ანაზღაურებადი ზრუნვის სექტორში დასაქმებული ქალების მაგალითზე

აბსტრაქტი 

ზრუნვის სექტორი და მასში დასაქმებული ადამიანების, განსაკუთრებით კი ქალების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს, პრობლემურია ის, თუ რამდენად აღიარებული და დაფასებულია ის შრომა, რომელსაც ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები წევენ, როგორია მათი ანაზღაურება, შრომის პირობები და ა.შ. თუმცა მეორე მხრივ მნიშვნელოვანი და ნაკლებად შესწავლილია მათ მიერ გაწეული ემოციური შრ ომის ზეგავლენები მათი ყოველდღიურობაზე, ცხოვრების ხარისხსა და განვითარებაზე. 

    წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის გამოკვლევა, ჩვენს რეალობაში,  ანაზღაურებადი ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების საქმიანობის რა წილი უკავია ემოციურ შრომას, როგორ ზემოქმედებს უკანასკნელ მათი ცხოვრების ხარისხზე და რა პოზიტიური, თუ ნეგატიური შედეგები მოაქვს მათთვის საკუთარ საქმიანობაში ჩადებულ ემოციურ რესურსს.   კვლევის ფარგლებში გამოკითხული იქნენ ანაზღაურებად ზრუნვის შრომაში ფორმალურად და არაფორმალურად ჩაბმული ქალები, რომელთა ასაკიც 22-დან 60  წლამდე ვარირებდა.მკვლევარების მხრიდან ჰეტეროგენული საკვლევი ჯგუფის შერჩევა და დავიწროვებაზე უარის თქმა ამ შემთხვევაში, საკითხის გარშემო უფრო ფართო და მრავლის მომცველი ინფორმაციის შეგროვების საშუალებას წარმოადგენდა და არსებული განსხვავებების იდენტიფიცირებას ისახავდა მიზნად.

შესავალი 

გლობალური მასშტაბით ზრუნვის შრომაში ჩაბმულ ადამიანთა ჯამური რიცხვი 381  მილიონს შეადგენს, აქედან და 132 მილიონი კაცია, ხოლო 249 მილიონი კი ქალი. აღნიშნული რიცხვი, რომელიც მხოლოდ ანაზღაურებად ზრუნვით შრომაში ჩაბმულთა მონაცემს იძლევა, ცხადყოფს, რომ ზრუნვის შრომა დღესდღეობით კვლავ ფემინიზებულ შრომად ითვლება, რამდენადაც მასში ჩაბმული ქალების რაოდენობა პროპორციულად თითქმის ორჯერ აღემატება კაცების რაოდენობას. 

ზრუნვის შრომა, როგორც არამატერიალური, ანუ იმ ტიპის შრომის სახე, რომლის შედეგიც, მიღებული პროდუქტი, კონკრეტული საგანი ან საგნები არ არის, კიდევ უფრო მეტად არის ჩრდილოვანი შრომის მაგალითი, რამდენადაც შრომის ამ ფორმის შედეგად მიღებული პროდუქტი არ არის ხელშესახები, დროში მდგრადი საქონელი და მისი საბაზრო ღირებულების გამოთვლა კიდევ უფრო რთულდება. განსაკუთრებით კი თუ მივყვებით იმ თეორიულ პერსპექტივას, რომლის თანახმადაც ზრუნვის შრომა აწარმოებს საჯარო სიკეთეს, იქნება ეს სკოლის მოსწავლისთვის განათლების მიცემა,  თუ ხანდაზმულის მოვლა. ამ თეორიული მიდგომის მთელი არსი გულისხმობს ზრუნვის შრომის, როგორც საჯარო სიკეთის განხილვას, რომლისგან სარგებელსაც ნახულობს არა მხოლოდ მისი პირდაპირი მიმღები, არამედ უფრო ფართოდ – საზოგადოება, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც არც დამსაქმებლებად და არც ზრუნვის ობიექტებად არ გვევლინებიან, შესაბამისად არ უწევთ თანხის გადახდა აღნიშნულის სანაცვლოდ. 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შრომის ფორმა დროთაგანმავლობაში მეტ ნაკლებად აღიარებული გახდა, მასთან დაკავშირებული, ასახული და მისით წარმოებული უთანასწორობების კვლევა კვლავ უკიდურესად მნიშვნელოვანია. ანაზღაურებადი, თუ აუნაზღაურებელი ზრუნვის შემსრულებელი ქალები წარმოადგენენ იმ ძალას, რომელთა მიერ გაწეულ შრომაზეც დგას ნებისმიერი ტიპის საზოგადოება,  გარდა იმისა, თუ როგორია მათი ანაზღაურება და ეკონომიკური მდგომარეობა,  მნიშვნელოვანია იმ შრეებზე აქცენტირება, რომელიც გვაჩვენებს, თუ რის ფასად, უფრო ზუსტად კი რა ემოციური თუ ფიზიკური რესურსის გაღების ფასად უჯდებათ მათ ამგვარი შრომა და როგორ აისახება ეს ყოველივე მათი ცხოვრების ხარისხზე. წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს ანაზღაურებადი ზრუნვის შრომის სექტორში დასაქმებული ქალების საქმიანობაში ემოციური შრომის როლის და შედეგების დადგენა, რამდენადაც ზრუნვის შრომა ინსტრუმენტული მოვალეობების შესრულების გარდა საჭიროებს ჭარბი ემოციური რესურსის ინვესტირებას და მიმართვას ზრუნვის მიმღებ ობიექტთან მიმართებაში.  

როგორც ზემოთ აღინიშნა, ზრუნვის შრომა კვლავ მკაფიოდ ფემინიზებული შრომაა. ის თუ როგორ ფასობს ამგვარი შრომა ერთდროულად ირეკლავს და განსაზღვრვას ამა თუ იმ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მაჩვენებელს, შესაბამისად ამ სფეროში დასაქმებული ქალების მდგომარეობის სხვადასხვა შრეების შესწავლა და პრობლემების იდენტიფიცირება კრიტიკულად მნიშვნელობა წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 18 ქალი, რომლებიც ანაზღაურებადი ზრუნვის შრომაში ჩაბმულნი არიან ფორმალური და არაფორმალური გზით. კვლევის ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა იმ ემპირიული მონაცემების ანალიზს, რაც საველე სამუშაოების შედეგად იქნა მიღებული. ასევე მოიცავს ლიტერატურის მიმოხილვას,  რომელიც ორ ნაწილად იყოფა და ერთის მხრივ შლის და განიხილავს ზრუნვის შრომისა და ემოციური შრომის ცნებებს, მეორეს მხრივ კი მიმოიხილავს იმ ძირითად თეორიულ პერსპექტივებს, რომელიც ზრუნვის შრომას უკავშირდება. დასკვნის სახით კი გამოტანილია ის ძირითად მიგნებები, რომელიც საკვლევ თემასთან მიმართებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

წინამდებარე კვლევის მიზანია იკვლიოს ანაზღაურებადი ზრუნვის სექტორში,  ფორმალური და არაფორმალური გზებით ჩაბმული ქალების საქმიანობაში რა როლი უკავია ემოციურ შრომას და როგორია მისი დადებითი და ნეგატიური შედეგები.  აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კვლევის პროცესში მნიშვნელოვან ამოცანებს წარმოადგენდა: 

• შესწავლა თუ რას გულისხმობს ზრუნვის შრომა ქართულ კონტექსტში, რა ფუნქცია-მოვალეობებს მოიცავს მსგავსი ტიპის საქმიანობები; 

• როგორია ანაზღაურებად ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების სამუშაო პირობები: სამუშაო საათები, ანაზღაურება და ა.შ; 

• იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც განაპირობებს ზრუნვის შრომის სექტორში ქალების ჩაბმას და საქმიანობის გაგრძელებას. 

• ზრუნვი შრომაში ჩაბმული ქალების მათსავე ზრუნვის ობიექტთან/ებთან კავშირის, ურთიერთობების სპეციფიკის და ამ კავშირის მათზე გავლენის დადგენა. 

