გავიგოთ ვინ გვინდა გავხდეთ.

როდესაც ჩვენ მივესყიდებით ურთიერთობაში ავტონომიური აგენტების იდეას, ჩვენ ვივიწყებთ ემოციურ და აფექტურ შრომას, რომელიც იხარჯება ურთიერთობის შენებისა და შენარჩუნების პროცესში. ჩვენ ვივიწყებთ ფაქტს, რომ ურთიერთობები მყარდება ადამიანებს შორის და ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ურთიერთობაზე, თუმცა ჩვენ კარგად უნდა დავუკვირდეთ, რა ტიპის სამუშაო სრულდება, როგორ და ვის მიერ.

სიყვარული უსასყიდლო არაა, ზოგ ადამიანს კი გაცილებით მეტის გადახდა უწევს. ქალები ხშირად აღმოაჩენენ, რომ უფრო მეტს მუშაობენ, უფრო მეტ ემოციურ და აფექტურ შრომას სწევენ ინტიმურობის პოლიტიკურ ეკონომიკაში: ესაა პასუხისმგებლობების აღება საქმეზე, ღელვის კონტროლი, დაძაბულობის განმუხტვა და ვალიდურობის მინიჭება. ესაა ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც გენდერულად კვლავწარმოებადი შეთანხმება თვითპასუხისმგებლობაშია გადაზრდილი.

ჰეტეროსექსუალ წყვილებში ემოციური შრომის არათანაბარი გადანაწილება, იმ დროის გამოძახილია, როცა კაცები ოჯახის მატერიალურ სტრუქტურას აკონტროლებდნენ, სანამ ქალების შრომა იყო დაუფასებელი და აუნაზღაურებელი. მეტიც, ნეოლიბერალური მითი თავისუფალ, დამოუკიდებელ ინდივიდზე, არ შეესაბამება სოციალური ურთიერთდამოკიდებულების რეალობას და ნიღბავს სტრუქტურულ უთანასწორობას.

ქალები, განსაკუთრებით კი შავკანიანები, მუშათა კლასის წარმომადგენლები, ქვიარები და ტრანსგენდერები მეტად აწყდებიან ბარიერებს და მოთხოვნებს „გათავისუფლების’’ გზაზე. უფრო მეტიც, გაბატონებული გენდერული ნორმები ნიშნავს იმას, რომ ქალები ჩვენს ემოციებთან ინსტრუმენტალიზებულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ: ჩვენ მუდამ ვმუშაობთ იმაზე, რომ საკუთარი თავი განვაახლოთ იქამდე, რაც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ იმისთვის, რომ მივიღოთ რაც გვსურს. მაგრამ ვიდრე აგენტობა და არჩევანი აღიარებული იქნება, ეს არ უნდა მოხდეს გენდერული, რასობრივი და კლასობრივი სირთულეების იგნორირებით საზოგადოებაში. სიყვარულისა და სიახლოვის პოლიტიკური ეკონომიის აღმოჩენა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ჩვენი სოციალური ურთიერთობები საჭიროებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას. ეს ასევე ნიშნავს შრომის სოციალური ორგანიზების ემოციური და აფექტური დაყოფის ამოცნობას. ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვა, თუ ვინ ასრულებს სამუშაოს, ვის ძალუძს გამოხატოს საკუთარი საჭიროებები და სურვილები და ვისი სურვილებია შესმენილი და დაკმაყოფილებული.

ჩვენ ასევე უნდა დავსვათ შეკითხვა, თუ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს ფინანსიალიზაციასა და მკაცრ პირობებში, როდესაც ეს ყოველივე ჩვენს სოციალურ კვლავწარმოებას ესხმის თავს, ზრუნვის სამუშაოს აქცევს ბებიობად, ქალიშვილობად, მეგობრობად და დობად. კაპიტალი არა მხოლოდ თავს გვახვევს მისი აკუმულაციის შფოთს, არამედ ასევე მას არ აქვს სურვილი გადაიხადოს ჩვენი შრომითი ძალის კვლავწარმოებისთვის ანდა შექმნას პირობების სტაბილურობა, რომელშიც ეს ხდება. ჩვენი შრომითი აქტივობები ფემინიზებული ხდება, რათა აღიარებულ იქნას, როგორც არაანაზღაურებადი, თითქოს ყველანი ,,ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს’’, ვართ მოქნილი მშრომელები, ანდა ბოლომდე ვიხარჯებით და ვწვალობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქმე გასაკეთებელია. ამავდროულად, ბიუჯეტები ნაწილდება ჯანდაცვაზე და განათლებაზე, სახელმწიფო საჯარო სექტორში მოღვაწეობს, ჩნდება სიცარიელე, რომელსაც მალევე უწევს ექსპლუატაციას კერძო კაპიტალი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ეს ძალაუფლება არაპროპორციულად უპირისპირდება ქალებს, რომლებიც კაპიტალიზმის კრიზისებს თავად ავსებენ.

 

***

რას ნიშნავს ემოციური შრომის აღიარება? უნდა ავიღოთ თუ არა თანხა ურთიერთობების ქონის გამო? ეგრეთწოდებული ,,გაზიარების ეკონომიის’’ ზრდასთან ერთად, გაიზარდა შემთხვევები, როდესაც ჩვენი სოციალური და აფექტური ურთიერთობების სხვადასხვა კომპონენტი იფუთება, როგორც პროდუქტი, რათა მოგვეწოდოს, მოგვეყიდოს. ეს აჩქარებს გაცვლითი ურთიერთობების ტრანზაქციულ ხასიათს, რომელიც კარუსელივით ტრიალებს და კომპენსაციის დამსახურებისამებრ გაცემას ემყარება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ,,ანაზღაურება საშინაო საქმისთვის’’ მხოლოდ ნაწილობრივ მიემართებოდა ანაზღაურების საკითხს: ამის მიზანი იყო ჩვენება, რომ ქალის რეპროდუქციული შრომა კაპიტალის მიერ ანაზღაურებული არ იყო იმიტომ, რომ ეს ჭარბი მოგების წყაროს წარმოადგენდა. საკითხი ახლაც და მაშინაც მდგომარეობდა იმაში, რომ გამოვიწვიოთ და გარდავქმნათ გზები, რომელთა მიხედვითაც შრომა ორგანიზდება და ვრცელდება, ისევე როგორც ურთიერთობები, რომლებიც ამის საფუძველია. პირადი პოლიტიკურია. რაც უფრო იზრდება ჩვენი მატერიალური პრეკარიატობა, სასიყვარულო ურთიერთობებში პრეკარიატულობის უკუგდება დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა, რათა დაიწყოს მძლავრი წინაარმდეგობა და ამასთან ერთად გაჩნდეს სხვა, ზრუნვისა და სიყვარულის სამყაროები.

ქალთა მზერის თარგმანების ფინანსური მხარდამჭერა: ახალგაზრდა ფემინისტური ფონდი ფრიდა