bebel

აუგუსტ ბებელი -‘ქალი და სოციალიზმი’

ავტორი: აუგუსტ ბებელი მთარგმნელი: ნესტან მღებრიშვილი ეს ძალიან მოკლე თავი იქნება. ის შეიცავს მხოლოდ აქამდე გამოთქმული მოსაზრებების დასკვნას, რომლის გამოტანასაც მკითხველი დამოუკიდებლადაც შეძლებს. მომავლის საზოგადოების წევრი ქალი სოციალურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელია, ის მბრძანებლობისა და ექსპლუატაციის სულ მცირე ნიშანწყალსაც კი აღარ ექვემდებარება; ის თავისუფალია, თანასწორია კაცთან