თავი III


სოციალური დახმარების ინფრასტრუქტურა გულისხმობს სამედიცინო მომსახურების
ეროვნული მასშტაბის ინფრასტრუქტურას, რომელიც გულისხმობს ბავშვთა ზრუნვის
ცენტრებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, სკოლის შემდგომ სასწავლო
ცენტრებს და ბავშვების პროგრამებს, საზოგადოების და აქტიური საცხოვრებელების
ცენტრებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებს და ხანდაზმულთა
პროფესიულ მომსახურებებს, დაავადებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს. მაღალკვალიფიციური სოციალური მომსახურების სერვისის ხელმისაწვდომობა
საშუალებას იძლევა შემცირდეს არაანაზღაურებადი სამუშაო დრო, აგრეთვე ხდება
მზრუნველის ტვირთის გადანაწილება შინამეურნეობების კერძო სფეროსა და
სახელმწიფო და ბაზრის მიერ გაწეული მომსახურების სფეროში. აღსანიშნავია, რომ
ფასიანი მოვლის სერვისები ვერ ჩაანაცვლებენ მთლიან მოვლით სამუშაოს. მოვლა-
პატრონობის ურთიერთმიმართების ხასიათის გათვალისწინებით, მოვლითი
სამუშაოების მნიშვნელოვანი კომპონენტი დამყარებული იქნება არაანაზღაურებად
შრომაზე, რომელიც სიყვარულითა და პირადი პასუხისმგებლობით იქნება
განპირობებული ახლო ურთიერთობებში.


ამის მიუხედავად, პროფესიონალური ფასიანი მოვლის სერვისები თავისებურად
ეხმარება არაანაზღაურებად ზრუნვას და ხელს უწყობს მზრუნველის ტვირთის
შემსუბუქებას, აგრეთვე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სერვისის მიმღებთა
განვითარების შესაძლებლობებს. სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების შემთხვევაში, რადგან ადრეული ასაკის
ბავშვთა განვითარება და სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს სკოლაში მუშაობის
გაუმჯობესებას და შემდგომ ცხოვრებაში შრომის ბაზრარზე უკეთესი შესაძლებლობების
მოპოვებას (Van Leer, 2015; Heckman et al., 2010).


შესაბამისად, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა ყველასათვის
არის აუცილებელი, ასევე სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება
ბავშვებსა და სხვა ზრუნვაზე დამოკიდებულ ჯგუფებში, მათ შორის ხანდაზმულთა და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის. სოციალური მომსახურების
ინფრასტრუქტურის შექმნა ხარისხიანი მომსახურების უნივერსალური
ხელმისაწვდომობით მოითხოვს საზოგადოებრივ ინვესტიციებს სოციალურ
მზრუნველობაში. იმავე წესით როგორც მთავრობები ინვესტიციებს აკეთებენ
ჯანმრთელობასა და განათლებაში, მათ ასევე შეუძლიათ ინვესტიცია ჩადონ სოციალური
დაცვის ინფრასტრუქტურაში. აქ მთავარი წინაღობა ეხება ხარჯებს; განვითარებადი
ქვეყნების უმეტესობას საბიუჯეტო შეზღუდვები აქვს, რადგან ისინი სახელმწიფო

ხარჯებს გამოყოფენ კონკურენტული საჭიროებებისთვის. ამავე დროს, ფისკალური
პოლიტიკის ძირითადი მაკროეკონომიკური მიდგომა ხაზს უსვამს სახელმწიფო
ხარჯების შემცირების მნიშვნელობას და მათ კონტროლს. შესაბამისად, სოციალური
დაცვის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ადვოკატირება ითვალისწინებს სახელმწიფო
ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და ფისკალური პოლიტიკის გადახედვას. ბოლო პერიოდში
რამდენიმე კვლევამ შეისწავლა სოციალური ფისკალური ხარჯების გაზრდის საკითხი,
რომლის მიზნებიც სცილდება გენდერულ თანასწორობას, ასევე მოიცავს სამუშაო
ადგილების შექმნას, უმუშევრობის შემცირებას, სიღარიბის დაძლევას, სოციალურ-
ეკონომიკურ თანასწორობას, ადამიანური კაპიტალის გაზრდას, პროდუქტიულობას და
განვითარებას. სოცუზრუნველყოფის სერვისების გაფართოების მოკლევდიან და
გრძელვადიან ეკონომიური ზეგავლენის პოზიტიურ შედეგებს განაპირობებს მძლავრ,
მრავალგვარ, ეკონომიურ პრინციპებზე აგებული სოც-უზრუნველყოფის სერვისების
გაფართოების ფისკალური პოლიტიკა, რაც გულისხმობს არა მარტო ინფრასტრუქტურას
და მშენებლობებს.


OECD– ის შვიდი მოწინავე ეკონომიკის (ITUC 2016), სამხრეთ აფრიკის (ანტონოპულოსი და
სხვები 2010), თურქეთის (Ilkkaracan და სხვ. 2015) და აშშ – ს (ანტონოპულოსი და სხ.
2014) სტრატეგიის სიმულაციები მიუთითებენ რამდენიმე საერთო დასკვნაზე;

• საზოგადოებრივი ინვესტიციები სოციალური მომსახურების ინფრასტრუქტურაში
დასაქმების მნიშვნელოვნად მეტ პოტენციალს შეიცავს, ვიდრე ფიზიკური
ინფრასტრუქტურა, სექტორის დასაქმების მაღალი ინტენსივობის გათვალისწინებით.
სოციალური მომსახურების გაფართოებაზე რესურსის დახარჯვა ორჯერ მეტ სამუშაო
ადგილს ქმნის (უშუალოდ თავად სექტორში, ისევე როგორც სხვა მონათესავე
სექტორებში) ვიდრე ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე.

• შრომითი მოთხოვნა სოციალური მომსახურების თვალსაზრისით არსებითად უფრო
მეტად ქალებზე კონცენტრირდება, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურის შემთხვევაში,
რაც ხელს უწყობს გენდერული დასაქმებისა და სახელფასო ხარვეზის შემცირებას, ასევე
ქალთა და მამაკაცთა უმუშევრობის დონის შემცირებას. .

• სოციალურ მოვლაზე კონცენტრირება მეტ შესაძლებლობას გვაძლევს რომ შემცირდეს
სიღარიბის მაჩვენებელი, ვიდრე მხოლოდ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე. სოციალური
მომსახურების გაფართოება არა მხოლოდ ქმნის მეტ სამუშაო ადგილს, არამედ
ამარტივებს ქალთა შრომითი დროის შეზღუდვებს, რაც საშუალებას აძლევს მათ შრომის
ბაზარზე მარტივად შეაღწიონ.

მთარგმნელი: ნუცი კაჭახიძე

წყარო:  გვ.92

https://www.unwomen.org/-/media/headquarters/attachments/sections/library/publications/2017/un-women-gender-and-economics-training-manual-en.pdf?la=en&vs=56აუნაზღაურებელი შრომაქალები