Category Archives: ბლოგები

selective-abortion

სელექციური აბორტი, როგორც გენდერციდი საქართველოში

ავტორი: ეკა დარბაიძე; პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი შესავალი   მიუხედავად ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯებისა, სამწუხაროდ გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გაეროს მოსახლეობის ფონდის შეფასებით, აღნიშნული პრობლემა საქართველოში საგანგაშოა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სელექციური აბორტის თემას ეხება. ტერმინი „გენდერული სელექცია“,

diagrama 3

ქალთა ჯანდაცვის პრობლემები – კვლევის მიმოხილვა

საქართველოში მოქმედი ჯანდაცვის სისტემის ზოგადი პრობლემები მეტნაკლებად ცნობილია მოსახლეობისთვის, თუმცა ამ ჯანდაცვაში არსებული პრობლემების გენდერული ანალიზი საკმაოდ რთული მოსაძიებელია. კერძოდ კი – ინფორმაცია, თუ რა რეალურ გამოწვევებს აწყდებიან სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი  ქალები ჯანდაცვის სისტემით სარგებლობისას. ის ფაქტი, რომ ქალთა შემოსავალი მამაკაცთა შემოსავალზე

24825986_1883197651708812_1778518092_o

ნეოლიბერალური პოლიტიკის გავლენა ჭიათურაზე – ეკა დარბაიძე

„შავი ოქროს ქალაქი“, ასე იცნობდნენ ჭიათურას საბჭოთა კავშირში. ქალაქი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ ხმაურიან და სიცოცხლით სავსე ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა, დღეს მივიწყებულია და მარტო უწევს ბრძოლა გადარჩენისათვის. ჭიათურის შესასვლელში, რაც ადამიანის ყურადღებას იპყრობს, ეს საბჭოთა დროინდელი ნახევრად ჩამონგრეული და დაჟანგული ინფრასტრუქტურა, ქუჩებში, გზის პირებზე, მწვანე

22117661_1228495343928686_655754789_o

ფალოცენტრიზმი მედიცინაში და არამარტო – თამარ ფონიავა

ენდომეტრიოზი იმ ღამეულ მონსტრს ჰგავს, რომელიც არავინ იცის საიდან ან როდის გამოჩნდება ქალის ცხოვრებაში. მის შესახებ არ საუბრობენ, როგორც ლორდ ვოლდემორტზე; მოულოდნელად, არსაიდან გამოჩნდება, მტკივნეულ კლანჭებს ჩაგავლებს და მშვიდობით ნორმალურო ცხოვრებავ, სამუდამოდ. სახელიც როგორი შემზარავი აქვს-ენდომეტრიოზი. რაც უფრო ხშირად ვიმეორებ მით უფრო მეზიზღება. უძველესი წყევლასავითაა.

aak6s4aycvng1j53kzel

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: საქართველო და ევროპული ქვეყნების გამოცდილება – ეკა დარბაიძე

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: საქართველო და ევროპული ქვეყნების გამოცდილება ავტორი: ეკა დარბაიძე; პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი. მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში გვიწევს ცხოვრება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების, განვითარებისა და სოციალური წინსვლის ერადაა მიჩნეული, სამწუხაროდ კვლავ აქტუალური რჩება ისეთ საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიებაზე ფიქრი, როგორიც

politika_she_wall_2-01-1-e1456141421714

გენდერული კვოტირების სისტემის დანერგვის აუცილებლობის საკითხი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში – ეკა დარბაიძე

ეკა დარბაიძე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი   ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების დაცვა და ქალებისათვის შესაბამისი ხელშეწყობა, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ – პოლიტიკურ საქმიანობაში. აღნიშნული პრობლემის დაძლევა კი სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების დახმარების გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

22117661_1228495343928686_655754789_o

ცოტა რამ მენსტრუაციაზე – თამარ ფონიავა

‘’მენ-სტრუ-ა-ცი-ა“ ‘’მენ-სტრუ-ა-ცი-ა“ ვიმეორებ მანტრასავით, რათა მოვიშინაურო ეს სიტყვა. დიდი დრო უნდა და ბევრი პრაქტიკა  ხმამაღლა რომ წარმოთქვა, შეფაკლული ლოყებისა და უხერხული პოზის გარეშე. რატომ ეშინიათ ქალებს მენსტურაციაზე ხმამაღლა საუბრის? ბევრი ქალი ჰიგიენურ საფენებს ისე ყიდულობს, როგორც ნარკოტიკებს ყიდულობენ ამერიკულ “ბოევიკებში” ქუჩის ცუდი ბიჭები: საუბრობ ხმადაბლა

jb-1

არის თუ არა პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია გამოსავალი – მარიამ ჭიღიტაშვილი

  დღეს, მთელს მსოფლიოში პროსტიტუციაზე მიმდინარე დებატები ეხება საკითხს – უნდა მოხდეს თუ არა პროსტიტუციის დეკრიმინალიზება. სექს-მუშაკები, ფემინისტები თუ უფლებდამცველები თანხმდებიან, რომ თავად პროსტიტუციაში ჩართული ქალები არ უნდა იყვნენ კრიმინალიზებულნი. საკითხი დგას ასე: უნდა მოხდეს თუ არა კლიენტების და მესამე მხარის საქმიანობის დეკრიმინალიზებაც. ანუ არჩევანი

10308130_1744519605777081_7382519762691662426_n

შეზღუდული საგანმანათლებლო გარემო უსინათლო ქალებისთვის – ესმა გუმბერიძე

დავიბადე ქუთაისში. სკოლის დაწყება ცოტა გვიან მომიწია, 8 წლის ასაკში, რადგან  ჩემმა ოჯახმა თბილისში, საქართველოში არსებულ ერთადერთ უსინათლოთა სპეციალიზებულ სკოლასთან ახლოს, გადმოსვლა გვიან მოახერხა. დედას ჩემი დაბადების შემდეგ აღარ უმუშავია. განათლებით დაწყებითი კლასების პედაგოგია, ამიტომ წერა, კითხვა და მათემატიკა მან მასწავლა. სკოლაში 2002 წელს შევედი,

21074194_828899573956743_1133221600_n

შეიყვარე შენი სხეული – რუსუდან სარხანიძე

ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, მე დავიბადე აჭარაში, ბათუმში, კლასიკურ ტრადიციულ ოჯახში. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, დაბადებიდანვე განსაზღვრული იყო ყველაფერი. დაბადებიდან ოჯახი, მეზობლები, კაცები და ქალები, უცნობი ადამიანები მასწავლიდნენ როგორ გავმხდარიყავი “ქალი”. ისინი მიდგენდნენ ზომას, წონას, სიგრძეს, ფერს, აზრს, შეხედულებას, ქცევას და სულ მახსენებდნენ, რომ გოგო ვიყავი, რომ