ნეოლიბერალური პოლიტიკის გავლენა ჭიათურაზე – ეკა დარბაიძე
„შავი ოქროს ქალაქი“, ასე იცნობდნენ ჭიათურას საბჭოთა კავშირში. ქალაქი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ ხმაურიან და სიცოცხლით სავსე ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა, დღეს მივიწყებულია და მარტო უწევს ბრძოლა გადარჩენისათვის. ჭიათურის შესასვლელში, რაც ადამიანის ყურადღებას იპყრობს, ეს საბჭოთა დროინდელი ნახევრად ჩამონგრეული და დაჟანგული ინფრასტრუქტურა, ქუჩებში, გზის პირებზე, მწვანე