ზრუნვის შრომა და მის გარშემო არსებული თეორიული პერსპექტივები

მიუხედავად იმისა, რომ აფექტური და არამატერიალური შრომის კონცეპტები შედარებით ახალი ცნებებია, შინაარსობრივად ამ ტიპის შრომით ფემინისტური მოძრაობები ხანგრძლივი დროის მანძილზე იყვნენ დაინტერესებულნი. არამატერიალური შრომის პრაქტიკებისა და ურთიერთობების ძიება, კვლევა,  წარმოადგენდა იმ ბრძოლის ნაწილის, რომელიც უშუალოდ შრომის ცნების გაფართოებას და მასში გენდერირებული ფორმების აღწერას ემსახურებოდა. აფექტური შრომა ფემინისტური ტრადიციისთვის წარმოადგენს ექსპლოატაციის თანამედროვე ფორმის ფუნამენტს, , როგორც მისი გადალახვის საშუალებას. (Weeks,  2007) 

ამ საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია 60-იანი წლებისა და უფრო გვიანდელი დებატები საშინაო შრომის გარშემო, სადაც სოციალისტი ფემინისტი ავტორები ფოკუსს აკეთებდნენ კაპიტალის დაგროვებასა და სოციალურ რეპროდუქციას შორის არსებულ წინაარმდეგობებზე. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ რეპროდუქციის ცნებას ისინი უფრო ფართოდ გაიგებდნენ, როგორც შრომას, რომელიც სოციალური ფორმებისა და კავშირების წარმოებას და შენარჩუნებას ემსახურებოდა, ისინი ძირითადად აქცენტირებულნი იყვნენ აუნაზღაურებელ საშინაო შრომისა და ზრუნვის შრომაზე,  რომელიც საშინაო სივრცეში იყო გამოკეტილი.

ამ პერიოდის ფემინისტური მოძრაობების ერთ-ერთ მთავარ მიღწევას, სწორედ შრომის ცნების გაფართოება წარმოადგენდა. რაც გულისხმობს გენდერეირებული შრომის აუნაზღაურებელი ფორმების რეგისტრირებად ამ კონცეპციის ქვეშ. მაშინ როდესაც შრომად ჯერ კიდევ მხოლოდ ანაზღაურებადი შრომის ის ფორმები ითვლებოდა,  რომელიც მატერიალური სიკეთეების წარმოებისთვის იყო გაწეული. ამ პერიოდის ფემინისტებმა ზრუნვის შრომა გადაიაზრეს, როგორც რევოლუციური,  პოზირტიური და წინაარმდეგობრივი პოტენციალის მქონე შრომა, რამდენადაც ამ ფორმის შრომა არ მიემართებოდა ნივთების, საგნების წარმოებას, არამედ ადამიანებისა და ცოდნის წარმოებას, იგი ფლობდა გაწეული ზრუნვის ხარჯზე ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს, (Weeks, 2007) ზოგადად ზრუნვის შრომის განმარტება გულისხმობს წვლილის შეტანას მიმღების ფიზიკურ, ემოციურ, ინტელექტუალური განვითარებაში, ის მოიცავს, როგორც საშინაო,  აუნაზღაურებელ შრომას, რომელსაც ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ წევენ, ასევე ანაზღაურებად შრომასაც. ზრუნვის სექტორი დღესდღეობით საკმაოდ ფართოა:  

გლობალური ზრუნვის სამუშაო ძალის შემადგენლობაში შედიან მზრუნველობის სექტორებში მყოფი ზრუნვის მუშაკები (განათლება, ჯანდაცვა და სოციალური სამსახური), სხვა სექტორებში მყოფი ზრუნვის მუშაკები, შინამოსამსახურეები და მოვლის სექტორებში მყოფი არა-მზრუნველობითი მუშაკები, რომლებიც ეხმარებიან ზრუნვის სერვისის უზრუნველყოფას. ზრუნვითი დასაქმება მთელ მსოფლიოში დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა განსაკუთრებით, ქალებისთვის. ((ILO), 2018) 

მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვის შრომა დღესდღეობით აღიარებულია, როგორც შრომის კატეგორია და აღარ წარმოადგენს ცალსახად აუნაზღაურებელი საშინაო სფეროს ნაწილს, არსებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ეს სექტორი მეტწილად დაკომპლექტებულია ქალებით და კვლავ ფემინიზებულია. რის პარალელურადაც ანაზღაურება, რომელსაც აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანები იღებენ ხშირ შემთხვევაში ბევრად დაბალი და შეუსაბამოა დასაქმებული ადამიანების განათლებასა და გამოცდილებასთან. (ILO, 2021)  

ამერიკელი სოციოლოგი პაულა ინგლენდი სხვადასხვა ავტორზე დაყრდნობით გამოყოფს რამდენიმე, მნიშვნელოვან თეორიულ ჩარჩოს, რომლებიც გვეხმარება ზრუნვის შრომის და მისი სხვადასხვა შრეების გაანალიზებაში. ერთ-ერთი ასეთი თეორიული ჩარჩო, რომელსაც „გაუფასურების ჩარჩო“ ეწოდება აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ კულტურული განწყობები ერთ-ერთი უმთავრესი დეტერმინანტია იმის,  შრომის ის სფეროები, რომლებიც უფრო მეტად გაიგივებულია ქალურ საქმიანობასთან,  მათ შორის ზრუნვის შრომაც არის დაბალ ანაზღაურებადი. ზოგიერთი ავტორი აღნიშნული მოცემულობის ახსნაში ცენტრალურ როლს ანიჭებს იმ ფაქტს, რომ ზრუნვა ჯერ კიდევ კვინტესენციურად ქალურ აქტივობად მიიჩნევა (England, 2005) გაუფასურების ჩარჩო ფოკუსირდება იმაზე, თუ კულტურულად მიკერძოებული წარმოდგენები როგორ ახდენს ამ ტიპის შრომის ანაზღაურების და სახელმწიფო მხრიდან მხარდაჭერის ლიმიტირებას. 

ინგლენდი ასევე გამოყოფს თეორიულ პერსპექტივას, რომელიც ზრუნვის შრომას განიხილავს როგორც საჯარო სიკეთეს და მის მნიშვნელობას უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს. აღნიშნული პერსპექტივის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ თუ კი ნებისმიერი ტიპის შრომა გულისხმობს, რომ ის სასარგებლო უნდა იყოს ვიღაცისთვის, ზრუნვის შრომის მოგება არის არაპირდაპირი. რამდენადაც ფართოა ზრუნვის შრომის სექტორი, მისგან მიღებულ სარგებელს არ ყავს მხოლოდ პირდაპირი მიმღები, არამედ მთლიანად საზოგადოება, რომელიც არაპირდაპირი გზით ნახულობს ამგვარი შრომისაგან სარგებელს. 

ზრუნვის შრომა რამდენადაც იგი გულისხმობს წვლილის შეტანას მიმღების განვითარებაზე, იქნება ეს ფიზიკური, ემოციური, თუ ინტელექტუალური თვალსაზრისით,  რაც ერთგვარი პრერეკვიზიტია, როგორც უშუალოდ ზრუნვის მიმღების, ასევე მისი გარშემომყოფების კეთილდღეობის და ბედნიერების. ზრუნვის შრომის წვლილი რაც ერთგვარი პრერეკვიზიტია, როგორც უშუალოდ ზრუნვის მიმღების, ასევე მისი გარშემომყოფების კეთილდღეობის და ბედნიერების. ზრუნვის შრომის წვლილი ზემოქმედებს მიმღების უნარების განვითარებაზე, რომელიც საჭიროა შრომის ბაზრისთვის, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის და ა.შ. 

ამგვარი შრომის საჯარო სიკეთედ განხილვისას მნიშვნელოვანია მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მიმღების ცნებების განვითარება. ზრუნვის შრომისაგან მიღებული არაპირდაპირი სარგებელი იძლევა სწორედ იმის საფუძველს, რომ იგი განხილული იყოს საჯარო სიკეთედ და მისი შედეგი მხოლოდ პირდაპირი მიმღებისთვის მიცემული სარგებლით არ განიხილებოდეს.  

