რა არის ქალების აუნაზღაურებელი მოვლითი სამუშო?
ნაწილი II
მოვლითი სამუშაო გულისხმობს მომსახურებას, რომელიც აუცილებელია ფიზიკური, სოციალური და ემოციური საჭიროებების მქონე ჯგუფებისათვის, როგორიცაა ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფი პირები, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მოვლა ასევე ეხება ჯანმრთელ სამუშაო ასაკის მოზარდებს და მოიცავს თავის მოვლას(ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე ზრუნავენ). მოვლა საშუალებას აძლევს ამ პირებს იმოქმედონ სოციალურად მისაღები შესაძლებლობების, კომფორტისა და უსაფრთხოების დონეზე. მოვლითი სამუშაო გულისხმობს წარმოების ფართო სპექტრს, რომელიც უზრუნველყოფს ზრუნვას პირდაპირი და არაპირდაპირი გზით. ყოველდღიური საშინაო საქმიანობა, მათ შორის საჭმლის მომზადება, დასუფთავება, და სოფლისთვის დამახასიათებელი სამუშაოები, როგორიცაა შეშის და
წყლის მოტანა ან საკვების გადამუშავება, წარმოადგენს არაპირდაპირი მოვლით საქმეს. ირიბი მოვლითი სამუშაო ახალისებს გამრავლებისთვის აუცილებელ წინაპირობებს. ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელი ხდება პირდაპირი მოვლითი სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა ბავშვის დაბანა და ჩავარდნილი ადამიანის მოვლა, ბავშვის საშინაო დავალების შესრულებაში დახმარება ან ემოციურად რთულ მდგომარეობაში მყოფი მეგობრის დახმარება.
ნებისმიერ საზოგადოებაში ზრუნვითი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარეობს ოჯახის, ნათესაური ურთიერთობისა და მეგობრობის საფუძველზე და ხშირ შემთხვევაში ის არა ანაზღაურებადია. ამ გადაუხდელი სამუშაოს დიდი ნაწილი რჩება ეკონომიკური გაზომვისა და შეფასების საზღვრებს გარეთ, რადგან ეს ხდება შიდა
სფეროში და არ გულისხმობს ფულის გაცვლას. აუნაზღაურებული მუშაობის ზოგიერთი ასპექტი შედის ეროვნული ანგარიშების სისტემაში (SNA), როგორიცაა საკვების მოყვანა საკუთარი მოხმარებისთვის, წყლის ან საწვავის შეგროვება. ეს არის გადაუხდელი პროდუქტიული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შინამეურნეობის გარეთ და შედის მაკროეკონომიკურ SNA- ში.
გარკვეული ზრუნვითი სამუშაო რომელიც ხორციელდება შრომით ბაზარზე ანაზღაურებადია. მსგავს მაგალითებს ვხვდებით ჯანმრთელობის, განათლების, სოციალური მომსახურების და საშინაო სამუშაო სექტორებში. მოვლითი სამუშაოების მზარდი ნაწილი საქონელდება (პროდუქტის სახე ეძლევა) და იცვლება ბაზრის შემცვლელებით, განსაკუთრებით მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე კლასებით, როგორც მაღალ, ასევე დაბალშემოსავლიან ეკონომიკაში. მსგავსი მოვლითი სამუშაოს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენ არაფორმალური სექტორი და ანაზღაურებადია, მაგრამ არც რეგისტრირებულია და არც მათი სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებია დაფარული.
მთარგმნელი: ნუცი კაჭახიძე
წყარო: გვ.83