1980-იანების დასაწყისში შრი ლანკელმა ისტორიკოსმა კუმარი კაიავარდენამ, რომელიც ბრიუსელიდან ჰააგაში მატარებლით მოგზაურობდა, შექმნა სალექციო ჩანაწერები ქალთა მოძრაობის ისტორიის კურსისთვის. მრავალი მათგანი განადგურდა – თუმცა არა ყველა. ისინი გამოქვეყნდა 1982 წელს და შემდგომში ჩამოყალიბდა გავლენიან ნაშრომად “ფემინიზმი და ნაციონალიზმი მესამე მსოფლიოში”. ეს წიგნი გამოქვეყნდა “ვერსოს ფემინისტურ კლასიკებში”, რაფია ზაქარიას წინასიტყვაობით. პირველი გამოქვეყნებიდან სამი ათეული წლის შემდგომაც, ეს წიგნი კვლავ ითვლება თურქეთში, ეგვიპტეში, ირანში, ინდოეთში, შრი ლანკაში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, ჩინეთში, ვიეტნამში, კორეასა და იაპონიაში ქალთა მოძრაობების ისტორიის საუკეთესო შესავლად. ის გვაჩვენებს იმ მრავალი ქალის და კაცის ცხოვრებას და იდეას, რომლებიც ითხოვდნენ რეფორმებს და რევოლუციურ ტრანსფორმაციას.

მათი ისტორიები ცოცხლდება წიგნის გვერდებზე. პოეტმა ციუ ჯინმა, რომელიც 1875 წელს დაიბადა,  პეკინში მიატოვა ქმარი და შვილები, წავიდა იაპონიაში სასწავლებლად, შეითვისა დასავლელი კაცის სამოსი, იდენტიფიცირდებოდა მეამბოხე “ახალ ქალებთან” და დაარსა ქალების არმია. მისი პროზა-პოემა “ჯინვეის ჩიტის ქვები”, დაწერა ქალებსა და უწიგნურებს შორის პოპულარულ ენაზე, დააკავშირა სუბორდინაცია, რომელსაც ჩინელი ქალები განიცდიდნენ იმ სირცხვილთან, რომელსაც ქვეყანა განიცდიდა იმპერიალიზმის ქვეშ. ციუ ჯინი მანჩუს რეჟიმის დროს მოკლეს 1907 წელს აჯანყების დაგეგმვისთვის.

ჯაიავარდენა მიყვება წინააღმდეგობის გრძელვადიან ფორმებს: ქალი მეომრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბრძოლებში და ქალები, რომლებიც შამანები გახდნენ კორეაში. ის ასევე აღწერს იმ სწავლულ კაცთა ნაშრომებს, როგორიცაა იბნ რუშდი მე-12 საუკუნის ირანში, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქალთა შეზღუდული ცხოვრება და ლი რუჟენი, რომლის 1827 წლის რომანიც “ყვავილები სარკეში”, წარმოიდგენდა სამყაროს, სადაც ჩინელი კაცები, ქალების მაგივრად იტანჯებოდნენ ტერფის სახვევებით.  (ტრადიცია ჩინეთში, როდესაც ქალებს პატარაობიდან უხვევდნენ ტერფებს, ზომის შესამცირებლად, რადგანაც პატარა ტერფი სილამაზედ ითვლება).

მე-19, მე-20 საუკუნის ფემინიზმის ფართო გაგების ინტეგრაციით  ქალთა “ჩაგვრის და ექსპლოატაციის წინააღმდეგ ოჯახში, სამუშაო ადგილსა და სოციუმში”, ის ამტკიცებს, რომ სხვა რადიკალური იდეების მსგავსად, ის არ იყო ეთნიკურად შეზღუდული. მისი აზროვნების სტილი, სპეციფიურ ისტორიულ კონტექსტთან ფესვგადგმულობასთან ერთად, ხასიათდება ჩანართებითაც; მის წიგნში, ქალთა ემანსიპაციის მოთხოვნები გადაჯაჭვულია ნაციონალისტური მოძრაობების მოდერნიზებულ ბიძგთან.

გლობალურ კაპიტალიზმთან კოლონიზირებული ქალების შეჯახებამ გამოიწვია ამ ქალების დასავლურ ნააზრევზე და ფემინიზმზე გადასვლა, მაგრამ ემანსიპაციის იდეებს ისინი თავად აძლევდნენ ფორმებს.  ამ იდეებმა, რომლებიც ხორციელდებოდა ქალთა გაზეთების, წიგნების, წერილების და მოგზაურთა ვერბალური მოხსენებების გზით, გადალახა საზღვრები. ამიტომაც ეგვიპტელმა ქალებმა იცოდნენ თურქეთში მომხდარი თანამედროვე სეკულარული რეფორმების შესახებ, ხოლო იაპონელი “ახალი ქალების” ამბები ჩინეთამდე აღწევდა.