ასევე საინტერესოა მიდგომა, რომელიც ცდილობს გამოარკვიოს ის მოტივები,  რომელიც განაპირობებს ადამიანების დაინტერესებას და ჩართულობას ზრუნვის სექტორში. ამერიკელი ფემინისტი ეკონომისტი ნენსი ფოლბრე შემოაქვს ცნება „სიყვარულის ტყვე“ (Prisoner of Love) (England, 2005), რომელიც მიუთითებს იმ ემოციურ მიჯაჭვულობაზე, რომელიც ზრუნვის მუშაკებს შეიძლება განუვითარდეთ გარკვეული დროის მანძილზე, მათი ზრუნვის მიმღებისადმი. ფოლბრე ხაზს უსვამს აღნიშნული მოცემულობის ირონიულობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მათი გულწრფელი გრძნობები ხშირ შემთხვევაში ტრანსფორმირდება მათივე, ანუ ზრუნვის მუშაკების კეთილდღეობის შემაფერხებელ ფაქტორად, რადგან ობიექტის მიმართ არსებული გრძნობები ხელს უშლით უკეთესი ანაზღაურებისა და შრომის პირობების მოთხოვნაში,  გარკვეული აზრით ისინი საკუთარი ემოციების ტყვეობაში ექცევიან.  ემოციების კომოდიფიკაციის/გასაქონლების პერსპექტივა ახდენს ზოგადად მომსახურების სფეროში, მათ შორის ზრუნვის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის სპეციფიკაში ემოციური რესურსის გაღების პრობლემატიზებას. აღნიშნული გულისხმობს, რომ მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანების საქმიანობა მოიცავს ცრუ ემოციების მუდმივ წარმოებას და მათ „გაყიდვას“, რამდენადაც მომსახურების მიმღები თანხას იხდის არა მხოლოდ კონკრეტულ პროდუქტში, არამედ იმ ემოციებში რასაც დასაქმებული ამჟღავნებს. აღნიშნული პერსპექტივის თანახმას დასაქმებულისგან მოთხოვნა იმ ემოციების წარმოებაზე, რომელსაც ის რეალურად არ განიცდის საბოლოოდ მას აუცხოვებს თავის რეალურ შეგრძნებებთან და ემოციებთან,  რისი რეზულტატიც მშრომელების გაუარესებული მენტალური ჯანმრთელობა იყოს.  ზემოთ მოყვანილი თეორიული პერსპექტივები ზრუნვის შრომის შესახებ, რათქმაუნდა არასრულია და აკადემიურ ლიტერატურაში არაერთი ფუნდამენტური ტექსტის მოძიება შეიძლება მის შესახებ, თუმცა მათი ნაწილი, რომელიც კვლევაშია მოყვანილი უფრო მეტად უახლოვდება წინამდებარე კვლევის ფოკუსს და ქმნის ერთგვარ კონტექსტს შედეგების ანალიზისათვის.

მოციური შრომა და მისი ფსიქოსოციალური გავენები 

ემოციურ შრომის თავისებურებებზე და დასაქმებულების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე მის ზეგავლენაზე საუბრამდე, მნიშვნელოვანია განიმარტოს, თუ რას გულისხმობს უშუალოდ ეს ცნება, ამერიკელი სოციოლოგი, ემი ვარტონი მას გამიჯნავს სპონტანური ემოციებისაგან, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სამუშაოს შესრულების პროცესში შეიძლება გაუჩნდეს. (S.Wharton, 1999) ვარტონის თანახმად ემოციური შრომა გულისხმობს ჩამოყალიბებულ, გარკვეულ წილად ინსტრუმენტული დანიშნულების მქონე ემოციების წარმოებას, იმ ემოციურ ძალისხმევას რომელსაც დასაქმებულები დებენ ორგანიზაციის/დამსაქმებლის საქნციებთან შესაბამისობაში მყოფი ემოციების წარმოებასა და გამოხატვაში. ვარტონის გარდა სხვა ავტორებიც ხაზს უსვამენ განსხვავებას ემოციურ შრომასა და ემოციების იმ უეცარ, სპონტანურ გამოხატულებებს შორის, რომელიც ინტერაქციის მომენტში შეიძლება გაჩნდეს.  

აღნიშნული შრომის გაწევის ვალდებულება განსაკუთრებით ეხებათ მომსახურების სფეროში დასაქმებულებს, რომელთაც კლიენტთან მუდმივი ინტერაქცია უწევთ, თუმცა გარდა სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა, ემოციური შრომის ცნება ეხება სფეროში დასაქმებულებს, რომელთაც კლიენტთან მუდმივი ინტერაქცია უწევთ, თუმცა გარდა სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა, ემოციური შრომის ცნება ეხება და მოიცავს ისეთ პროფესიებს და დასაქმების სფეროებს, როგორიცაა მასწავლებლის,  მომვლელის, ძიძის პროფესია. პროფესიები, რომლებიც არ გულისხმობს კლიენტთან ურთიერთობას, თუმცა ზრუნვის ობიექტთან კომუნიკაცია თავისთავად საჭიროებს ემოციური რესურსის ჩადებას და სწორედ იმ ტიპის რესურსის, რომელიც ემოციური შრომის ცნების ქვეშ შეგვიძლია მოვისაზროთ, რამდენადაც ემოციები, რომლის გამომჟღავნებასაც ზრუნვის სფეროს მიმართულებით სხვადასხვა პროფესია საჭიროებს არის საკმაოდ კონკრეტული და მდგრადი.  

მიუხედავად იმისა, რომ ემოციური შრომის გავლენები და შედეგები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამუშაო გარემოსა და პირობებზე, ემი ვორტონი ტექსტში „Psychosocial  consequences of emotional labour” სხვადასხვა ავტორსა და კვლევაზე დაყრდნობით ახდენს იმ პოტენციური სირთულეების და შედეგების იდენტიფიცირებას რაც ემოციურ შრომას შეიძლება ახლდეს თან.  

ის წერს, რომ ემოციური შრომა ერთის მხრივ გულისხმობს მანამდე მკაცრად პრივატული აქტების საჯარო აქტებად გარდაქმნას, ტრანსფორმირებას, რომელიც ეთანხმება სხვების მიერ გაწერილ მითითებებს და ემსახურება დამსაქმებლის მოგებას, კეთილდღეობას. შედეგად გარდა საკუთარ ემოციებზე კონტროლის მოშლის და მათგან გაუცხოვებისა, შრომის სხვა ასპექტები ნაკლებად თვალსაჩინო და აღქმადი ხდება. (S.Wharton, 1999) 

დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესები ინტერაქციის შედეგებთან მიმართებაში შეიძლება იყოს განსხვავებული იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლისთვის ემოციური შრომა ინსტრუმენტულია შედეგბის მისაღებად,  დასაქმებული, კი ამ პროცესში უშუალოდ ჩართული, თანამონაწილეა, მათი ემოციური გამოხატულება ამ პროცესს განაპირობებს. შესაბამისად ამ აქტში შესაძლოა შეწირული იყოს დასაქმებულის ინტერესები და სურვილები. 

აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პრობლემური ასპექტი ემოციურ შრომასთან მიმართებაში არის დასაქმებულის თავის სამუშაო როლისაგან დისტანცირების უნარის დაკარგვა, როცა ის ემოციები, პიროვნული ემპათია, რომელსაც ადამიანების სამუშაო გარემო მოითხოვს პიროვნებისათვის რეგისტრირდება არა, როგორც სამუშაო როლი,  არამედ მისი, საკუთარი განცდები. ანუ სამუშაო გარემოში გამოხატული ემოციები არ წარმოადგენს რაღაც დროებითს, რომელიც მხოლოდ მათი სამუშაო საათების ნაწილია.  აღნიშნული კი დასაქმებულებში ზრდის გადაწვის რისკს. (S.Wharton, 1999) გადაწვა აიხსნება, როგორც ემოციური განცდების შინაგანი ნიშნების ჩახშობა,  ემოციების, გრძნობების წარმოებისა და შეგრძნების უუნარობა. სერვისის სფეროში დასაქმებულებთან მიმართებაში ამ მდგომარეობას ასევე ეძახიან კონტაქტის/ კომუნიკაციის გადატვირთვას, რაც ხასიათდება ემპათიის ნაკლებობით, მექანიკური,  რობოტული ქმედებით.განსაკუთრებით ის მშრომელები, რომელთა სამუშაოც მოიტხოვს პიროვნულ ემპათიას, აქტიურად დგანან გადაწვის რისკის ქვეშ, ასეთ სამუშაოებს შორისაა ბავშვის აღმზრდელის/მომვლელი, ექთანი და სხვა.  

ემოციური შრომის ნეგატიურ შედეგებზე საუბრისას ძირითადად გამოკვეთილი რისკები უკავშირდება დასაქმებულის მენტალური მდგომარეობის გაუარესებას, იქნება ეს გადაწვის, დეპრესიის, თვითშეფასების დავარდნის ფორმით, თუ სხვა.  აღნიშნული საშიშროებების წყაროდ კი როგორც უკვე ითქვა მშრომელებში საკუთარი,  ავთენტური და სამსახურეობრივი მოვალეობის ფარგლებში წარმოებული ემოციების გამიჯვნის უუნარობა სახელდება. აღნიშნულისაგან პრევენციის, თავდაცვის საშუალებად კი თვით-მონიტორინგის უნარის განვითარება, რომელიც მათ დაეხმარებათ ემოციური დისტანცირებისაგან.  

