ფემინისტური ორგანიზაცია  “ქალთა მზერა” შეიქმნა 2016 წელს და დაარსებიდან დღემდე აქტიურად მუშაობს ქალების შრომის პოლიტიკაზე, კულტურულ და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე, სქესობრივ და რეპროდუქციულ საკითხებზე, უსაფრთხო კიბერ სივრცის შექმნაზე, სხვადასხვა მედიუმებით (გაზეთი, წიგნები, საიტი, სხვადასხვა სოც.ქსელები და ა.შ) ცოდნის გავრცელებაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ქალების განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ და პოლიტიკურ უფლებებზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ამ პროცესში ვცდილობთ, ჩავრთოთ არამარტო აქტივისტები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც. 

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ორგანიზაციასთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, თუ საინიციატივო ჯგუფებთან, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს.