აუნაზღაურებელი შრომის გენდერული დაყოფა(II)
თავი II
გენდერული უთანასწორობა სახლსა და დასაქმებაში წარმოიქმნება პროდუქტიული და რეპროდუქციული როლების გენდერულ წარმოდგენებში. ისინი არსებობენ სხვადასხვა კულტურებში და სოციალურ-ეკონომიკურ კონტექსტებში. “მარჩენალი კაცის“ ოჯახური მოდელი, თავისი რეგიონალური ვარიაციებით , მთლიანობაში, ძალზე ღრმად არის გამჯდარი საზოგადოებრივ სტრუქტურებში და ქალის მზრუნველობითი როლი ოჯახში კვლავ ცენტრალურია. მაგრამ ეს იცვლება.
ქალთა ანაზღაურებადი სამუშაოს მიმართ დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია, ქალების 70 პროცენტი და კაცების 66 პროცენტი ამჯობინებენ, რომ ქალები ანაზღაურებად შრომაში იყვნენ ჩართულები. როდესაც საქმე კაცთა როლებს ეხება, სულ უფრო იზრდება მოსაზრება, რომ კაცები არ მონაწილეობდნენ აუნაზღაურებად მზრუნველობით შრომაში ისე როგორც დღესდღეობით. ადამიანები, რომელთათვის რთულია შეათავსონ სამუშაო და ოჯახი ან მათ, ვისაც სავარაუდოდ მოუწევთ ზრუნვაზე პასუხისმგებლობის აღება უახლოეს მომავალში (მაგ: ქალები, ახალგაზრდები, მშობლები დასაქმებულ წყვილებში და მარტოხელა მშობლები) ახასიათებთ უფრო პროგრესული და გენდერული-თანასწორობის მქონე დამოკიდებულებები ვიდრე სხვებს .
ოჯახური სტრუქტურებში ცვლილებები და საზოგადოებების დაბერება მიუთითებენ იმის, რომ იზრდება ქალთა და კაცთა რიცხვი, რომლებიც ეყრებიან აუნაზღაურებად მზრუნველობით შრომასა და დასაქმებას შორის არსებულ დაპირისპირებას. შედეგად, მოსალოდნელია გენდერულ-თანასწორუფლებიანი როლების მიმართ უფრო დიდი მხარდაჭერა და მათი პრაქტიკაში გადმოტანა. ეს დამოკიდებულების და პრაქტიკის ცვლილება შეიძლება ტრანსფორმაციული ზრუნვის პოლიტიკის შედეგი იყოს. რადგან მსგავსი ზომები უმჯობესდება და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, დამოკიდებულებები დედების დასაქმებისადმი და ის რაც მიიჩნევა სათანადო სამუშაო-ოჯახურ წყობად, სავარაუდოდ დაეხმარება ქალთა და კაცთა ანაზღაურებად სამუშაოსა და აუნაზღაურებად ზრუნვითი შრომას შორის უფრო ეგალიტარიანულ დაყოფას.
647 მილიონი სამუშაო ასაკის ადამიანი სამუშაო ძალის მიღმაა ოჯახური პასუხისმგებლობის გამო
აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომა ქალების შრომით ბაზრებში მონაწილეობისთვის მთავარ ბარიერს წარმოადგენს, ხოლო ქალთა და კაცთა შორის აუნაზღაურებად მზრუნველობით შრომაში უფრო თანაბარი განაწილება დაკავშირებულია ქალთა შრომით ძალებში მონაწილეობის მაღალ დონესთან. გლობალური მასშტაბით აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომა არის სამუშაო ასაკის ქალების სამუშაო ძალის გარეთ ყოფნის ძირითადი მიზეზი , ხოლო კაცებისთვის ეს არის – “საგანანმანათლებლო სფეროში ყოფნა, ავადმყოფობა ან შეზღუდული შესაძლებლობები”. 2018 წელს 606 მილიონმა სამუშაო ასაკის ქალმა განაცხადა, რომ მიუწვდომლები არიან დასაქმებისთვის ან არ ეძებენ სამსახურს აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომის გამო და მხოლოდ 41 მილიონი კაცია არააქტიური იმავე მიზეზით. სრულ განაკვეთზე აუნაზღაურებად ზრუნვას 647 მილიონი ქალი და კაცი ეწევა. ისინი წარმოადგენენ შრომის ბაზარში დაკარგულ მონაწილეთა უდიდეს ჯგუფს და მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების დედები ყველაზე დიდ წილს წარმოადგენენ. სრულ განაკვეთზე მყოფი აუნაზღაურებელი მზრუნველები მთელ მსოფლიოში 1,4 მილიარდი არააქტიური ქალების 41,6 პროცენტს წარმოადგენენ, 706 მილიონი არააქტიური კაცების მხოლოდ 5,8 პროცენტთან შედარებით (იხ. სურათი 3).
შემოსავლების მქონე ყველა ჯგუფში საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ქალების არააქტიურობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი აუნაზღაურებადი მზრუნველობითი შრომაა. ამას მიზეზად ქალთა 46,7 პროცენტი ასახელებს, კაცთა 6,3 პროცენტთან შედარებით. ILO-Gallup-ის 2017 წლის ანგარიშში დადგინდა, რომ, გლობალურად, ქალების უმრავლესობას ურჩევნია ანაზღაურებად სამსახურებში მუშაობა, მათ შორის, ვინც სამუშაო ძალაში არ იმყოფება (58 პროცენტი) და რომ კაცები ამას ემხრობიან. ეს გულისხმობს, რომ ეს პოტენციური სამუშაო ძალა შეიძლება გააქტიურდეს ზრუნვის პოლიტიკის, სერვისების და ინფრასტრუქტურის უნივერსალური ხელმისაწვდომობის გზით.
ერთდროულად დასაქმება და ოჯახური პასუხისმგებლობის აღება ნორმაა მთელ მსოფლიოში. 2018 წელს 1,4 მილიარდი დასაქმებული ზრდასრული ადამიანი ცხოვრობს ზრუნვაზე დამოკიდებულ პირებთან ერთად (0,5 მილიარდი ქალი და 0,9 მილიარდი კაცი). ეს ნიშნავს, რომ გლობალურად, დასაქმებული ზრდასრულების 67.7 პროცენტი – ძირითადად კაცები – არიან პოტენციური აუნაზღაურებადი მზრუნველები. შინამეურნეობის შემადგენლობა განსხვავებულად მოქმედებს ქალთა და კაცთა შრომის ბაზარში მონაწილეობაზე. დაწესებულია “შრომით ძალაში მონაწილეობის ჯარიმა” ზრუნვის პასუხისმგებლობის მქონე ქალებისათვის და “შრომითი პრემია” ზრუნვის მიმღებებთან მცხოვრებ კაცებისთვის. მარტოხელა ქალებთან შედარებით, ქალებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ გაფართოებულ შინამეურნეობაში, 16,6 პროცენტული პუნქტით ნაკლებად შესაძლებელია შრომით ბაზარში აქტიურობა, ხოლო კაცებისთვის იგივე მანიშნებელი 0,5 პროცენტული პუნქტით მეტია, რაც მათ უფრო აქტიურებს ხდით.
თარგმანი: Care Work And Care Jobs For The Future Of Decent Work by ILO