ამერიკელი ფემინისტი ეკონომისტი, ნენსი ფოლბრე ასევე ეხება აღნიშნულ საკითხს, ის საუბრობს, როგორ შედარებით პოზიტიურ ზეგავლენებზე და კმაყოფილების განცდაზე,  რომელიც ემოციური შრომის შესრულებისგან უჩნდებათ დასაქმებულებს, ასევე იმ მდგომარეობაზეც, როდესაც ეს კმაყოფილება დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა.  ზრუნვის შრომის ემოციურ განზომილებებთან დაკავშირებით იგი წერს, ზრუნვის მდგომარეობაზეც, როდესაც ეს კმაყოფილება დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა.  ზრუნვის შრომის ემოციურ განზომილებებთან დაკავშირებით იგი წერს, რომ ზრუნვის მიმწოდებლები/გამცემები თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარ ეიღებენ როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ შედეგებს მათი ემოციური ჩართულობის/კავშირის გამო. ხშირ შემთხვევაში, ზრუნვის შრომაში ჩაბმულ ადამიანებს, უჩნდებათ გარკვეული სენტიმენტები ზრუნვის ობიექტისადმი, ისევე როგორც მათ, ვისაც ზრუნვის გაცემა ანაზღაურების გარეშე, თითქოს თავისთავად ევალებათ, მაგალითად ბებიებს, დედებს ან სხვა. სიყვარული და ემოციური კავშირი ანაზღაურებადი ზრუნვის შრომის ობიექტთან მიმართებაში ემსგავსება იმ გრძნობებს რასაც ისინი ყოველდღიურობაში,  აუნაზღაურებლად გრძნობენ და გასცემენ მათი გარშემომყოფების მიმართ. (Folbre, WHO  CARES? A Feminist Critique of the Care Economy, 2014) 

მსგავსი ტიპის ემოციურ ჩართულობას/კავშირს მოყვება სამუშაოსაგან მიღებული კმაყოფილების განცდა, რაც გამოწვეულია შეგრძნებით, რომ ის რასაც ზრუნვის შრომაში ჩაბმული ადამიანები აკეთებენ არის ღირებული და სასიამოვნო. როგორც ფოლბრე წერს, ის ექთნებიც კი, ვინც უკმაყოფილოა თავიანთი შრომითი პირობებით მაინც განიცდიან აღნიშნულ კმაყოფილების განცდას, რამდენადაც გაწეულ სამუშაოს ღირებულად თვლიან. 

ფოლბრე ასევე ხაზს უსვამს იმ ასპექტს, რომ ემოციური მიჯაჭვულობა და ზრუნვის შრომისგან მიღებული კმაყოფილება შესაძლოა ზემოქმედებდეს დასაქმებულებში წინააღმდეგობისა პოტენციალის ჩახშობაზე, რაც გულისხმობს თუნდაც მშრომელთა საპროტესტო აქციებზე გამოსვლას, სამსახურის მიტოვებას და უკეთესი პირობების მქონე სამუშაო ადგილის ძებნას.  

ფოლბრე ასევე იყენებს “ფსიქიკური შემოსავლის“ (Psychic income) ცნებას, რომელიც გაწეული შრომის სანაცვლოდ გულისხმობს სწორედ ზემოთ ნახსენებ კმაყოფილების,  თუ სხვა პოზიტიური ემოციების მიღებას ზრუნვის ობიექტებისაგან და ამ პოზიტიური ემოციების, როგორც ერთგვარი კომპენსაციის როლს.  

ემოციურ შრომასთან და მის პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით მოყვანილი ლიტერატურა ერთგვარ თეორიულ ჩარჩოს ქმნის იმისათვის, რომ გავაანალიზოთ ლოკალურ კონტექსტში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა.  

მეთოდოლოგია

საკვლევი თემის გათვალისწინებით, მკვლევარებმა უპირატესად ჩათვალეს თვისებრივი მეთოდის გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის მიზანს არ წარმოადგენდა რეპრეზენტატული შედეგების მიღება და აქცენტი კეთდებოდა არსებული გამოცდილებების შესახებ ემპირიული ცოდნის შეგროვებაზე,i ინფორმაციის შეგროვების მიზნით გამოყენებული იქნა სიღრმისეული, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები. 

აღნიშნული მეთოდის მოქნილობამ მკვლევარებს საშუალება მისცა სწორხაზოვნად არ გაყოლოდნენ ინტერვიუს გზამკვლევს (კითხვარს) და უფრო სიღრმისეულად მიეღოთ ინფორმაცია რიგ საკითხებზე. სოციოლოგიური კვლევის აღნიშნული მეთოდის მიზანს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით რესპონდენტებისაგან მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციისა და მოსაზრებების შესწავლა წარმოადგენს. ამ მეთოდის შეზღუდვას წარმოადგენს სწორედ ის, რომ მიღებული შედეგები ვერ განზოგადდება მთელ პოპულაციაზე, ასევე შესაძლოა რესპოდენტების მხრიდან თავი იჩინოს სოციალურად სასურველობის ეფექტმა და შესაბამისი პასუხები დააფიქსირონ.  (ზურაბიშვილი, 2006) 

კვლევაში მონაწილეთა ერთობლიობის, იგივე სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა მოხდა შერჩევის მიზნობრივი, ჰეტეროგენული მეთოდით. შერჩევის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა სხვადასხვა ერთობლიობისთვის როგორც საკვანძო, გაზიარებული მახასიათებლების, ასევე მათთვის ცალკეულად დამახასიათებელი, უნიკალური თავისებურებების შესწავლისა და იდენტიფიცირების. (წულაძე, 2020) 

წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 18 რესპონდენტი ქალი, რომლებიც ანაზღაურებადი ზრუნვის ფორმალურ და არაფორმალურ სექტორებში იყვნენ დასაქმებულნი, მათ შორის იყვნენ: სკოლისა და ბაღის აღმზრდელი/მასწავლებლები,  მომვლებები, ძიძები, რეპეტიტორები და დამლაგებლები. 

შედეგების ანალიზი 

წინამდებარე კვლევის მიზნიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რესპონდენტებთან ჩატარებული ინტერვიუების გზამკვლევი რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტისაგან შედგებოდა, რომლებიც შეეხებოდა რესპონდენტების საქმიანობას, განათლებას,  წარსულ სამუშაო გამოცდილებას, ამჟამინდელ სამუშაო გარემოსა და პირობებს,  უკანასკნელით კმაყოფილებას და ზოგადად ზრუნვის შრომის ხასიათს, ანუ იმას, თუ რა ტიპის შრომის გაწევა უწევთ მათ ყოველდღიურად, როგორია მათი ურთიერთკავშირი ზრუნვის ობიექტებთან და ა.შ.  

ჩამოთვლილი პუნქტები, რომლისგანაც ინტერვიუს გზამკვლევი შედგებოდა მკვლევარებს საშუალებას აძლევს ერთის მხრივ განსაზღვრონ, თუ როგორია ანაზღაურებად ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების შრომის პირობები, რამდენად არის შესაბამისობაში მათი ანაზღაურება იმ შრომასთან რომლის გაწევაც უწევთ, მეორეს მხრივ კი მოახდინონ იმის იდენტიფიცირება, თუ რა თავისებურებებით ხასიათდება მათი ემოციური შრომა და რა ნეგატიური ან/და პოზიტიური შედეგები მოყვება მას. 

1.1 ვინ არიან ზრუნვის შრომის სექტორში დასაქმებული ქალები

წინამდებარე კვლევის ფარგლებში, შერჩევის მიზნობრივი, ჰეტეროგენული მეთოდით შერჩეული რესპონდენტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც ასაკით, ასევე წარსული სამუშაო გამოცდილებებით და განათლების დონით. მათი ნაწილი ამჟამად დასაქმების ფორმალურ სექტორშია ჩაბმული და შესაბამისად მუშაობენ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე ნაწილი კი არაფორმალურ სექტორში, როგორც მათ აღნიშნეს, შრომის პირობებზე დამსაქმებელთან შეთანხმება ძირითადად სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა. 

