რა არის ფემინისტური მაკროეკონომიკა?
ნაწილი 1
ფემინისტური მაკროეკონომიკა შეიძლება განისაზღვროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამი მნიშვნელოვანი ნაწილით (Ça Çatay et al., 1995; Grown et al., 2000, Benería et al., 2016). პირველი, ფემინისტური მაკროეკონომიკა განიხილავს არაანაზღაურებული მუშაობის საკითხს მაკროეკონომიკურ დონეზე. ეს ანალიზი მიუთითებს, რომ ანაზღაურებადი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობები (ტრადიციული მაკროეკონომიკის ფოკუსი) დამოკიდებულია წარმოების შიდა სფეროში ზრუნვითი სამუშაოს (care work) არაანაზღაურებადი შრომის რეპროდუქციაზე. აქედან გამომდინარე, აქ შრომას განიხილავენ, როგორც წარმოებულ პროდუქტს, ხოლო საყოფაცხოვრებო წარმოება განიხილება, როგორც მხოლოდ ამ მთლიანი წარმოების ნაწილი. წარმოების ჯამური ღირებულების შეფასება აუნაზღაურებელი სამუშაოებისა და საყოფაცხოვრებო ანგარიშების მიხედვით არის გენდერული მაკროეკონომიკური ანალიზის ერთ-ერთი ადრეული მაგალითი.
მეორე, ფემინისტური მაკროეკონომიკა მაკროეკონომიკური ცვლილებებისა და პოლიტიკის განაწილების შედეგების შეფასებისას, გენდერს, როგორც ანალიტიკურ კატეგორიას, აგრეთვე კატეგორიებს, მაგალითად, კლასსა და რასას იყენებს. აქცენტი კეთდება მიზეზობრიობაზე მაკროეკონომიკიდან გენდერული უთანასწორობამდე. სტაბილიზაციისა და სტრუქტურული კორექტირების პოლიტიკის ფემინისტურმა კრიტიკამ შექმნა მდიდარი ბაზა.
მაკროეკონომიკური პოლიტიკის განაწილების შედეგების კვლევა არის ფემინისტური მაკროეკონომიკის სფერო, რომელიც არსებითად ემთხვევა ნეოკლასიკური მაკროეკონომიკის სხვა არაპოპულარულ კრიტიკას. როგორც ზემოთ გახლავთ ნახსენები, ძირითადი მაკროეკონომიკა უგულებელყოფს მაკროეკონომიკური ცვლილებების განაწილების ეფექტებს და მიიჩნევს, რომ მაკროეკონომიკური აგრეგატები ნეიტრალურია და მხოლოდ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებზე ზემოქმედებს. ჰეტეროდოქსული მაკროეკონომიკა (სტრუქტურალისტური, ინსტიტუციონალისტური, პოსტ-კეინსიანური და მარქსიანული მიდგომები) ამტკიცებს, რომ ეს არასწორი მიდგომაა; ისინი ამტკიცებენ, რომ ფაქტობრივად, განაწილების შედეგები კლასისა და წარმოშობის მიხედვით, პირდაპირ მაკროეკონომიკური ცვლილებებისა და პოლიტიკის შედეგად წარმოიქმნება (Bhaduri 2007, Cornia 2006). ფემინისტური მაკროეკონომიკა ემყარება ამ კრიტიკას და აჩვენებს, რომ სქესი ასევე ურთიერთქმედებს კლასთან და წვლილი შეაქვს ამ განაწილების შედეგების ჩამოყალიბებაში.
მესამე, ფემინისტური მაკროეკონომიკა იკვლევს საპირისპირო მიზეზობრიობას: გენდერული ეკონომიკური სქემების და უთანასწორობის გავლენას მაკროეკონომიკურ შედეგებზე. აქ ისევ ხდება გადაფარვა ალტერნატიული არა-ძირითადი მიდგომებით. ეს ალტერნატიული მიდგომები აღნიშნავს, რომ შემოსავლებისა და სიმდიდრის უთანასწორობა ზრდის ეკონომიკურ კრიზისებს და ზრდის სტრუქტურულ შეზღუდვებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ფემინისტური მაკროეკონომიკა იკვლევს პარალელურ მიზეზობრიობას გენდერულ უთანასწორობასა და ზრდას შორის. ქალთა დასაქმების დაბალი დონისა და გენდერული ხელფასების ხარვეზების გავლენა პროდუქტიულობაზე და ეკონომიკურ ზრდაზე – გენდერული უთანასწორობის შედეგები შემოსავლის განაწილებაზე და დანაზოგების და მოხმარების წესებზე – კვლევის ძირითადი თემებია.
მთარგმნელი: ნუცი კაჭახიძე
წყარო: გვ.65