ავტორი: გვანცა ხონელიძე

“გაუპატიურებას და სექსს უნდა ჰქონდეთ განსხვავებული, სხვადასხვა ონტოლოგიური მნიშნვნელობა მაგრამ არ აქვს რაც ნიშნავს იმას რომ ყოველი თუნდაც ნების გამოვლენაზე დამყარებული სექსუალური აქტი თავის თავში იწერს ქალის სურვილის წინააღმდეგ წასვლას, მითუმეტეს იმ სურვილების წინააღმდეგ რომელიც ექსპლიციტურად ვერ გამოიხატება.” აღნიშნავს მაკკინონი თავის ინტერვიუში.
(ლინკი არ დამაპოსტინა ფეისბუქმა – Worthless whore humiliated by the demi-god Pierre Woodman
– 06:15 min )
პიერ ვუდმანი, როგორც ჩვენი დროის არჩევანის თავისუფლების სახეხატი და სიამოვნების ტექნიკების მფლობელი თანამედროვე დე სადი.
პიერ ვუდმანმა 1992 წელს დაიწყო კასტინგ იქს- ის გადაღება. ვუდმანის პიარ აგენტის მტკიცებით ამ ჩანაწერებს მარკეტინგული გათვლა არ ჰქონია მაგრამ რეალურად “კასტინგი იქსი” და “სცენის მიღმა” ბევრ სერიად იქნა გადაღებული. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ადრეულ 90 იან წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა ახალი ცენტრი და კერა გახდა პორნოგრაფიისათვის. ვუდმანმა 1992 წლიდან დიდი დრო გაატარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მან გადაიღო 103 დივიდი კასტინგ იქსის სერიის მიხედვით, სადაც 7 000 სცენა შედის. ვუდმანი კარგად იყენებდა გარიგების დადების პრაქტიკას, იგი ძირითადად აქცენტს აკეთებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, უნგრეთი, რუსეთი, უკრაინა, ბალტიის პირეთი. კასტინგის დროს გასაუბრება თარჯიმანის მეშვეობით წარიმართებოდა, გოგოების ასაკი 18 დან 21 წლამდე მერყეობდა, მათ პირადული კითხვების შემდეგ კატალოგს აწვდიდა ვუდმანი სადაც უნდა ამოერჩიათ ან სასურველი პოზა ან ის თუ რა ტიპის სექსი უნდოდათ. პიერი მათ ეკითხება თუ როგორი ბიჭები მოწონთ, ცუდი ბიჭები თუ ნაზად მომბყრობი ბიჭები. ქალების პასუხობენ რომ ცუდი ბიჭები, ვუდმანი კი ინტერპრეტაციას აკეთებს ძალადობასთან და გაუპატიურებასთან. მოხრჩობა, სახეში დარტყმა, ბრუტალური ანალური სექსი, სპერმის გადაყლაპვის იძულება, ეს ქალები არიან ქალები რომლებსაც სამსახური და ის ფული ჭირდებათ რასაც ვუდმანი ზოგიერთ მათგანს სთავაზობდა.
1) პორნო ინდუსტრიამ აითვისა 90 იანი წლებიდან და ახალ ეგზოტიკად აქცია სლავი ქალები, როგორც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ასათვისებელი ახალი კოლონიური სივრცე.
2) პიერ ვუდმანი არის პორნოგრაფიის იდეის ილუსტრაცია. სადაც ქალს სურვილებს ეკითხებიან, თუმცა ეს სურვილები იმ ეპისტემოლოგიურ ველშია ფორმირებული სადაც ქალი თავისი სექსუალობის აღქმისას იძულებულია ანალური, ჯგუფური, ძალადობრივი სექსი გამოცდილი მაინც ჰქონდეს. ვუდმანთან სექსე თანხმობა და თანხმობის შემდეგ რეალობა რადიკალური განსხვავებისაა. ვუდმანისთვის სექსის ქვეშ სრული თავისუფლებაა იძალადოს, ქალები ამ დროს ტირიან, კივიან, ითხოვენ რომ გაჩერდეს მაგრამ სექსზე თანხმობა მათ ამ ექსპლიციტურ გამოვლინებებს წინააღმდეგობისა სექსის აუთენტურ კომპონენტად გადათარგმნის, რაც გაუპატიურების სექსში დამკვიდრების პრაქტიკებია.
ბოდრიარისთვის პორნოგრაფია არის პრეტენზია დააფუძნოს რაღაც რეალური, გითხრას რომ რაღაც მიღმურს, გამოგონილს და იდეალურს კი არა რაღაც რეალურს გთავაზობს, რომლის რეალურობის მტკიცებას ახლო კადრებითა და სიუჟეტებით ხდება.
რუსული პორნოსთვის დღევანდელი ტრენდია Sex covers credit payment არის ერთ ერთი გავრცელებული ქვე კატეგორია. სიუჟეტებიც პრიმიტიულად აჩვენებს ყოფას, წყვილი საუბრობს რომ ფული სჭირდებათ ვალის დასაფარად, რასაც ჰაშთაგებით მოჰყვება # guy can earn money with his girlfriends pussy. სიუჟეტი ვითარდება ჰერეტო სექსის ფონზე, სადაც მამაკაცი ზის და მოწყენილი და მისი გოგოსა და ფულის გადამხდელი კაცის სექსს უყურებს.
ვუდმანის და რუსული პორნოდან ამ მაგალითიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ პორნო ერთგვარად რეფლექსიას აკეთებს ყოფაზე და ქმნის სოციალური დომინაციების სექსის ფორმატში ილუსტრირებას, გაციფრულებას. მეორეს მხრივ პორნო შლის საზღვრებს სექსსა და გაუპატიურებას შორის, გაუპატიურება დაყვანილია სექსუალურ ქცევამდე, თამაშამდე. სამართალის სიბრმავის გამო, თუ მსხვერპლი ქალი დარტყმით, ყვირილით, დაკაწვრით არ ეწინააღმდეგება მოძალადეს აქ ძალადობის ფაქტს უკვე კითხვები დაესმის. რისი მოხელთების სურვილიც აქვს კანონს ეს არის გამოყენებული იარაღი თავდაცვისათვის, ექსპლიციტური ქცევები ან დარტყმები, ასევე სხეულის დალურჯებები. მოკლედ კანონი თანხმობასა და არათანხმობაში კიარ ეძებს ზღვრებს არამედ მხოლოდ აღწერს სიტუაციას როდესაც ან თანხმობაში ხარ ან ქმედუუნარო ხდები დიდი ძალის წინაშე. საპირისპიროდ პორნოგრაფია ცდილობს გამოვლენილი წინააღმდეგობები, ტკივილის განცდის, დამცირებისა და დაზიანებისას გამოვლენილი ემოციებიც სიამოვნებად მოგვაწოდოს რაც ტოტალურად განსაზღვრავს ქალის სხეულს და ადგილს არ ტოვებს თავისუფლების პრაქტიკებისთვის.
პორნოგრაფიის მიმართ წინააღმდეგობა უნდა იყოს იმ სოციალური წესრიგის მიმართ წინააღმდეგობა სადაც ეს, როგორც კანონზომიერება ისეა დამკვიდრებული.