რესპონდენტების ასაკობრივი დიაპაზონი ვარირებდა 22-დან 60 წლამდე. აუცილებლად აღსანიშნია ის ფაქტი, რომ დაბალ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი ქალები უმეტესად მუშაობენ როგორც სკოლის მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები და დასაქმებულნი არიან ფორმალურად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ასაკთან მიმართებაში გამონაკლისს წარმოადგენდნენ კერძოდ მომუშავე რეპეტიტორები, რომლებიც არაფორმალურად, თვით-დასაქმებულები არიან და დამსაქმებელთან არ აქვთ არანაირი შრომითი ხელშეკრულება. 

ხოლო რაც შეეხებათ, შედარებით დიდი ასაკის ქალებს, ისინი მეტწილად არაფორმალურად არიან დასაქმებული, ძიძებისა და დამლაგებლების პოზიციებზე.  მკვლევარებისთვის საინტერესო იყო შეესწავლათ, თუ რატომ გადაწყვიტეს რესპონდენტებმა აღნიშნული სამსახურით დაინტერესება და შეესაბამებოდა თუ არა მათი კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ ამჟამინდელ პოზიციას, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ექთნებისა და რამდენიმე სკოლის მასწავლებლის შემთხევაში, მათ მიერ მიღებული განათლება ზუსტად ესადაგება მათი ამჟამინდელი დასაქმების სფეროს, ხოლო ისეთ პოზიციებზე მომუშავე ქალები, როგორებიც არიან ძიძები, დამლაგებლები ან კერძო რეპეტიტორები წარსულში მუშაობდნენ განსხვავებულ სფეროში და უმაღლესი განათლებაც მიღებული აქვთ სხვა მიმართულებით. 

ფორტეპიანოზე ვუკრავი მთეი ცხოვრება, ხო, ესე ამოვიდა, მაგრამ ჩემს სფეროში არ მიმუშავია, რამოდენიმე წელი ვმუშაობდი ბავშვთა ასართობენტრებში, ვიყავი მუსიკალური ამფორმებელი, მერე ვიმუშავე საქართვეოს ფოსტაშიც ვიმუშავე რამოენიმე წეიწადი ოპერატორადა მერე მომიწია ესე ოჯახებში მუშაობა. (ძიძა, 46წლის

აღსანიშნავია ის ასპექტებიც, რომლითაც რესპონდენტები დასაქმების სფეროს ცვლილებას ხსნიდნენ. მაღალი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლების შემთხვევაში აღნიშნულის მიზეზი სწორედ მათი ასაკი იყო, რამდენადაც გარკვეული ასაკის ზემოთ მყოფებს კიდევ უფრო უჭირდათ სხვა სამუშაო ადგილების მოძიება შრომით ბაზარზე, მიუხედავად მათი განათლებისა და წარსული სამუშაო გამოცდილებებისა. 

როგორც უკვე ითქვა, კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ქალთა უმრავლესობას წარსულში მიღებული ქონდა უმაღლესი განათლება, მათი ნაწილის სპეციალიზაციის სფერო სრულიად განსხვავდებოდა მათი ამჟამინდელი საქმიანობისაგან. ნაწილი კვლავ საკუთარი პროფესიით განაგრძობდა მუშაობას, თუმცა ეკონომიკური პრობლემების და არასაკმარისი ანაზღაურების გამო, პარალელურად ჩაბმული იყო არაფორმალურ ზრუნვის შრომაში, თავიანთი ოფიციალური სამსახურიდან მორჩენილ დროს უთმობდნენ არაფორმალურად სხვადასხვა ოჯახების მომსახურებას და დალაგებას.

დროს უთმობდნენ არაფორმალურად სხვადასხვა ოჯახების მომსახურებას და დალაგებას. 

60 წლისა ვარ, ანათლება საშუალო და ტექნიკური და ვმუშაობ,  დავამთავრე რკინიგზის ტექნიკუმი და იმის მერე ვმუშაობ სულ რკინიგზაში [..] 

ჩემი პროფესიით ვმუშაობ 40 წეია. პლიუს მაგას ეხლა ყამ იცის ჩვენს ქვეყანაში რომ შემოსავლები ძალიან დაბალია, დიდი ოჯახი მაქ, მეულე არდამეცვალა 2001-ში, 20 წეია, სამი შვილი ავზარდეპატარები მყავნენ, დამრჩნენ 10 წლის, 9 წლის, 8 წლის ხოა დამატებითმუშაობ ესე ვალაგებ ხან სადარბაზოებს, ხან სახლებს და ესე გამოვდივარ იოლად – (დამლაგებელი, 60 წლის) 

მსგავსი ტენდენცია ვრცელდება ასევე გამოკითხულ რეპეტიტორებზე, მათგან მხოლოდ ნახევარს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული იმ მიმართულებით, რა სფეროშიც ამჟმად მუშაობენ. დანარჩენების შემთხვევაში კი პროფესიისა და საქმიანობის შეუსაბამისობის მიზეზად ინტერესების ცვლილება, ფინანსური პრობლემები და საკუთარი პროფესიით დასაქმების სირთულე იკვეთებოდა. 

1.2. რას გულისხმობს ზრუნვის შრომა ქართულ რეალობაში? 

ერთ-ერთ მთავარ მიგნებას, რომელიც კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ანაზღაურებადი ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების საქმიანობა და მისი საზღვრები საკმაოდ ბუნდოვანია, მაშინაც კი, როდესაც ისინი ფორმალურად,  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე არიან დასაქმებულნი და დამსაქმებელთან წინასწარ აქვთ შეთანხმებული, თუ რა ტიპის შრომის გაწევა მოუწევთ. როგორც წესი,  ზრუნვის შრომა აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, რომლებიც ზრუნვის წარმოებასა და მის გაცემას მოითხოვს, რაც თავიდანვე შეთანხმებულია, თუმცა უმეტესად, ზრუნვის მუშაკებს უწევთ დამატებითი ფიზიკური და ემოციური რესურსის გაღება, ვიდრე მათ ოფიციალურად შეიძლება ევალებოდეთ. ყველაზე ნათლად აღნიშნული საკითხი გამოიხატა ძიძებისა და რეპეტიტორების შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ ძიძებს, რეპეტიტორებს, სკოლისა და ბაღის მასწავლებლებს უფრო მეტად აქვთ შეთავსებული აღმზრდელობითი ფუნქციები, მათ შემთხვევაში უფრო რთულია იმის გამორკვევია, თუ რა არის მათი პირდაპირი მოვალეობა და სად გადის ამ კუთხით ზღვარი. 

რეპეტიტორებს და მასწავლებლებს, რომელთაც უფრო მეტად განათლების მიცემის ფუნქცია ავალიათ მოსწავლეებთან მიმაერთებაში, ხშირად უწევთ მათზე ზრუნვა ისეთი ფორმებით, როგორიცაა თვითმომსახურების უნარ-ჩვევევბის განვითარებაში დახმარებას, ემოციური მხარდაჭერა და ა.შ, რაც რეალურად უფრო მეტად უახლოვდება ფორმებით, როგორიცაა თვითმომსახურების უნარ-ჩვევევბის განვითარებაში დახმარებას, ემოციური მხარდაჭერა და ა.შ, რაც რეალურად უფრო მეტად უახლოვდება აღმზრდელის, ან მშობლის როლს. 

რავიცი ყაფერი აგიკეთებია ერთად, ერთადამოგიცვლია,  საპირფარეშოში ერთად შესულვართ, აი ყაფერი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. (სკოლის მასწავლებელი, 26 წლის) 

ასევე ხშირია ზრუნვის ობიექტებთან ახლო, მეგობრული ურთიერთობების განვითარება,  რაც განსაკუთრებით რეპეტიტორების შემთხვევაში იკვეთება, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებთან ასაკობრივად უფრო ახლოს არიან. 

აქამდე ყავის სმა და მთეი რიტუალები გვქონა და ეხლა მოვსპეთ,  იმიტომ, რომ ვიცამთ ამ რეკომენაციებს და არ არის მთლად სახარბიელო მდგომარეობა. (რეპეტიტორი, 25 წლის) 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ზრუნვის შრომაში დასაქმებული ქალების შემთხვევაში, მათი საქმიანობა ვიწრო სპეციალიზების სფეროთი ვერ შემოისაზღვრება და ითავსებს სხვადასხვა ისეთ ფუნქციებს, რომელსაც ძირითადად ოჯახის წევრები,  მეგობრები ასრულებენ ხოლმე. 