კაიავარდენა აჩვენებს, თუ როგორ იყო განათლება პირველი საციცოცხლო ნაბიჯი. ინდოელ რეფორმისტს, პანდიტა რამაბაის (1858-1922) სანსკრიტი მამამ ასწავლა. მან ეს ცოდნა გამოიყენა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ და აწარმოებდა კამპანიებს ქალთა სკოლების და უნივერსიტეტებისთვის. ინდონეზიაში რადენ აჯენ კარტინი (2879-1904) შთაგონებული გახდა პანდიტა რამაბაის ნაშრომების კთხვის შემდგომ. მას ასევე მხარში ედგნენ ჰოლანდიელი სოციალისტები და ფემინისტები, რომლებიც არა მარტო ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის სწევდნენ აგიტაციებს, არამედ ეკონომიკური თანასწორობისთვის და სექსუალური თვითგამორკვევისთვის. იმის ცოდნით, რომ თუნდაც ასეთი მეგობრული კავშირები დამახინჯებული იყო კოლონიალიზმის პრიზმაში, ის მიხვდა, რომ “ევროპული სამყაროს” კოპირება არ იყო პასუხი.

ნაციონალიზმის ზრდამ გვიან მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიწვია ქალების და კაცების ტრადიციული როლების კითხვის ქვეშ დაყენება და შემდგომში აჯანყება. თურქეთში, ნაციონალისტი თეორისტი ზიია გოკალპი მოუწოდებდა ქალთა თანასწორობისკენ, მაშინ, როცა ეგვიპტეში, მუსლიმი რეფორმისტი კასიმ ამინი ეწინააღმდეგებოდა თავსაბურავებს და გარიგებით ქორწინებას. ის იბრძოდა განათლებისთვის, სამუშაოს ხელმისაწვდომობისთვის და ლეგალური უფლებებისთვის. “თანამედროვე” ნაციონალისტი ქალები ისლამურ ქვეყნებში უარყოფდნენ თავსაბურავებს; ჩინეთში ისინი თმებს მოკლედ იჭრიდნენ და ეწინააღმდეგობდნენ ტერფის სახვევებს; კათოლიკურ ფილიპინებში ისინი იბრძოდნენ ესპანელების წინააღმდეგ.

ჯაიავარდენა ასახავს მრავალმხრივ ნაციონალიზმს, რომელიც წარმოიშვა არა მარტო პროგრესის ხედვებიდან, არამედ დედობის რომანტიული იდეალებიდანაც. ქალთა მოთხოვნამ ემანსიპაციისთვის წარმოქმნა ფართო სოციალური და კულტურული დისონანსი. გლობალურმა კაპიტალიზმმა და კოლონიალიზმმა ღარიბ ქალებზე უხეშად იმოქმედა, თუმცა ასევე წარმოშვა აჯანყების კერები. 1886 წელს აბრეშუმზე მომუშავე ქალებმა დაიწყეს პირველი გაფიცვა იაპონიაში, რომელსაც მოყვა ინდოეთის საფეიქრო ინდუსტრიაში მომუშავე ქალების გაფიცვა კომუნისტი ქალი ლიდერებით სათავეში, პარვატიბაი ბორეს ჩათვლით, უკეთესი პირობებისთვის. ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ, შრი ლანკელი ქალები დასაქმებულები იყვნენ ქვების მტვრეველებად გზებზე და ჩაის, კაუჩუკის და ყავის პლანტაციებში. იქაც, 1920-30-იან წლებში კომუნისტები და ტროცკისტები დაეხმარნენ მათ ორგანიზებაში. 1948 წელს მემარცხენე ქალებმა დაარსეს შრი ლანკის პირველი სოციალისტურ ფემინისტრური ჯგუფი.

მათ შორის იყო დორინ ვიკრემასინგი, პროგრესული მასწავლებელი და ანტი იმპერიალისტი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჯაიავარდენაზე. პირველად ჯაიავარდენას 1986 წელს შევხვდი, რადგანაც ფემინიზმი და ნაციონალიზმი მესამე სამყაროში ჯილდოსთვის წარვადგინე. მან ძალიან გამაკვირვა რობერტ ვეარზე საუბრით, ბრისტოლის სოციალისტური საზოგადოების დამფუძნებელზე 1880-იან წლებში. ვფიქრობდი, თუ რანაირად მოხვდა მისი სახელი შრი ლანკაში? პასუხი მარტივია: ის ვიკრემანსინგეს ბაბუა იყო.

როგორც სოციალისტმა ფემინისტმა აქტივისტმა, ჯაიავარდენამ უწყვეტი კავშირები დაამყარა კოლომბოს უნივერსიტეტსა და მუშებს შორის; შრი ლანკას სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის; სამხრეთ აზიის ფემინისტებსა და მსოფლიოს სხვა ნაწილს შორის. 1980-იან წლებში ის უკვე ატყობდა საფრთხეებს ქალებისთვის ყველა ფორმის ავტორიტარული ფუნდამენტალისტური რელიგიის ინტერპრეტაციების მხრიდან.  უარმყოფელი ძალით პასუხის ნაცვლად, ის ფიქრობდა, რომ შეკრული მუშტის სიმბოლური ფორმის მაგივრად, მას უნდა ვუპასუხოთ გაშლილი ხელით, რომელიც სიძლიერეს ასხივებს სხვებისთვის. როგორც აქტივისტი და სწავლული, ის ამ იდეის განხორციელებას ცდილობდა. ახლა 86 წლისაა. “ფემინიზმი და ნაციონალიზმი მესამე მსოფლიოში” არა მარტო ინარჩუნებს რელევანტურობას 2017 წელს, არამედ ახლა უფრო ძლიერად დგას მისი საჭიროება.

ავტორი: შეილა როუბოტამი
მთარგმნელი: ანო გულიშვილი

ორგანიზაცია ქალთა მზერა თარგმანებს ახროციელებს “ახალგაზრდა ფემინისტური ფონდი “ფრიდას” ფინანსური მხარდაჭერით