თავი III

გლობალური მზრუნველობით სამუშაო ძალის შემადგენლობაში შედის 249 მილიონი ქალი და 132 მილიონი კაცი

ზრუნვის მუშაკები არიან ფასიანი მოვლის სერვისის წარმომადგენლები. გლობალური ზრუნვის სამუშაო ძალის შემადგენლობაში შედიან მზრუნველობის სექტორებში მყოფი ზრუნვის მუშაკები (განათლება, ჯანდაცვა და სოციალური სამსახური), სხვა სექტორებში მყოფი ზრუნვის მუშაკები, შინამოსამსახურეები და მოვლის სექტორებში მყოფი არა-მზრუნველობითი მუშაკები, რომლებიც ეხმარებიან ზრუნვის სერვისის უზრუნველყოფას. ზრუნვითი დასაქმება მთელ მსოფლიოში დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა განსაკუთრებით, ქალებისთვის. საერთო ჯამში, გლობალური ზრუნვის სამუშაო ძალის რაოდენობა 381 მილიონ მუშაკს შეადგენს (249 მილიონი ქალი და 132 მილიონი კაცი). ეს მაჩვენებლები მთლიანი გლობალური დასაქმების 11.5 პროცენტს წარმოადგენს, ან ქალთა გლობალური დასაქმების 19.3 პროცენტს და კაცთა გლობალური დასაქმების 6.6 პროცენტს. უმეტეს ადგილებში, რაც უფრო დიდია მზრუნველობითი სამუშაო ძალა, როგორც მთლიანი დასაქმების წილი, მით უფრო გავრცელებულია ქალთა წარმომადგენლობა მასში. გლობალური მზრუნველობითი სამუშაო ძალის დაახლოებით ორი მესამედი ქალები არიან და ეს წილი სამ მეოთხედს გადამცდარია ამერიკასა, ევროპასა და შუა აზიაში.

ზრუნვის მუშაკების უმეტესობა დასაქმებულია განათლებაში (123 მილიონი) და ჯანმრთელობისა და სოციალურ სამსახურებში (92 მილიონი). 2018 წელს ჯამში 215 მილიონი მუშაკი (143 მილიონი ქალი და 72 მილიონი კაცი) წარმოადგენს მთლიანი გლობალური დასაქმების 6.5 პროცენტს. შინამოსამსახურეები მთლიანი გლობალური დასაქმების სულ მცირე 2.1 პროცენტს შეადგენენ: მთელ მსოფლიოში შინამეურნეობებში დასაქმებულია 70 მილიონი შინამოსამსახურე; აქედან 49 მილიონი ქალია, 21 მილიონი კი კაცი. ზრუნვის სექტორების გარეთ მომუშავე ზრუნვის მუშაკები 24 მილიონს შეადგენენ, რაც მთლიანი გლობალური დასაქმების 0.7 პროცენტია. ზრუნვის სექტორში მომუშავე არა-მზრუნველობითი მუშაკები (მაგ: ბუღალტერი, მზარეული ან დამლაგებელი) 72 მილიონს წარმოადგენენ, რა მთლიანი გლობალური დასაქმების 2.2 პროცენტია.

ცუდი სამუშაო პირობები ზრუნვის მუშაკებისთვის იწვევს ცუდი ხარისხის ზრუნვის შრომას

ზრუნვის მუშაკები იზიარებენ გამორჩეულ მახასიათებლებს: მოვლის უზრუნველყოფისას ისინი ურთიერთობენ მზრუნველობის მიმღებებთან და ხშირად არიან მდგრად ზრუნვის ურთიერთობებში; მათ აქვთ მთელი რიგი უნარ-ჩვევები, თუმცა ხშირად ისინი არც აღიარებულები არიან და არც ანაზღაურდებიან; ისინი ხშირად ეყრებიან შეუთავსებლობას ზრუნვის მიმღებებსა და იმ პირობებს შორის სადაც მათ უწევთ მზრუნველობითი დახმარების გაწევა; და ისინი ძირითადად ქალები არიან. მიუხედავად ამისა, ისინი არ არიან ჰომოგენური ჯგუფი: არსებობს განსხვავებები და იერარქიები ზრუნვის მუშაკებში, ანაზღაურების, პირობების და სტატუსის ჩათვლით.