ასევე პრობლემურია ის დროის რესურსი, რომლის გაღებაც უწევთ ამ სფეროში დასაქმებულ ქალებს, რომლებიც თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს სამსახურეობივი მოვალეობების შესრულებაში ატარებენ, დამღლელი სამუშაოს შემდეგ სახლში დაბრუნებულებს დრო ფაქტობრივად არ აქვთ საკუთარი თავისთვის, როგორც წესი,  დარჩენილი დროის განაწილება მათი ჯანმრთელობის, ოჯახური ურთიერთობების და სხვადასხვა სოციალური აქტივობების სასწორზე დადებით ხდება. მიუხედავად იმისა,  რომ რესპონდენტების უმრავლესობა თავადაც აანალიზებს საკუთარი სამუშაოს ნეგატიურ ზეგავლენას თავიანთი ცხოვრების ხარისხზე, ის საჭიროებები რაც თავად და მათ ოჯახებს გააჩნიათ, აიძულებთ დამატებითი სამუშაო საათები აიღონ და სრულად აითვისონ ის დროითი რესურსი რაც გააჩნიათ.                                  

ოჯახში ძირითადად არ ვიცი რა ხდება იმიტომ, რომ როცა მივდივარ ძირითადადაღი ვარ, მძინავს, ჩემს ოთახში შეიკეტები და იქარ, ამიტომ ოჯახისგანაც ცოტა შორს ვარ (ექთანი, 30 წლის

ამ ყველაფრის ფონზე, ბევრმა მათგანმა ახსენა, რომ ანაზღაურება რასაც იღებენ გაწეულ შრომაში, არ არის მათთვის საკმარისი. ამ კუთხით, არაფორმალურად დასაქმებული ქალების ნაწილი საკუთარი ნებით თანხმდება დამატებით სამუშაო საათებს, მაშინ, როდესაც ეს საათები ანაზღაურებადია, თუმცა არის შემთხვევებიც,  როდესაც, მიუხედავად იმისა, ფორმალურად არიან ისინი დასაქმებულნი, თუ არაფორმალურად, მაინც უწევთ ოფიციალური სამუშაო საათების შემდგომ შრომა. 

პირველი ოჯახი იყო საოცრება, ხომ ეუბნებით. ეს ოგო ვერ ხვებო, რომ მე 7 საათზე უნა დამემთავრებინა და რატომღაც ესე 8- ზე, შეიძლება 9-ის 15 წუთზე მოსულიყო ჩვეულებრივად, არაფრად არ თვლიდა ამას (ძიძა, 46 წლის

1.3 ემოციური შრომა და მისი შედეგბი 

ზრუნვის შრომა მიეკუთვნება არამატერიალური, აფექტური შრომის სწორედ იმ ზრუნვის შრომა მიეკუთვნება არამატერიალური, აფექტური შრომის სწორედ იმ კატეგორიას, რომელში ჩაბმულ ადამიანებსაც გარდა ინსტრუმენტული დავალებებისა,  ევალებათ რიგი ემოციების წარმოება და გამოხატვა თავიანთი ზრუნვის ობიექტთან მიმართებაში. საუბარია ისეთ გრძნობებზე, როგორიცაა ემპათია, სითბო, მზრუნველობა და ა.შ. მიუხედავად იმისა, კეთდება თუ არა აქცენტი მსგავსი ემოციური შრომის გაწევის საჭიროებაზე და მოთხოვნაზე, ემოციური შრომა, ემოციური რესურსის ინვესტირება საკუთარ სამუშაოში ამ სექტორის განუყოფელი, თუმცა ხშირად ნაკლებად ხილული ასპექტია. 

კვლევის შედეგების თანახმად, ემოციური შრომის როლი და მისი წარმოების საჭიროება ვარირებს იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა უშუალოდ სამუშაო რომელსაც დასაქმებული ასრულებს. მიუხედავად განსხვავებებისა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებული ქალების გამოცდილებებში და მათ შრომით პირობებში იკვეთება, ემოციების წარმოება და გამომჟღავნება ზრუნვის ობიექტის მიმართ მაინც გამაერთიანებელ ფაქტოად რჩება.  

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტი ძიძების, სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების შემთხვევაში ემოციური მიჯაჭვულობა უფრო მძაფრადაა გამოხატული.  რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, მათი შრომა უფრო მეტად მიემსგავსება აღმზრდელის, ან მშობლის როლს, შესაბამისად ისინი ხშირ შემთხვევაში ხილული ან უხილავი ფორმით მაინც განიცდიან გარკვეულ მიჯაჭვულობას მათთან, ვისაც აწვდიან ზრუნვას. განსაკუთრებულად ზრუნავენ და ღელავენ მათ კეთილდღეობაზე და ხშირ შემთხვევაში საკუთარ შვილებთან აიგივებენ თავიანთ ზრუნვის ობიექტებს.

• ძალიან მალევე ის ბავშვი რა თქმა უნდა მიყვარდება ყოველდღიურ ჩვენს ურთიერთობაში, ვნერვიულობ როცა დაეცემა, ან რამე აწუხებს, არ ჭამს და ვერ ვგებულობ რაზე (ძიძა, 38  წლის) 

რესპონდენტების ნაწილმა, განსაკუთრებით კი ძიძებმა და მომვლელებმა ხაზი გაუსვეს იმ ემოციურ დაძაბულობას, რომელსაც სამუშაო საათებში გრძნობენ, რამდენადაც პასუხისმგებლობა მათი ზრუნვის ობიექტის კეთილდღეობაზე, მათგან მოითხოვს მუდმივ ყურადღებას როგორც ზრუნვის მიმღების ქმედებებისადმი, ასევე საკუთარი ემოციებისადმი.  

აღსანიშნავია ის ასპექტიც, რომ რეპეტიტორების, სკოლისა და ბაღის მასწავლებლების შემთხვევაში, რომელთა ინსტრუმენტული მოვალეობები უფრო მეტად მოსწავლეებისათვის ცოდნის მიწოდებას და ამისათვის საჭირო პრაქტიკების განხორციელებას მოიცავს, ხშირად სცდება ამ განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ აქტივობებსაც, როგორიც დროის ერთად გატარება, გართობა და ერთად თამაშია.  

ასევე საინტერესოა ისიც, რომ თუ კი ემოციური შრომა გულისხმობს გარკვეული ემოციების წარმოებასა და გამომჟღავნებას სამუშაო დროისა და გარემოს ფარგლებში,  (S.Wharton, 1999) ანაზღაურებადი ზრუნვის სექტორში დასაქმებული ქალების ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი რეპეტიტორებისა და მასწავლებლებისთვის ეს მოცემულობა იცვლება, რამდენადაც ზრუნვის მიმღებთან ჩამოყალიბებული კავშირი არ ექცევა მხოლოდ იმ სივრცეში, სადაც მათი მოვალეობის ნაწილად შეიძლება ითვლებოდეს მზრუნველობა.  

თითოეული ბავშვი ჩემთვის არის რაღაც ძაან ანსაკუთრებული და მნიშვნელოვანი და თითოეულის ხასიათი, ქმედება, კიდევ ანუ როცა ეხლა ბავშვები წასუები არიან, ბაღის არეთაც მეკონტაქტებიან და თვითონაც აქთ სურვილი და მეც რათქმაუნდა მაქვს სურვილი, რომ მოვიკითხო, გავიგო როგორ არიან, იმათი ამბავი. – (ბაღის მასწავლებელი, 24 წლის.) 

კვლევის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიგნებას, ემოციურ შრომასთან დაკავშირებით წარმოადგენდა გამოკითხული ქალების ზრუნვის მიმღებთან არსებული კავშირის ზეგავლენა მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე. ის ემოციური კავშირი, რომელიც მათ წარმოადგენდა გამოკითხული ქალების ზრუნვის მიმღებთან არსებული კავშირის ზეგავლენა მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე. ის ემოციური კავშირი, რომელიც მათ გააჩნიათ ზრუნვის ობიექტთან რთულია კრიტიკულად იქნას გადააზრებული, რამდენად საუბარია ობიექტის კეთილდღეობაზე და იმ ადამიანურ გრძნობებზე, რომელიც ეთიკურობაში შეიძლება ითარგმნოს., თუმცა თითქმის ყველა სპეციალობის მქონე ქალს ქონია შემთხვევა თავის გამოცდილებაში, როდესაც უარი უთქვამთ ანაზღაურებაზე, ან დათანხმებულან უფრო ნაკლები თანხის აღებას, ვიდრე სტანდარტულად იღებენ გაწეულ შრომაში. ეს ფენომენი გვხვდება როგორც დამლაგებლებში, ძიძებში, ექთნებში,  ასევე მასწავლებლებსა და რეპეტიტორებში.  

