Tag Archives: მეცნიერება

22117661_1228495343928686_655754789_o

ფალოცენტრიზმი მედიცინაში და არამარტო – თამარ ფონიავა

ენდომეტრიოზი იმ ღამეულ მონსტრს ჰგავს, რომელიც არავინ იცის საიდან ან როდის გამოჩნდება ქალის ცხოვრებაში. მის შესახებ არ საუბრობენ, როგორც ლორდ ვოლდემორტზე; მოულოდნელად, არსაიდან გამოჩნდება, მტკივნეულ კლანჭებს ჩაგავლებს და მშვიდობით ნორმალურო ცხოვრებავ, სამუდამოდ. სახელიც როგორი შემზარავი აქვს-ენდომეტრიოზი. რაც უფრო ხშირად ვიმეორებ მით უფრო მეზიზღება. უძველესი წყევლასავითაა.