ექთანები და მეანები ჯანდაცვის ყველაზე დიდ პროფესიულ ჯგუფს წარმოადგენენ და ექთანობა კვლავ ყველაზე ფემინიზირებულია ჯანდაცვის პროფესიებს შორის. მათი ხელფასები ხშირად ძალიან დაბალია და ისინი ხშირად მუშაობენ რამდენიმე სამსახურში, ან მეტ ცვლებს იღებენ, ან უფრო მეტ ზეგანაკვეთური სამუშაოს იღებენ. მოცემული პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ზრუნვის ხარისხს და უარყოფით გავლენას ახდენს სამუშაოს და ცხოვრების ბალანსსა და შენარჩუნებაზე. პირადი ზრუნვის მუშაკები – მათი უმეტესობა სახლში მომუშავეები- დაბალი ხელფასისა და მძიმე სამუშაო პირობების წინაშე დგანან. ისინი დიდი ალბათობით შეიძლება დისკრიმინაციული პრაქტიკის მსხვერპლები გახდნენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები ხშირად არ არიან საკმარისად გაწვრთნილები, არ აქვთ საკმარისი რესურსებით, ან იღებენ დაბალ ანაზღაურებს ან აუნაზღაურებელები რჩებიან და მათ ხშირად უწევთ ჯანდაცვის მუშაკების დეფიციტის ანაზღაურება. ჯანდაცვის მუშაკების მიგრაცია საერთაშორისო ჯანდაცვის შრომის ბაზრების მახასიათებელია, ის გამოწვეული სამუშაო პირობების და შემოსავლების სხვაობით ქვეყნებს შორის. უნარების აღიარება და სერტიფიცირება  მნიშვნელოვანი დაბრკოლებებია არის მიგრანტი ექთანებისათვის.

მასწავლებელთა ხელფასები ყველაზე დიდი დანახარჯია ოფიციალურ განათლებაში. დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების წლიური ანაზღაურება შეესაბამება ერთ სულ მოსახლის მშპ-ს, ის ოდნავ დაბალია მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, მაგრამ უფრო მაღალია შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. თუმცა, განათლების სექტორში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოხდა დროებითი და ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო ადგილების ზრდა. ქვეყანებს შორის შემოსავლების ყველა ჯგუფში ადრეული ასაკის მოვლის პერსონალის სტატუსი, ანაზღაურება და შეღავათები უფრო დაბალია, ვიდრე დაწყებითი კლასების მასწავლებლების, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამუშაოს კმაყოფილების დაბალი დონე და შენარჩუნების დაბალი მაჩვენებლები.

შინამოსამსახურეები განიცდიან მუშაობის ყველაზე ცუდ პირობებს მზრუნველობითი სამუშაო ძალის მასშტაბით და არიან განსაკუთრებით დაუცველები ექსპლუატაციისგან. ამ სექტორში სამსახურები არაპროგნოზირებადი და შემთხვევითი ხასიათის არიან, მათზე უარყოფით გავლენას ახდენს შრომისა და სოციალური დაცვის დაბალი დაფარვა. უფრო მეტიც, სამუშაო გარემოში ძალადობა ყოვლისმომცველია შინამოსამსახურე დასაქმების სექტორში.

ცუდი სამუშაო პირობები ზრუნვის მუშაკებისთვის იწვევს ცუდი ხარისხის ზრუნვის შრომას. ეს ზიანს მომტანია ზრუნვის მიმღებებისთვის, მზრუნველებისთვის და ასევე აუნაზღაურებელი მზრუნველებისთვის, რომლებსაც აქვთ ნაკლები შესაძლებლობები. მაგალითად, საავადმყოფოების ექთანების დატვირთვის ზრდა გაზრდის სტაციონარულ სიკვდილიანობას, მკაცრი გრაფიკი ართმევს პერსონალური ზრუნვის მუშაკებს მოქნილობას, რომელიც აუცილებელია სათანადო ზრუნვითი დახმარების უზრუნველსაყოფად, ხოლო მოსწავლეების დიდი რაოდენობა თითო მასწავლებელზე განათლების დაბალ შედეგებთან არის დაკავშირებული.

თარგმანი: Care Work And Care Jobs For The Future Of Decent Work by ILO