ზოგჯერ ისეც ყოფილა, რომ შემიხეავს ოჯახს არ აქს საშუალება და უფასოდაც ამიკეთებია – (ექთანი, 30 წლის

ცდილობ ხოლმე, სხვათაშორის, რომ მშობლებს გავუწიო შეავათი, შეიდე მათ მგომარეობაში, თუ ვიცი, რომ ძალიანირდებათ ეს ბავშვის დამხმარე მასწავებეი და ძალიან კარგი შემოსავალიც არაა აქვთ. (რეპეტიტორი, 31 წლის) 

გამოკითხული რესპონდენტების მაგალითზე, ზრუნვის სექტორში დასაქმებული ქალების შემთხვევაში ფინანსური სარგებლის გარდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზრუნვის მიმღების კეთილდღეობა, რის გარშემოც შემოიფარგლება მათი საქმიანობა და აქტივობები. მათმა ნაწილმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ზრუნვის მიმღების კეთილდღეობა მოითხოვს მათგან საკუთარი ინტერესების, ემოციური თუ ფიზიკური მდგომარეობის უკანა ფლანგზე გადაწევას.  

. ბავშვებთან ყოველთვის მზად უნდა იყო ემოციურად, ანუ შენილით რომ მიიხარ ბავშვებთან მათთან იმუშაო, ანუ შენი პრობლემები, სხვა საკითხები გვერდით უნადაო და ის დრო ბავშვებს უნდა დაუთმო – (ბაღის მასწავლებელი, 24 წლის) 

როგორც უკვე ითქვა, რესპონდენტების უმრავლესობა კარგად აცნობიერებს თავის შრომით პირობებს და საჭირობებეს, რომელთა დაკმაყოფილების საშუალებას საკუთარი სამსახური ვერ აძლევთ, რასაც ემატება ემოციური სტრესი და გადაღლა,  თუმცა უკანასკნელთან მიმართებაში საინტერესოა ისევ ზრუნვის ობიექტთან კომუნიკაციის პოზიტიური ზეგავლენნის ხაზგასმა. კვლევის მონაწილეთა ნაწილმა აღნიშნა, რომ ის სტრესი რასაც სამუშაო საათებში საკუთარი სამუშაოდან იღებენ კომპენსირდება იმ პოზიტიური უკუკავშირით, ემოციებითა და დამოკიდებულებით,  რომელსაც ზრუნვის ობიექტებისაგან გრძნობენ, რაც თავის მხრივ ასევე უვითარებთ განცდას, რომ მათი შრომა ფასეული და მნიშვნელოვანია.  

ანუ ბავშვები უფრო მომავლის იმედს აწვდიან. ეს რაღაცოველდღიური სხვა საფიქრალი, სევდა და საფიქრალი უფრო შემდეგ ვერზე ადაის როცა ბავშვებთან მუშაობ – (მასწავლებელი, 24 წლის) 

ზრუნვის ობიექტთან ემოციური კავშირის სიმყარეზე და მისი კეთილდღეობის ცენტრალურ როლზე ზრუნვის სექტორში დასაქმებული ქალებისათვის, ასევე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ისინი თავადვე აღიარებენ, რომ აღსაზრდელის, მოსწავლის მიტოვება, თუნდაც უკეთესი ანაზღაურების ან უკეთესი სამუშაო პირობების შეთავაზების შემთხვევაში მათთვის რთული იქნებოდა. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო ცხადყოფს თუ რა მნიშვნელობა აქვს ემოციურ კავშირებს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის, მეორეს მხრივ კი პრობლემურად გამოკვეთს იმას, რომ ემოციური რესურსი რომელსაც ისინი დებენ ყოველდღიურ საქმიანობაში, შრომის ცნებაში ნაკლებად ექცევა, ან თუ იქცევა ვერ ასუსტებს შემაფერხებელ ზეგავლენას.

 1.4 პანდემიის გავლენა ზრუნვის შრომის მუშაკების საქმიანობაზე 

როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მასშტაბით კოვიდ პანდემია თითქმის ყველა სფეროში დასაქმებულ ადამიანს მეტ-ნაკლებად შეეხო და შეცვალა მათი ცხოვრებისა თუ მუშაობის წესრიგი. პანდემიამ ერთის მხრივ გაზარდა ზრუნვის საჭიროება და მოთხოვნა, მეორეს მხრივ კი გაართულა მისი მიწოდება, შესაბამისად გამონაკლისი არ ყოფილან არც ზრუნვის შრომის მუშაკები. მათმა ნაწილმა საერთოდ ვერ შეძლო ლოკალური ჩაკეტვის, საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვის დროს სამსახურის შენარჩუნება და ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩა. ამ კუთხით განსაკუთრებული ზარალი მიადგათ არაფორმალურ სექტორში მომუშავე ქალებს:  დამლაგებლებს, ძიძებს და რეპეტიტორებსაც.  

საჯარო ტრანსპორტით სარგებლობის აკრძალვის გამო დამლაგებლებს შეექმნათ მობილობის პრობლემა, შესაბამისად ისინი ვეღარ ახერხებდნენ ოჯახებში მისვლას და მათთვის მომსახურების გაწევას.  

მეც ადავიტანე კორონა, სამსახური მაშინ არ მქონ, პაანემია როცა იყო და როცა მე კორონა მქონა მაშინ არ ვმუშაობი ვიყავი სახლში (ძიძა, 38 წლის) 

რეპეტიტორების, სკოლისა თუ ბაღის მასწავლებლებისთვის ასევე პრობლემური იყო სასწავლო დაწესებულებების დახურვა და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლა.  ბაღის აღმზრდელმა, რომელიც კერძო სექტორში იყო დასაქმებული ბოლო 2 წლის მანძილზე ჩაკეტვის პერიოდში რამდენიმეჯერ დაკარგა სამსახური ბაღის დახურვის გამო, რაც დამსაქმებლის მხრიდან არ იყო ანაზღაურებული. ანალოგიური პრობლემა შეექმნათ რეპეტიტორებსაც და გარკვეულ პერიოდში დარჩნენ მოსწავლეების გარეშე,  მანამ სანამ დისტანციური სწავლების რეჟიმთან ადაპტირება მოახერხეს. ასევე პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა პანდემიის გავლენა სამუშაო საათებზე, მათი ცვლილება, რამდენადაც მათ უწევდათ ახალი ცხრილების შექმნა სწავლების ახალი ფორმატიდან გამომდინარე, რაც გარკვეულ წილად დამატებით სამუშაოს გაწევას,  თავისუფალი საათების გაქრობას, ან შემცირებას და დამატებით სტრესს უკავშირდებოდა. 

• უკვე დისტანციური სწავლება რომ შემოდის ჩვენ ყოველდღიურობა აი ეგ იყო ძაან არეული რა, სამუშაო საათები და პლუს კიდე დაგეგმვის პროცესი გადადიოდა ხოლმე 9-დან 5-ის მერე, რაც ძაან მაღიზიანებდა და შაბათ-კვირაც ყოფილა ისეტი, ცხრილებს რომ ვაკეთებდით დისტანციურისთვის, შაბათ-კვირა კი არა ღამის 4 საათამდე და 5  საათამდე გვიკეთებია [..]. ჩემი 1-2 კლასის მიზანი იყო, რომ სკოლის მიმართ პოზიტიური ანწყობა ქონოათ და ძაან მეშინო, აზე მეტაეგ მსტრესავ, რომ რამე ისე არ ყოფილიყო, რეგუაციებიანამომდინარე, რო სკოლის მიმართ ეგ მუხტი აღარ ქონოდათ და აი ვაიმე, სკოლაში რო აღარ უხაროდეთ მოსვლა” – ეგ ფიქრები ძაან ხშირამქონია. – (სკოლის მასწავებე, 26 წლის) 

სამუშაო და თავისუფალი დროის ცვლილებაზე პანდემიასთან დაკავშირებით, ასევე საინტერესოა ზრუნვის საჭიროებისა და მოთხოვნის გაზრდის გავლენაც, რაც რამდენიმე რესპონდენტის შემთხვევაში გამოიხატა იმით, რომ მათ პრაქტიკულად საცხოვრებლად მოუწიათ იმ ადამიანებთან გადასვლა, ვისთვისაც იყვნენ ზრუნვის მიმწოდებლები. 

