აუნაზღაურებელი შრომის გენდერული დაყოფა
თავი I
აუნაზღაურებად მზრუნველობით შრომას მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს ქვეყნების ეკონომიკაში, აგრეთვე ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ კეთილდღეობაში. აუნაზღაურებადი მზრუნველები მთელ მსოფლიოში აკმაყოფილებენ ზრუნვის საჭიროებების უმრავლესობას. თუმცა, მათი აუნაზღაურებადი შრომა ძირითადად უჩინარი, უგულვებელყოფილი, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაუთვალისწინებელი რჩება. 64 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე დადგენილი შეფასებები (რაც წარმოადგენს მსოფლიოს შრომით ასაკში მყოფი მოსახლეობის 66.9 პროცენტს) აჩვენებს, რომ 16.4 მილიარდი საათი იხარჯება ყოველ დღე აუნაზღაურებად მზრუნველობით შრომაში. ეს ტოლფასია 2.0 მილიარდ ადამიანის, რომელიც დღეში 8 საათს მუშაობს ანაზღაურების გარეშე. ეს შრომა რომ შეფასებულიყო საათობრივი მინიმალური ხელფასის საფუძველზე, გლობალური მშპ-ს 9 პროცენტი იქნებოდა, რაც 11 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი 2011). აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომის უმრავლესობა მოიცავს საყოფაცხოვრებო შრომას (81,8 პროცენტი), რასაც მოსდევს პირდაპირი პირადი ზრუნვა (13,0 პროცენტი) და მოხალისეობრივი სამუშაო (5,2 პროცენტი).
მთელ მსოფლიოში, გამონაკლისის გარეშე, ქალები ასრულებენ აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომის სამ მეოთხედს, იგივე გათვალისწინებული საათების 76,2 პროცენტს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ქალი და კაცი არ ასრულებს თანაბრად აუნაზღაურებადი მზრუნველობით შრომას. ქალები საშუალოდ 3,2-ჯერ მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებად მზრუნველობით შრომას ვიდრე კაცები: დღეში 4 საათი და 25 წუთი, კაცების 1 საათ და 23 წუთთან შედარებით. ერთი წლის განმავლობაში, ქალებისთვის ეს არის 201 სამუშაო დღე (რვა საათიანი), კაცების 63 სამუშაო დღესთან შედარებით. ქალები უფრო მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომის შესრულებაზე, ვიდრე კაცები ყველა რეგიონში, ამერიკის ქვეყნებში 1,7-ჯერ, არაბულ ქვეყნებში კი 4,7 ჯერ მეტს. გლობალური მასშტაბით, აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომა ყველაზე ინტენსიურია საშუალო შემოსავლის ქვეყნებში მცხოვრები გოგონებისა და ქალებისათვის, განსაკუთრებით დაქორწინებულთათვის და ზრდასრულებისთვის, დაბალი საგანმანათლებლო მიღწევების მქონეთათვის, სოფლად მცხოვრებლებისთვის და სასკოლო ასაკის ბავშვების მყოლელთათვის.
ქალთა ანაზღაურებადი სამუშაო ავტომატურად არ გარდაქმნის აუნაზღაურებელი შრომის გენდერულ დაყოფას. სხვადასხვა რეგიონებს და შემოსავლის მქონე ჯგუფებში, როდესაც ანაზღაურებაზე ან მოგებაზე ორიენტირებული სამუშაოს და აუნაზღაურებადი შრომის ერთად გათვალისწინება ხდება, სამუშაო დღე ქალებისთვის საშუალოდ უფრო გრძელია (7 საათი და 28 წუთი), ვიდრე კაცებისთვის (6 საათი და 44 წუთი), ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავების მიუხედავად (იხ. სურათი 2). ეს ქალებს მუდმივად დროის ნაკლებობას უჩენს კაცებთან შედარებით, სამუშაო საათებზე შესწორების შემდეგაც კი. გარდა ამისა, აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომის სიმძიმემ და გადაჭარბებულმა ოდენობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ოპტიმალური ზრუნვის სტრატეგიების შემუშავებას, რაც საზიანო იქნება ზრუნვის მიმღებებისთვის (ჩვილები, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ხანდაზმული პირები), ასევე თვითონ აუნაზღაურებადი მზრუნველთათვის.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ზოგიერთ ქვეყანაში გაიზარდა კაცთა წვლილი აუნაზღაურებად მზრუნველობით შრომაში. მიუხედავად ამისა, 1997 – 2012 წლებში, გენდერული სხვაობა აუნაზღაურებადი ზრუნვით დაკავებული დრო შემცირდა მხოლოდ 7 წუთით (1 საათიდან 49 წუთიდან 1 საათამდე და 42 წუთამდე) 23 ქვეყანაში არსებული დროზე დამოკიდებული ამსახველი მონაცემების მიხედვით. ამ ტემპით, მოცემულ ქვეყნებში აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომაში გენდერული სხვაობის აღმოფხვრას 210 წელი დასჭირდება (ანუ 2228 წლამდე). ამ ცვლილებების გაყინული ტემპი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეჭვქვეშ აყენებს წარსული და ამჟამინდელი პოლიტიკის ეფექტურობას აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომის მასშტაბისა და განაწილების საკითხში.
თარგმანი: Care Work And Care Jobs For The Future Of Decent Work by ILO