სადაც ტარება თერაპია პატარა ბავშვებთან ნუ ეს ონლაინ არ ამოის [..] კარანტინის დროს დეამისმა მომიყანა მე სახლში, ირაში ერთხელ მოვდიოდი სახლში (ძიძა /თერაპევტი, 50 წლის) 

პანდემიამ ასევე გაზარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვისა და სტრესის ფაქტორები, რამდენადაც ზრუნვის შრომაში დასაქმებულ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად უწევთ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი, რათა საფრთხე არ შეუქმნან მათი ზრუნვის ობიექტებს. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხოთ მათ, ვინც ბავშვებთან მუშაობდა: რეპეტიტორებს, მასწავლებლებსა და ძიძებს. 

• განსაკუთრებით, სკოლაში მუშაობის პერიოდში ყელაზე მეტად რაც არი საჭირო არის ის, რომ ჯანმრთელობას მიხედო იმიტომ, რომ ყველანაირი ვირუსუი აფეთქების, აბსოლუტურაელაფერი მოსიარულე რაც კი არის, ყველაფრის ბუეში ხარ. – (სკოლის მასწავლებელი, 26 წლის) 

დასკვნა 

მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე კვლევას გააჩნდა კონკრეტული ფოკუსი,  რომელიც მიმართული იყო ანაზღაურებადი ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების საქმიანობაში ემოციური შრომის როლისა და მისი შედეგების იდენტიფიცირებაზე, ამ საკითხის კვლევისას გვერდს ვერ ავუვლით მის სოციო-ეკონომიკურ განზომილებებს და პრობლემებს, რომელიც ამ კუთხით არსებობს. 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად დასაქმებული ქალების ანაზღაურება არის მათ მიერ გაწეულ შრომასთან შეუსაბამოდ დაბალი, რომელიც ვერ ფარავს იმ საჭირობებს, რომელიც მათ გააჩნიათ. 

ასევე გამოიკვეთა ის, რომ ამ სფეროში საქმდებიან არა უშუალოდ ამ მიმართულებით სპეციალიზებული მუშაკები, არამედ ქალები, რომელთაც სხვა მიმართულებით აქვთ განათლება მიღებული. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ქალთა უმრავლესობას გააჩნია განათლების უმაღლესი ხარისხი, მათ ნაწილს კი საკმაო წარსული გამოცდილება, თუმცა ვერც ერთი აღნიშნული ფაქტორი ვერ ახდენს ზეგავლენას ანაზღაურებაზე, რომელიც ამჟამად გააჩნიათ.  

მათი შრომითი უფლებები ირღვევა ფორმალური დასაქმების შემთხვევაშიც, როდესაც შრომითი ხელშეკრულება მკაცრად უნდა არეგულირებდეს შრომის პირობებსა და სამუშაო საათებს. ზრუნვის მუშაკ ქალებს მუდმივად უწევთ ზეგანაკვეთური შრომის გაწევა, ზოგჯერ დამატებით ანაზღაურების, ზოგჯერ კი სამსახურის შენარჩუნების, ან სამუშაო საათებს. ზრუნვის მუშაკ ქალებს მუდმივად უწევთ ზეგანაკვეთური შრომის გაწევა, ზოგჯერ დამატებით ანაზღაურების, ზოგჯერ კი სამსახურის შენარჩუნების, ან უბრალოდ ზრუნვის ობიექტის კეთილდღეობის მიზნით. 

პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა და დაამძიმა ანაზღაურებადი ზრუნვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი გარემოებები, მათ შორის ფორმალურად დასაქმებული ქალებისაც, რომელთა ნაწილი ანაზღაურების გარეშე დარჩა. რაც ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩართულია ზრუნვის შრომაში განსაკუთრებით არეკვლადი ხდება ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიც პანდემიაა და რომლის დროსაც ექთნები, მომვლელები,  მასწავლებლები და სხვა. მსგავს სფეროში დასაქმებული ქალები რჩებიან ანაზღაურების გარეშე, ან მინიმალური, უცვლელი ანაზღაურების ამარა.  

არსებული ტენდენციები, რომელიც ქალების მიერ გაწეულ ზრუნვის შრომას უფრო მეტად მორალურ ვალდებულებად, ალტრუისტულ ქმედებად ან/და თავისთავად მოცემულობად განიხილავს, (Folbre, WHO CARES? A Feminist Critique of the Care Economy,  2014) აისახება უშუალოდ ამ სექტორში დასაქმებულ ქალებზეც. ზრუნვის მიმღების კეთილდღეობა მათთვის ხშირ შემთხვევაში მთავარი ამოცანაა, რომლის სრულფასოვნად შესასრულებლადაც უკან სწევენ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას,  ყოველდღიურ პრობლემებს, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა ტიპის საჭიროებებს.  

რესპონდენტების დიდი ნაწილისთვის მათი სამუშაო სტრესულია უფრო მეტად ფიზიკური გადაღლის, ზეგანაკვეთური შრომის გამო, ისინი თავადვე არიდებენ თავს იმის იდენტიფიცირებას, თუ რა როლს ასრულებს მათთვის ზრუნვის მიმღების კეთილდღეობა, ის ემოციური შრომა, რომელსაც სამუშაო საათებში თუ მის მიღმა გასცემენ და ნაკლებად აქვთ თვით-მონიტორინგის უნარი განვითარებული, რაც მათ სამუშაო გარემოში წარმოებული ემოციების და მათი პირადი ემოციების ურთიერთგამიჯვნაში, დისტანცირებაში უნდა ეხმარებოდეს და იცავდეს ისეთი შედეგებისაგან, როგორიცაა გადაწვა, დეპრესია და სხვა.  

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიზანს არ წარმოადგენს მიღებული შედეგებისათვის შეფასებითი ღირებულების მინიჭება, ემპირიულმა მონაცემებმა, რომელიც 18  რესპონდენტთან ინტერვიუების შედეგად იქნა მიღებული ნათელი გახადა, რომ ამ ქალებზე არამხოლოდ გარედან ზემოქმედებს ის ნორმები და გენდერული როლები,  რომლებიც მათ ავტომატურ მოვალეობად ზრუნვის გაცემას არეგისტრირებენ, არამედ თავადაც უჭირთ საკუთარი თავის და საჭიროებების ზრუნვის ობიექტის საჭიროებებზე მაღლა დაყენება.  

მათი საქმიანობა შემოსავლის წყაროს გარდა განცდაა იმის, რომ რაღაც სასარგებლოს და ფასეულს აკეთებენ. თუმცა აღნიშნული ხშირ შემთხვევაში აფერხებთ, რომ საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების საკმაყოფილებისათვის იბრძოლონ, მაშინაც კი, როდესაც კარგად აცნობიერებენ შეუსაბამობას მათ მიერ გაწეულ შრომასა და სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებას შორის. 

გამოყენებული ლიტერატურა 

(ILO), I. L. (2018). Care work and care jobs: for the future of decent work. Andreas Chatzidakis, Jamie Hakim, Jo. (2020). The Care Manifesto. London: Verso. England, P. (2005). EMERGING THEORIES OF CARE WORK. Annual Review of  Sociology

Folbre, N. (2014). WHO CARES? A Feminist Critique of the Care Economy. New York:  Rosa Luxemburg Stiftung. 

Folbre, N. (2018). DEVELOPING CARE: RECENT RESEARCH ON THE CARE 

ECONOMY AND ECONOMIC DEVELOPMENT. Ottawa: International Development  Research Centre . 

ILO. (2021, 08 23). ზრუნვის მუშაკები და დასაქმება. Retrieved from  womensgaze.org.ge: http://womensgaze.org.ge/zrunvis-mushakebi/? fbclid=IwAR3movyM9OOMEjtMbJoFmij975Cc7GfVcxoIjGNF5XQ qiNj7JnyLPWTL1I 

S.Wharton, A. (1999). The Psychosocial Consequences of Emotional Labour. 158-176. Weeks, K. (2007). Life Within and Against Work: Affective Labor, Feminist Critique, and  Post-Fordist Politics. Ephemera, 233-249. 

ზურაბიშვილი, თ. (2006). თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში. თბილისი: CSS. 

ორგანიზაცია, გ. ქ. (2018). ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა. თბილისი: UN Women. წულაძე, ლ. (2020). სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები. თბილისი: ივანე ჯავახიשვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 

ჰარდტი, მ. (2020). აფექტური შრომა. In EMC, სოციალური კვლავწარმოება, ქალთა შრომა და შინშრომა (pp. 170-186). თბილისი:  EMC.

ავტორები:

მარიამ ვარამაშვილი 

ლიკა გულბანი